Home რუბრიკები საზოგადოება eadaily.com: ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ცხვირგატეხილმა ლატვიელმა დასავლური მედიასაშუალებების ტყუილებზე ისაუბრა

eadaily.com: ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ ცხვირგატეხილმა ლატვიელმა დასავლური მედიასაშუალებების ტყუილებზე ისაუბრა

568

“ძველ რიგაში მთვრალმა ბრიტანელმა ჯარისკაცმა ლატვიელი გალახა”, “რიგაში დააკავეს ბრიტანელი ჯარისკაცი”, “პოლიციამ დააკავა არაადეკვატური ბრიტანელი ჯარისკაცი” _ ასეთი სათაურებით იყო აჭრელებული ლატვიური გაზეთები რამდენიმე დღის წინათ.

ახალგაზრდა ლატვიელ აქსელ აიზკალნსს, რომელიც რიგაში, კალკიუს ქუჩაზე მდებარე იურიდიული ფირმის თანამშრომელია, რესტორან “მაკდონალდსში” სტუმრობა ბრიტანელი ჯარისკაცის თავდასხმად და ცხვირის გატეხვად დაუჯდა.

ლატვიისა და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთმა გამოცემამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა დააკისრა “პრორუს აქტივისტებს”, რომლებსაც თითქოს მიზნად ჰქონდათ დასახული ნატოს სამხედრო მოსამსახურეების დისკრედიტაცია. დაზარალებულმა კი პორტალ

Delfi.lv-ს სრულად მოუყვა, რაც თავს გადახდა:

“2 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე, რესტორან “მაკდონალდში” ჩათრეული აღმოვჩნდი ინციდენტში, რომელსაც გაცილებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ვვარაუდობდი. “მაკდონალდსში” შესვლისას უჩვეულო სანახაობას შევესწარი: რესტორანი სავსე იყო უცხოელებით. აქცენტით მივხვდი, რომ ბრიტანელები იყვნენ, რაღაცას აღნიშნავდნენ. სიტუაცია შევაფასე და რიგში მათ შემდეგ ჩავდექი _ ვრაპის (სენდვიჩი _ რედ.) შეკვეთა მინდოდა. მალე ჩემთან მოვიდა ამ დიდი კომპანიის (სულ 30 კაცი იქნებოდა) 2 წარმომადგენელი. ერთ-ერთმა ჰალსტუხში მტაცა ხელი და მკითხა: “სად იშოვე ეს ჰალსტუხი?”. ამ საქციელზე ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ექნებოდა ნებისმიერს, ჩემ ადგილას რომ ყოფილიყო. ვუპასუხე: “გზა მომეცით”. შემდეგ მოვიდა მეორე ჯარისკაცი, რომლის სიტყვები ვერ გავარჩიე, რადგან ძალიან მთვრალი იყო, მაგრამ მზად ვიყავი, დავლაპარაკებოდი, რადგან კარგად ვიცი ინგლისური. უცებ, თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, მომესმა მისი ფრაზა: “ათამდე დავითვლი და, თუკი კვლავ აქ იქნები, სახეში გაგარტყამ”. მისმა მეგობრებმა სიცილი ატეხეს _ არასოდეს მინახავს ადამიანებს ასე გაეცინოთ. ვიფიქრე, ეს რაღაც გათამაშებაა, რომელიც ვერ გავიგე, რადგან არ ვიცოდი, ადრე რაზე ლაპარაკობდნენ, ან ეს ტიპი ცოტა გარეკილია-მეთქი. ვკითხე: “რატომ უნდა მცემო?” “იმიტომ, რომ განავალი ხარ”, _ მიპასუხა, მისი მეგობარი კი ამ სიტყვების მოსმენაზე ახარხარდა. არ ვიცოდი, იმ მომენტში როგორ მოვქცეულიყავი _ მათთან ერთად მეცინა თუ ვითარებაში გავრკვეულიყავი. გავიდა რამდენიმე წამი და რამდენიმე გაბოროტებული ბრიტანელი ჯარისკაცის ალყაში აღმოვჩნდი, რომლებსაც მუშტები შემართული ჰქონდათ ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტის აღსასრულებლად… გონს რომ მოვეგე, გატეხილი ცხვირიდან სისხლი მდიოდა. მადლობა “მაკდონალდსის” თანამშრომლებს, ისინი დამეხმარნენ…  თუმცა მოგვიანებით უარესი მოხდა.

მეორე დილით ყბა-სახის ქირურგიის ცენტრში ვიწექი და ველოდებოდი საოპერაციოში გაყვანას, როდესაც მეგობარმა შეტყობინება გამომიგზავნა, რომელშიც მითითებული იყო პორტალ თელეგრაპჰ.ცო.ურ-ზე გამოქვეყნებული მასალის მისამართი. ეს პორტალი ძალიან პოპულარულია ბრიტანეთში. როდესაც შეტყობინება გავხსენი, პირველი, რაც წავიკითხე, იყო სათაური: “პრორუსულად განწყობილი აქტივისტი რიგაში ბრიტანელ ჯარისკაცებს დაესხა თავს”. ეს სათაური თავდაპირველად სახალისოდ მომეჩვენა, მაგრამ, როდესაც ტექსტი წავიკითხე, გავოგნდი, რა ადვილია, მასების მანიპულირება ჩვენ დროში.

ჩემი თვალსაზრისი მალე დაადასტურა ლატვიურ გამოცემებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. მედიასაშუალებებმა საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ, გამოეძიებინათ ინციდენტი და პირდაპირ თელეგრაპჰ-იდან გადმობეჭდეს სტატია. განა შეიძლება, დასავლეთის ერთ-ერთი გავლენიანი მედიასაშუალება შეცდეს ინფორმაციის გავრცელებისას? ყველაფერს გადააჭარბა გამოცემა Delfi-მ, ამ პორტალზე “მაკდონალდსის” ინციდენტის გამოქვეყნების შემდეგ კომენტარების ქარიშხალი ატყდა “რუსების უკიდურესობასა” და “პუტინის გეგმებზე”. როდესაც ეს კომენტარები ვნახე, მივხვდი, სინამდვილეში როგორი რობოტები ვართ, რადგან ადამიანებს იშვიათად შეაქვთ ეჭვი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში! თელეგრაპჰ-ში გამოქვეყნებული ეს კონკრეტული სტატია სიძულვილის გაღვივების, ცილისწამებისა და პროვოკაციის მაგალითია. “წარმოგიდგენიათ, რა ხდება, თუკი ყოველი მეორე სტატია ასეთი “სიმართლეა”?! _ განუცხადა აქსელ აიზკალნსმა Delfi.lv -ის, რომელმაც ბევრი განაცვიფრა იმით, რომ დაზარალებულის ტექსტი გამოაქვეყნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here