Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთის ფაქტორი _ ტესტი პატრიოტიზმზე ლიბერასტებისთვის

რუსეთის ფაქტორი _ ტესტი პატრიოტიზმზე ლიბერასტებისთვის

684

ამას წინათ ზუგდიდიდან ჩვენი გაზეთის მკითხველი ვლადიმერ გულუა დამიკავშირდა და მადლიერება გამოხატა ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას მიმართ, რომლის ძალისხმევითაც გაზეთების _ ,,საქართველო და მსოფლიოსადაილორის” _ 1000-1000 ეგზემპლარი უფასოდ ვრცელდება ზუგდიდში. ამასთანავე, გულისტკივილი გამოხატა, რომ საქართველოს მოსახლეობიდან ნახევარი მილიონი ადამიანი კრიმინალების თანამოაზრედ და მხარდამჭერად მოგვევლინა და ეს საშიში მოვლენაა ქვეყნისთვისო.

“ოდესაში ტექნოლოგიური ინსტიტუტი დავამთავრე და ქართველობით ვამაყობდი, დღეს კი ვინ ვართ ჩვენ? _ სვამს კითხვას ბატონი ვლადიმერ გულუა და დასძენს _ მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი _ აფხაზეთის კავშირგაბმულობის კომისარი _ 1937 წელს რეპრესირებული იქნა, იმ პერიოდის მმართველობა სჯობდა თქვენსას”. ეს პირადად მოვახსენე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს დადიანების ბაღში, როცა ზუგდიდში ბრძანდებოდა.

 ამ მოსაზრებას ემიჯნება ქვეყნის ლიბერალური სპექტრი. სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა: “ნაცების მხარდამჭერი ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ის ადამიანები არიან,რომლებიც კომუნისტურ წყობას მისტირიან, რადგან სააკაშვილმა სსრკ-ის ეპოქაში დააბრუნა ქვეყანა, ხოლო კარგად გათვლილი ცხინვალის ომის შემთხვევაში შეიძლებოდა პოზიტიური შედეგი მიგვეღო”(?!).

 “ბატონ მაისაიას დიდ პატივს ვცემ, ალბათ, მთვრალი იყო”, _ ასეთი კომენტარი გააკეთა ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა.

ეს სრული პოლიტიკური სიბეცე და გაუნათლებლობაა”, _ აღნიშნა ერთ-ერთმა პოლიტოლოგმა.

არა, ბატონებო! ვახტანგ მაისაია არც მთვრალი იყო და არც განათლების დეფიციტს განიცდის. მსგავსი რიტორიკა დღეს მისთვის მომგებიანი პოზიციაა. რადგან ნაცების მმართველობა უარყოფითად ფასდება, ყველაფერ უარყოფითს კომუნისტებსა და სსრკ უკავშირებენ ლიბერალები. ეს არის ამერიკის მიერ დანერგილი ტენდენცია მსოფლიოში, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ნიღბით სწორედ ეროვნულ ღირებულებებს ებრძვიან, საღი აზროვნების დასამარებას ესწრაფვიან _ ეს არის დათრგუნვის მეთოდი, რათა ჩანასახშივე გაანადგურონ დამოუკიდებელი აზროვნება. საქართველოს ხელისუფლებას კი აზრად არ მოსდის ძალადობრივი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შეზღუდვა, არ აქვს უნარი, წინ აღუდგეს ანტისახელმწიფოებრივ ფსიქოლოგიურ ტერორსა და სიცრუის პროპაგანდას. რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში უნდა განვაგრძოთ არსებობა, ჩვენი უსაფრთხოება დაცული რომ იყოს? როცა საქართველომ არსებობა შეინარჩუნა ერეკლე მეფის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძემ ეს გზა პოზიტიურად შეაფასა, წარსულის ხსოვნა ანდერძად დაგვიტოვა და საქართველოს მომავალიც განჭვრიტა: ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლორა ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან”. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დასავლეთის პოლიტიკა და შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე მიზანმიმართულად კლავენ ქართულ მენტალობას.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/fosta-(1).jpg

“არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ მოხდება, სანამ საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული”, _ ამბობენ ევროკავშირის ემისრები. იმავეს იმეორებენ ხელისუფლეებაში მოკალათებული თუთიყუშებიც. გრიგორი კარასინიც აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მზად არ არის, რადგან კვლავ არასასურველი რიტორიკა ისმის ქვეყნიდან. ნატოს ვარშავის სამიტზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, #1 საფრთხე მსოფლიოსთვის არის რუსეთი და არა “ისლამური სახელმწიფო”. სწორედ ამ იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოდიან მოაზროვნე ამერიკელი კონსერვატორები, რომლებმაც ხმა დონალდ ტრამპს მისცეს.

ქვეყნის საგარეო კურსს კორექტირება არ სჭირდება, _ ამბობსმეოცნებეთაერთერთი ლიდერი, მაგრამ საზოგადოებას კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის ერთერთი გამოსვლა 2013 წელს, როცა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დააანონსა. რუსეთი არ ერევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ეს საქართველოს თავისუფალი არჩევანის პატივისცემას ნიშნავს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ორიენტირები ხელისუფლების არჩევანია და უცხოელთა დაკრულზე მოცეკვავე კაცუნები უცხო ძალებს მიიჩნევენ საქართველოს ბატონპატრონად და არა მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს.

გათავისუფლდით სიძულვილისგან!” _ მოგვიწოდებენ მედასავლეთეები და პარალელურად თვითონ თესავენ სიძულვილს ხალხთა შორის, განსაკუთრებით _ რუსების მიმართ. ეს სიძულვილი იქამდე მივიდა, რომ, დასავლეთის ემისრების განცხადებით, რუსული ენერგორესურსებიც კი ევროპისთვის საფრთხის შემცველია(?!). საქართველოში ამ სიძულვილმა კინოინდუსტრიაშიც შეაღწია და ბავშვებისთვის რუსული მულტფილმების ჩვენებაც შეზღუდეს. პოლიტიკური კურსი ქვეყნის ინტერესებზე უნდა იყოს გათვლილი და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა საგარეო ვექტორის ცვლილებისთვის უნდა გამოიყენოს, მით უფრო, რომ ამერიკა შავი ზღვის აუზში სამხედრო ძალებს აძლიერებს, რაც საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ობიექტად აქცევს. რეალობა ასეთია _ საქართველო რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების პოლიგონად იქცა.

“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა თავისი პარტიის ლიდერების დასავლელ პოლიტიკოსებთან სირბილს ასეთი ახსნა მოუძებნა: დავით აღმაშენებელი, ეკლესიის გარდა, სხვა აღმსარებლობის სალოცავებშიც ლოცულობდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, ეროვნული საქმე ეკეთებინაო. არამართლმადიდებლურ სალოცავებში ლოცვა პატივისცემის გამოხატულება იყო სხვა აღმსარებლობის მიმართ. მაგრამ დავით აღმაშენებელი თავისი ქვეყნის იდეოლოგიურ მტრებს მათ სამსახურში ჩადგომას არ სთავაზობდა. და, სანამ აღმაშენებელს თავს გაუტოლებენ, იქნებ დაფიქრდეს “პატრიოტი”? _ ამერიკა ჩვენი ეროვნული სულის გაქრობას ცდილობს და უკეთესი პარტნიორობის გამწევი “პატრიოტები” ამას უკეთ შეასრულებენ?!

ლაღად გრძნობს თავს პრემიერმინისტრი და ისტორიულ რეალობას დიამეტრულად განსხვავებულად წარმოგვიდგენს: თურქ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის”(?!) _ იმას ამბობს, რაც უნდა თქვასო, _ არ ისვენებენ ბიძინისტები თუ მთავრობისტები, რომელთათვისაც ისტორიის რეალური აღქმა ფარისევლობამ ჩაანაცვლა. კიდევ უფრო შორს წავიდა ლევან ვარშალომიძის “პატრიოტიზმი”, რომელმაც აღნიშნა, ჩვენ ერთი ერი ვართ, ოღონდ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთო. ამ განცხადებით ვარშალომიძემ საკუთარი წარმომავლობა გაასაჯაროა: ვარშალომიძე გათურქებული სომხების შთამომავალია და მისი ნამდვილი გვარია დემიროღლი. ასეთი “პატრიოტების” გარემოცვაში აღარ უნდა გაგვიკვირდეს თურქეთის პრეზიდენტის განცხადებები, როცა აჭარას თურქეთის ტერიტორიად განიხილავს. დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი დღეს რომ გვყავდეს ხელისუფლებაში, კვირიკაშვილები, მარგველაშვილები და სხვები, ლიბერასტების ბრბო _ ილიპარიტებდნენ, იშადიმანებდნენ და თურქებსაც შეეკვრებოდნენ, ოღონდ ქვეყანა არ გამთლიანებულიყო. აკი უშლიან კიდეც ხელს რუსეთის ხელისუფლების არაერთ შემოთავაზებას დიალოგის დაწყებაზე.

21-ე საუკუნეში თურქ-სელჩუკებისა თუ მონღოლების როლი ევროპელმა და ამერიკელმა ყაჩაღებმა მოირგეს. რა ამოძრავებთ, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის იღვწიან? _ არა. რესურსი გამოელიათ და მის მოსაპოვებლად სხვადასხვა გზა დასახეს, უფრო ვერაგული და ამაზრზენი, ვიდრე შუასაუკუნეებში ველურ ტომებს ჰქონდათ. მე-20 და 21- საუკუნეებში .. ცივილიზებული დასავლეთის მიერ მსოფლიოში გატარებული .. დემოკრატიული რეფორმები გაცილებით ამაზრზენია, ვიდრე ველური ტომების თარეში შუა საუკუნეებში. ისე, თანამედროვე ბაღვაშები აჭარასაც ხონჩით მიართმევენ თურქეთს. აკი ბატონი ბიძინა თურქეთის პრეზიდენტს აჭარაში სულთან აბდულაზიზის მეჩეთის მშენებლობასაც დაჰპირდა

საქართველოს პრეზიდენტებს, ზვიად გამსახურდიას გარდა, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა არ გამოუხატავთ. ნეოლიბერალური იდეოლოგიით აღჭურვილნი, ამერიკიდან დაფინანსებული სუბიექტები სამშობლოს, ქართველი ერის თვითმყოფადობის ციტადელის _ დედაეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ჩვენ იმ საქართველოში ვცხოვრობთ, რომელიც მკვლელებისა და მწამებლების მიერ დაწერილი კანონებით იმართება, რომელშიც სოციალური ფონი ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს ახალგაზრდობას, რაც შემაშფოთებელ, უწყვეტ პროცესად იქცა.

ამერიკის მითითებით, საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა ხელს უშლის რუსეთთან ურთიერთობას, ხოლო რუსეთის ფაქტორი ტესტია პატრიოტიზმზე _ გვინდა თუ არა ქვეყნის კეთილდღეობა, ქართველობა, ზნეობის შენარჩუნება! რუსეთს არასდროს შემოუთავაზებია საქართველოსთვის უზნეობის დაკანონება. პროვოკაციების დიდოსტატმა ამერიკამ 1978 წლიდან, როცა თითქოს ქართული ენის წართმევას გვიპირებდა რუსეთი, 1989 წლის 9 აპრილის აქციებით დამთავრებული, როცა ადამიანები მოწამლეს და თავები დაუჩეხეს, ისე იმოქმედა, რომ თავისი სისხლიანი, ბინძური ხელი რუსეთს შეაწმინდა. გაზეთ “გლასნოსტის” მთავარი რედაქტორის _ იური იზიუმოვის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი წერილიდან აშკარაა, რომ 9 აპრილი ედუარდ შევარდნაძისა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მოწყობილი იყო. ასე მიზანმიმართულად ცდილობდა ამერიკა საქართველოსა და რუსეთს შორის სიძულვილი დაეთესა, დედამიწის მეექვსედზე გადაჭიმული უზარმაზარი სახელმწიფოსთვის განაპირა მხარეები ჩამოეცილებინა, ხალხთა შორის მეგობრობა მტრობად ექცია, რათა რუსეთი ისე დაესუსტებინა, რომ ფეხზე ვეღარასოდეს წამომდგარიყო. შედეგად ხელში ჩაიგდებდა რესურსს _ დედამიწის სასარგებლო წიაღისეულის 2/3-ს. მოვლენების მსგავსი განვითარება იწინასწარმეტყველა სტალინმაც.

როგორ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა რუსეთთან, როცა პარლამენტში ნაცმანიაკების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გყავს? რით მოხიბლა სახელისუფლო წრე რუსეთმოძულე ზურაბიშვილმა _ მართლმადიდებლური მრწამსით თუ იდეოლოგიით? ეს ის ზურაბიშვილია, რომელიც თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მისაღებ კადრებს ეკითხებოდა, რუსეთის აგენტი ხომ არა ხარო; საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტის შემდგომ კი “შარლი ებდოდ” იქცა ზნედაცემულ ევროპასთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ სიბილწის ტირაჟირებასაც შეეცდებიან და ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასაც. შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, რამდენი ეროვნული გმირი ჰყავს ქართველებს და, თუ აზროვნება კიდევ შეგვრჩენია, ამ გმირების ცნობიერება და სამშობლოს სიყვარული ვიპოვოთ ჩვენში. საქართველოს მომავალი ჩვენი ეროვნული გმირის _ მეფე ერეკლეს ბრძნულმა გადაწყვეტილებამ უზრუნველყო, ხოლო შემდგომ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გზა განსაზღვრა იოსებ სტალინმა, რომელიც გონიერების, შორსმჭვრეტელობისა და მიზანდასახულობის გამო, ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ასე შეაფსა: “თუ ჩვენ გენიოსები ვართ, მაშინ სტალინი არის გენიოსი გენიოსთა შორის!”

ქვეყანაში “შარლი ებდოდ” გადაქცევის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ ვერავინ ბედავს თქვას: “მე ვარ სტალინი”, კავკასიიდან კუდით ქვა რომ ვასროლინოთ მსოფლიოს ხალხების სისხლში ხელგასვრილ ამერიკას! ვინც საკუთარ თავში “შარლი ებდო” იპოვა, ვეღარაფერს ვუშველით, მაგრამ ჩემს თანამოაზრეებს მოვუწოდებ: ეძებეთ საკუთარ თავში სტალინი!

იზა თამაზაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here