მთავარი პოლიტიკა საქართველო კარგავს ფუნქციას, რომელიც აშშ-მა არგუნა

საქართველო კარგავს ფუნქციას, რომელიც აშშ-მა არგუნა

780
გააზიარეთ

2016 წლის 8 ნოემბერი უდავოდ შევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც მანამდე არსებული მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის დასაწყისი. აშშის 45- პრეზიდენტის, მილიარდერი დონალდ ტრამპის საარჩევნო ტრიუმფმა ცივი შხაპივით იმოქმედა არა მხოლოდ აშშის პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილზე, არამედ მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრიობაზე _ ისინი წამითაც არ უშვებდნენ ტრამპის გამარჯვებას, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ გამოცდილი პოლიტიკოსის, ჰილარი კლინტონის, ფონზე უსუსურად გამოიყურებოდა.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ტრამპმა დაუმტკიცა ამერიკელ საზოგადოებას, რომ ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის, რომ მისი თვალსაზრისი აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ ახალი სიტყვაა, თანაც გულწრფელი, ქამელეონობას მოკლებული. სწორედ თავისი გულწრფელობითა და თანამიმდევრული წინასაარჩევნო კამპანიით გადალახა ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის მსურველი წარმომადგენლების ბარიერი, ხოლო შემდეგ, აშშ-ისთვის უდავოდ უპრეცედენტო ბრძოლაში, დაამარცხა “დემოკრატი” ჰილარი კლინტონი.

ტრამპის განცხადებას პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში ჩართვაზე დაცინვით შეხვდა აშშ-ის ისტებლიშმენტი _ მისი აზრით, ტრამპის სურვილიც კი არასერიოზული იყო, არათუ მისი მოღვაწეობა თეთრ სახლში.

ანტიტრამპული კამპანია განსაკუთრებით გახურდა საარჩევნო მარათონის ფინიშის სწორზე, თანაც ეთიკის ნორმების დაცვის გარეშე. სწორედ ამან ათქმევინა ბევრს, როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოში: არჩევნები გამოირჩეოდა სიბინძურით, ცილისწამებით, ლანძღვაგინებით, ყოველივე ნეგატიურით, რაც კაცობრიობამ, მისდა სავალალოდ, შეიმუშავა მსგავსი დაპირისპირებისას”.

ანტიტრამპულ კამპანიას სათავეში ჩაუდგნენ მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი, რაც აშშ-ის ისტორიისთვის უჩვეულო იყო. რა ეპითეტები არ გამოიყენეს პოლიტიკოსებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა ობამამ, ტრამპის გასაშავებლად: “უვიცი”, “ექსცენტრიკული”, “გარყვნილი”, “არასერიოზული”, “პრეზიდენტობისთვის სრულიად შეუფერებელი”, “პუტინის აგენტი” და სხვ. რუსეთის თემა კი თან სდევდა რესპუბლიკელთა კანდიდატს იმ დღიდან, როდესაც შეაქო პრეზიდენტი პუტინი და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების სურვილი გამოთქვა. ტრამპს ლანძღავდნენ როგორც შინ, ისე გარეთ _ ქოქოლას აყრიდნენ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე, როგორც მათი ამერიკელი კოლეგები.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჰილარი კლინტონის გამარჯვებას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა ტრამპმა _ გალანძღულმა, შეურაცხყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა; გაიმარჯვა დამაჯერებლად, ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალობით, ამომრჩევლისა, რომელიც იშვიათად მონაწილეობდა არჩევნებში, ვინაიდან დაკარგული ჰქონდა აშშ-ის ისტებლიშმენტის იმედი. მან ტრამპში იცნო პიროვნება, რომელიც მის გულისნადებს ეხმიანებოდა.

ვინ დაუჭირა მხარი ტრამპს? _ აშშ-ის თეთრკანიანი მოსახლეობის საშუალო ფენამ, რომელმაც აშშ-ის ცუდი საშინაო პოლიტიკის წყალობით საშუალო ფენიდან ქვევით ჩაინაცვლა, რადგან მდგომარეობა გაუუარესდა.

ტრამპს მხარი დაუჭირა კონსერვატიულმა ამერიკამ, რომელსაც მობეზრდა გლობალიზაციაზე ლაპარაკი, ქვეყნის ჰეგემონიზმი, ომები, უმუშევრობა, მოჭარბებული ლიბერალიზმი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ ჯირითი, რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფა, ტერორიზმის საფრთხე და სხვა ნეგატივი, რომელსაც წლების განმავლობაში აშშის პოლიტიკა და ადმინისტრაცია პოზიტივად ხატავდა. ამ ამომრჩეველმა ტრამპი იგულა იმ ლიდერად, რომელსაც ძალა შესწევს, იბრძოლოს ამერიკისთვის, მის საკეთილდღეოდ და ზემონახსენები მანკიერებების ასალაგმავად.

რას ნიშნავს ყოველივე ზემოჩამოთვლილის წინააღმდეგ ბრძოლა?

_ მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკური სისტემის შეცვლას, კარდინალურ გარდაქმნას, რევოლუციას. ამიტომაც იყვნენ დაღვრემილი გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ლიდერები ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვისას. მათთვის ტრამპის გამარჯვება ისეთი ცხოვრების დასაწყისია, მიუღებელი რომ ჰქვია. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკას ტოვებენ, თუმცა თავის ქვეყანაში იმიჯშელახულ ოლანდს, მერკელსა და სხვებს ისედაც დიდი პოლიტიკური დღე არ აქვთ დარჩენილი და მომავალ არჩევნებს გარდაუვალი მარცხით შეხვდებიან.

მსოფლიო პოლიტიკოსებიდან ყველაზე კარგ პოზიციაშია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. და რატომ? _ უწინარესად იმიტომ, რომ პუტინისა და ტრამპის პოლიტიკური თვალსაზრისი თანხვდება ერთმანეთს. ტრამპი ამბობს იმას, რაც პუტინმა წლების წინათ თქვა მიუნხენში. სწორედ მაშინ გადაიკიდა მან ამერიკა-ევროპა. იგივე გაიმეორა პუტინმა გასულ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ მის ნათქვამს: ხვდებით მაინც, რა ჩაიდინეთ?!” _ ეს დასავლეთის მიმართ იყო ნათქვამი; იმ დასავლეთის, რომელმაც ომი წამოიწყო ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში, რითაც გააჩინა ლტოლვილების დაუძლეველი პრობლემა, ტერორიზმი, შიში, უნდობლობა, ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი.

ტრამპი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ადანაშაულებს აშშის ადმინისტრაციას სირიისთვის, ერაყისთვის, ლიბიისთვის, ავღანეთისთვის, უკრაინისთვის, ტერორიზმისთვის, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისთვის.

ტრამპი ის პოლიტიკოსია, რომელიც თვლის, რომ ნატო ანაქრონიზმია. ორგანიზაცია, რომელიც საბჭოეთის საპირწონედ შეიქმნა და აღარ უნდა არსებობდეს, ვინაიდან აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი. თუ ნატო იარსებებს, მაშინ ამ ალიანსის ყველა წევრმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი საწევრო _ თავისი ეროვნული პროდუქტის 2%. და, თუ ამას ნატოს წევრები არ გაითვალისწინებენ, აშშ გავა ნატოდან.

ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა თავი არ უნდა გაწიროს ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქვეყნების პროვოკაციულ პოლიტიკას შეიძლება მოჰყვეს აშშ-რუსეთის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც მიუღებელია ამერიკისთვის.

ტრამპი მომჭირნე ბიზნესმენია და, ალბათ, ასეთივე პოლიტიკოსიც, ვინაიდან თვლის, რომ აშშ-ის ბევრი სამხედრო ბაზა აქვს მსოფლიოში და მათ შესანახავად 127 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ის ბაზებს იაპონიაში. თქვა, რომ იაპონიამ თვითონ უნდა დაიცვას თავისი თავი და არა აშშ-ის დახმარებით. ტრამპმა ილაპარაკა აშშ-ის ვალის შესახებაც _ ეს არის 20 ტრილიონი დოლარი, რომლის გასტუმრება იოლი არ იქნება და, თუ ამას მოახერხებს, მხოლოდ ხარჯების შემცირების გზით.

თუ ტრამპი დაპირებების ნახევარს მაინც შეასრულებს, მსოფლიოს პოლიტიკას ცუნამის მსგავსი ტალღა გადაუვლის, რომელიც თავისთავად იმოქმედებს საქართველოზეც.

კარგი იქნება თუ არა ჩვენთვის ტრამპის პრეზიდენტობა?

კითხვას ასე პირდაპირ იმიტომ ვსვამ, რომ ანალოგიური კითხვა გაუჩნდა ქართველ საზოგადოებას, რომლისთვისაც არ არსებობს საშუალო, მან მხოლოდ კარგი ან ცუდი იცის. არადა, პოლიტიკა ისეთი რამ არის, გადაჭრით რაიმეს თქმა გაჭირდება, მაგრამ მაინც შევეცდები (ცხადია, არა გადაჭრით) ჩემი აზრის გამოხატვას. განცხადებები, რომლებიც ტრამპმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში გააკეთა მომავალ პოლიტიკაზე, დიდად დამამშვიდებელი არ არის. ავიღოთ თუნდაც ნატოში გაწევრება. ტრამპს, რომელიც ნატოს მიმართ ნეგატიურ განწყობას არ მალავს, არც მისი გაფართოების სურვილი ექნება.

ტრამპი წინააღმდეგია ამერიკაევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის, რაც მეტყველებს ევროკავშირთან კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკის წარმოებაზე, ეს კი თავისთავად შეაფერხებს ბრიუსელის ექსპანსიას აღმოსავლეთით, ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულასოცირების ხელშეკრულებას”, საერთოდ, ევროკავშირის არსებობას დღევანდელ პარამეტრებში.

ტრამპის განცხადება უკრაინის, ბალტიისპირეთის, მონტენეგროს მიმართ საქართველოზე უნდა გადმოვიტანოთ, ანუ უნდა მივხვდეთ, რომ აშშის ახალ ადმინისტრაციას ისეთი ურთიერთობა აღარ ექნება აღნიშნულ ქვეყნებთან და, მათ შორის, საქართველოსთან, როგორიც ჰქონდა “დამოუკიდებლობის” დღიდან.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ამბობს: ყველამ მიხედოს თავის თავს. უკრაინაში ამერიკას არაფერი ესაქმება”. თუ უკრაინაში არაფერი ესაქმება, საქართველოში ესაქმება?

რაც მთავარია, ვაშინგტონი შეცვლის პოლიტიკას, ცხადია დადებითისკენ, რუსეთის მიმართ, რაც გამორიცხავს რუსეთის გაღიზიანებას უკრაინით, საქართველოთი, ბალტიისპირა ქვეყნებით. საქართველო კარგავს ფუნქციას, რომელიც აშშმა გვარგუნა, როდესაც მისი პოლიტიკა კრემლის მიმართ იყო ანტაგონისტური. თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, და უდავოდ შეიცვლება, ვინაიდან ასე სურს ტრამპს, საქართველო უფუნქციოდ დარჩება.

საქართველომ დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს თავისი პოლიტიკა, ცხოვრება, რაც ერთობ რთული (თუ შეუძლებელი არა) საქმე იქნება საკადრო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაშიც კი. 25 წელია, საქართველო მუქთახორულ ცხოვრებას მიეჩვია. ასე ასწავლა მას აშშ-მა. მისი იმედით ვცხოვრობდით დღემდე. მას შევციცინებდით თვალებში. მის სიტყვას ვასრულებდით უყოყმანოდ. როგორც ჩანს, უკანალში ძრომის ეპოქა სრულდება, რაც გვაიძულებს, სხვაგვარ მოქმედებას, გვიბიძგებს სხვაგვარი პოლიტიკისკენ. აქედან გამომდინარე, გვრჩება გზა, რომელიც რუსეთისკენ მიდის. ამერიკა-რუსეთის დაახლოების შემთხვევაში ყველა შეეცდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამ “ყველაში” ჩვენც ვართ, მაგრამ ვისი მეშვეობით მოხდება ურთიერთობის გაუმჯობესება?

მხედველობაში მყავს ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები. საქართველოში უამრავი პარტიაა, მაგრამ დიდია პოლიტიკოსთა დეფიციტი, რაც აშშ-ის დამსახურებაა. მას დამჯერი თინეიჯერები სურდა საქართველოს ხელისუფლებაში. ასეთებს კი პოლიტიკოსობას ვერ დასწამებ.

საქართველოს არ ჰყავს თუნდაც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ჯეროვან დონეზე გამართავს მოლაპარაკებას რუსეთთან ან ახალ ამერიკასთან. თუ როგორი პოლიტიკოსები ჰყავდა და ჰყავს საქართველოს, კარგად აღწერა აწ გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა “ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნებულ თავის ვრცელ სტატიაში:

ბიჭბუჭების ხელისუფლება, უვიცთა, ამბიციურთა, მწამებელთა თავშეყრის ადგილი”.

ის, რასაც ეროსი წერს, განა არ იცოდა აშშმა. იცოდა, მაგრამ ასეთი საქართველო უნდოდა _ გადაგვარებული, ტრადიციებდაკარგული, საკუთარის მაგინებელი, რუსის მლანძღავი, უსაქმური. ერთი სიტყვით, სწორედ ისეთი, როგორსაც ალენ დალესი ისურვებდა.

დალესის დოქტრინა დედის რძესავით შეარგეს საქართველოს ახალგაზრდებს და გადაგვარების იმ ზომამდე მიიყვანეს, რომლიდანაც შემობრუნება გაჭირდება. არადა, ახალი დროება რომ სხვას მოითხოვს _ შრომას, გარჯას, თავის განძრევას?

არ მითხრათ, ჩვენში ბევრია ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანიო. თუ მართლაც არიან, რატომ ვართ ასე ცუდად? რატომ ვერ ვარჩევთ მტერსა და მოყვარეს? რატომ ვცდილობთ სხვის ხარჯზე ცხოვრებას? რატომ გვგონია, რომ “ღმერთის წილხვედრი” ვართ და მუდამ სხვამ უნდა გვიპატრონოს?

მავანი შემედავება, _ ასეთები არ ვართო. კეთილი, მაგრამ, თუ ასეთები არ ვართ, რატომ ვცხოვრობთ ცუდად?

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. კარგი იქნება თუ პოლიტოლოგები, ექსპერტები და ა.შ. ყურადღებას ასევე გაამახვილებენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტის ქართული მასმედიის წვლილზე, რომელიც მან, ჩვენდა საუბედუროდ, შეიტანა (შეაქვთ) ქართული დაზოგადოების (მათ შორის პოლიტიკოსთა) დეგრადაციის საქმეში.

  2. ჰოდა, ეს უკანალში მძრომელები, ეხლა რუსებს შეუძვრებიან. სოლიტერი სოლიტერია!

  3. istoriulad ,gvindoda chven tu ara saqartvelo yoveltvis iyo rusetis imperiis qolgis qvesh,samwuxarod dasavleti yoveltvis gvralatobda,miuxedavad didi rusuli,imperializmis wnexisa:saqartvelo gadarcha,gamravlda da ganvitarda

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: tamari Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here