Home რუბრიკები პოლიტიკა 9 სექტემბერს თბილისში გადმოსროლილი ამერიკული დესანტის მიზანი _ ხელისუფლების დამხობა საქართველოში

9 სექტემბერს თბილისში გადმოსროლილი ამერიკული დესანტის მიზანი _ ხელისუფლების დამხობა საქართველოში

4046
9 სექტემბერს თბილისში გადმოსროლილი ამერიკული დესანტის მიზანი _ ხელისუფლების დამხობა საქართველოში

დევიდ კრამერი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილს ლამის მუშტებით მივარდა, ფონდსვობოდნაია როსიასერთერთი ლიდერია

სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტით, ბოლოს და ბოლოს, იპოვა მფარველი აშშის სახით. საქართველოში ამერიკა, რა თქმა უნდა, ძალიან გავლენიანი, მაგრამ არა ყოვლისშემძლეა _ საქართველოს ხელისუფლება, როცა მოისურვებს, იღებს გადაწყვეტილებებს ვაშინგტონთან შეუთანხმებლად და ზოგჯერ მის საწინააღმდეგოდაც კი. ასე მოხდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო კონდოლიზა რაისის გაფრთხილების მიუხედავად (“მფარველმამაშინ საქართველო არ დაიცვა); ასე მოხდა, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ დაბლოკა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის _ ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა აშშის ელჩად საქართველოში.

საზოგადოდ კი, საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან კომფორტულია ამერიკის პატრონაჟის ქვეშ ყოფნა: საჭირო არ არის თავის შეწუხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით, ინიციატივის გამოჩენით და მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან კომპრომისების ძებნით. გაცილებით ადვილია ინსტრუქციების მორჩილად შესრულება და ამაში “ამერიკული” ხელფასების მიღება.

თუმცა საქართველოს აშშ-თან სტაბილური კავშირისა და პარტნიორობის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს _ პოლიტიკა მათემატიკა არ არის, ამიტომ აშშ არ შეიძლება იყოს კონსტანტა: იცვლებიან ამერიკის პრეზიდენტები, მათთან ერთად _ ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, პენტაგონი, CIA, FBI და აშშ-ის გენერალური პროკურორი ერთმანეთს ეჯიბრებიან და ხშირად პრეზიდენტის ანტაგონისტურ პოლიტიკას ატარებენ. ყოფილი სახელმწიფო მოხელეებიც განაგრძობენ პოლიტიკურ თამაშს, მაგრამ უკვე ექსპერტანალიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელების სახით. ისინი სიტუაციების მოდელირებას ახდენენ სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, იყენებენ “რბილ ძალას” და ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდებს, ატარებენ ექსპერიმენტებს ტერიტორიულ, ეკონომიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ პრობლემებზე, ზონდირებენ ხელისუფლების შესაძლო ცვლილების ნიადაგს და, საჭიროების შემთხვევაში, დესანტირებას ახდენენ ადგილზე დივერსიულ-სადაზვერვო საქმიანობის განსახორციელებლად დახურული კონფერენციების ჩატარების ლეგენდით. საქართველო მათთვის ასეთი ექსპერიმენტული ლაბორატორიაა, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა 9-10 სექტემბერს თბილისში მეხუთედ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია ახლა რა?” (Now What?), რომელშიც მონაწილეობდა “საქართველოს მეგობრების კლუბი” საპატიო თავმჯდომარესთან, მთავარი “ამერიკელი ქართველის”, აწ გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკეინის ქვრივთან ერთად.

ამერიკელი სტუმრების პროვოკაციულმა წინადადებებმა და გამომწვევმა ქცევამ არა მხოლოდ ქართველი ხალხი გააოგნა, ბრიუსელმა და ვაშინგტონმაც სასწრაფოდ დაგმეს ისინი, როგორც აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური პოზიციების შეუსაბამო. მაგალითად, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის _ ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადება, რომელიც ქართველებს მოუწოდებდა “ჩიხიდან გამოსვლისკენ” _ მოეთხოვათ “კოლექტიური თავდაცვის შესახებ” ნატოს წესდების მე-5 მუხლის გაუვრცელებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რათა “მიეცათ საშუალება, დაეწყოთ ნატოში საქართველოს მიღების პროცედურები”. ოფიციალური პირების _ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის (“საქართველოს ნატოში გაწევრების იდეა მის ორ რეგიონზე მეხუთე მუხლის გაუვრცელებლობის შესახებ არ იწვევს ალიანსის ინტერესს, ამ საკითხის განხილვას აზრი არ აქვს! მე ასევე არ მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ამჟამინდელ პირობებში ეს იდეა დროულია!”) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მადლენ მუნის პროტესტის (“ეს არ არის შეთავაზება ნატოსთვის, რათა მის მიხედვით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება! ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ის, ვინც ჩამოვიდოდა ჩემს ქვეყანაში და მეტყოდა, დათმეთ შოტლანდია და დაუბრუნეთ ის შოტლანდიელებს! ეს არაფრის მომცემია”) მიუხედავად, სააკაშვილ-ბოკერიას პარტიებმა მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას, როგორც “ყურადღებით განხილვის ღირსს”, და მის ოპონენტებს _ მაშასადამე, აპატურაის, მუნსა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას _ რუსი პროპაგანდისტები უწოდეს. აქაოდა, როგორც რასმუსენმა ბრძანა, “გერმანიაც ასევე ჯერ ნატოში შევიდა, შემდეგ კი გაერთიანდა”.

სამწუხაროდ, რუსეთისა და კავკასიის საკითხებით დაკავებული ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გონებრივი არასრულფასოვნება და გაუნათლებლობა პირდაპირპროპორციულია განუკურნებელი რუსოფობიით დაავადებული მათი ქართველი კოლეგების ჩვეულებრივი ღალატისა და გამყიდველობისა, ამიტომ უპატრონო საქართველოს საბოლოოდ დაბნეული მოქალაქეებისთვის განვმარტავ:

1.ნატოს წესდების მე -5 მუხლის ექსკლუზიურად საქართველოსთვის შეჩერება არის ბლეფი, ისეთივე, როგორც, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის შეჩერება თბილისის ორ რაიონში _ ვაკესა და საბურთალოზე. მაგრამ, თუ მოხდა სასწაული და ნატოს წევრი ქვეყნები ამას ოდესმე დასთანხმდებიან, მაშინ მათ ასევე უნდა შეცვალონ ნატოს წესდების მე -6 მუხლიც, რომელიც განმარტავს, ვისზე ვრცელდება მე-5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ვინ შეცვლის ნატოს წესდების ორ მუხლს ალიანსში საქართველოს შესვლისგან მიღებული საეჭვო დივიდენდების გამო?! საქართველოსთვის MAP-ის მოპოვების ერთადერთი ვარიანტია თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რადგან სამხედრო ბლოკის წესდება კრძალავს ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნის ალიანსში მიღებას.

2.ნატოს წევრობა საქართველოსთვის გამორიცხულია კიდევ იმის გამო, რომ ნატო რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან იგივე როდია, რაც ნატო მის დასავლეთ საზღვრებთან. საქართველოს იქით მდებარეობს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონა _ სომხეთი, კასპიის ზღვა, ირანი, ჩინური მიმართულება “ერთი სარტყელი და ერთი გზა”, ამიტომ რუსეთი მის მიმართ მტრულად განწყობილ სამხედრო ბლოკს არ მისცემს საშუალებას, მათზე წვდომა გადაუკეტოს. ბალტიისპირეთის ქვეყნების უკან კი მხოლოდ ევროპაა. ამას ვამბობ იმ ქართველ პოლიტიკოსთა გასაგონად, რომლებიც ამბობენ, აქაოდა, ნატო რუსეთის საზღვრებთან მისთვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ სასარგებლოცაა! რუსეთი ხომ ჩინებულად ეგუება ნატოს თავის საზღვრებზე _ ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში! მაშ, რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოსთვისაც?!” სწორედ ასე მსჯელობდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე

3.გერმანიის მაგალითით ოპერირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ტოლფასია, რადგან გფრცა და გდრ გაერთიანებამდე მსოფლიოს მიერ აღიარებული იყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. გერმანიის მაგალითის მოყვანა უადგილოა იმიტომაც, რომ იქ ორად გაიყო ერთი ერი, რომელიც თავისი ნებით გაერთიანდა, ხოლო აფხაზები და ოსები თავს ქართველებად არ თვლიან და არც მათთან გაერთიანება არ სურთ. მეტიც, გერმანიის მაგალითის მოყვანა სახიფათოა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ოსი ერის ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსებად გაყოფის ასოციაცია, რომლებიც გაერთიანებას ითხოვენ “გერმანიის მსგავსად” (რა თქმა უნდა, არა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ). სწორედ ეს არის საბოლოო მიზანი “საქართველოს მეგობრების კლუბისა”, რომელიც 9 სექტემბერს თბილისში მოიწვიეს კონფერენციაში მონაწილეობის საბაბით, კერძოდ კი: გადაეცეს რუსეთს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები _ აფხაზეთი შეურთდეს კრასნოდარის მხარეს, ხოლო სამაჩაბლო _ ჩრდილოეთ ოსეთს, რათა მოიხსნას მთავარი დაბრკოლება ნატოში საქართველოს მისაღებად. ამისთვის კი აუცილებელია “ნაცმოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში.

რამ განაპირობა საქართველოში მე-5 კონფერენციის _ “რა იქნება შემდეგ” ჩატარება? რა აუცილებლობას წარმოადგენდა დისკუსიის გამართვა თემაზე “როგორ ვებრძოლოთ შემდგომში რუსულ საფრთხეს”? საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ არ მომჯობინებულა გავრილოვის დელეგაციის ჩამოსვლით გამოწვეული პროვოკაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგებისგან, ფარისევლურად რომ ეწოდა “გავრილოვის ღამე”?

რუსეთი მთავარი საფრთხეა საქართველოსთვის: ეკონომიკური _ თუ უარს იტყვის ქართულ ექსპორტზე და აუკრძალავს რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლას; სამხედრო _ თუ ჯარს შემოიყვანს საქართველოში, ან უარს იტყვის ყარსის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, რომლის შემდეგ თურქეთი მაშინვე შეიყვანს ჯარს აჭარაში. მაგრამ რუსეთი ამ ყველაფერს გააკეთებს მხოლოდ ნატოს ან აშშ-ის სახმელეთო ან საზღვაო სამხედრო ბაზის საქართველოში განლაგების საპასუხოდ. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხეა არა რუსეთი, არამედ ნატო და აშშ, ხოლო “რუსული საფრთხის” წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზა საქართველოში “მეტი ნატოს” შემოღებისა და აშშ-ის სამხედრო ბაზების სავარაუდო განთავსებაზე უარის თქმაა. მაშ, რა მიზნით შეკრიბეს კონფერენციის ორგანიზატორებმა _ მაკეინის ინსტიტუტმა (არიზონას უნივერსიტეტი, აშშ) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRS, საქართველო, აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე) _ სასტუმრო Rooms Hotel Tbilisის ჭერქვეშ (ყოფილი გამომცემლობასამშობლო”) უპრეცედენტოდ შთამბეჭდავი ანტირუსული დესანტი? კერძოდ:

ირმა ინაშვილი და დევიდ კრამერი
ირმა ინაშვილი და დევიდ კრამერი

*დევიდ კრამერი _ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის საკითხებში, Freedom House-ის ყოფილი დირექტორი, ამჟამად ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და რუსეთში მდებარე ამერიკული ფონდის _ “სვობოდნაია როსიას” დირექტორთა საბჭოს წევრი (ფონდის თბილისის ფილიალი, ეგორ კუროპტევის ხელმძღვანელობით, არის პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან შეურაცხყოფითა და მუშტებით გავრილოვის დელეგაციის განდევნისა და პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდების მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი). საგულისხმოა, რომ კონფერენციის მეორე დღეს, 10 სექტემბერს, დევიდ კრამერმა ასევე შეურაცხყოფითა და მუშტებით შეუტია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილს და ისტერიკული შეძახილებით აიძულა იგი, საკონფერენციო დარბაზი დაეტოვებინა;

ფილიპ რიკერი
ფილიპ რიკერი

*ფილიპ რიკერი _ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში;

ლორა კუპერი
ლორა კუპერი

*ლორა კუპერი _ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში;

ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი

* ანდერს ფოგ რასმუსენი _ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ამჟამად ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში;

ბენ ჰოჯესი
ბენ ჰოჯესი

* ბენ ჰოჯესი _ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალი;

დენიელ ფრიდი
დენიელ ფრიდი

* დენიელ ფრიდი _ სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი;

მეთიუ ბრაიზა
მეთიუ ბრაიზა

* მეთიუ ბრაიზა _ აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომლის საქმიანობამ ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება გამოიწვია და არასრულ ერთ წელიწადში იგი იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა დიპლომატიური სამსახური, რადგან აშშ-ის სენატმა უარი თქვა მისი დანიშვნის დადასტურებაზე; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დაკავებული იყო კონფლიქტებით მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; ამჟამად _ ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, ესტონეთის თავდაცვითი კვლევების ცენტრის დირექტორი;

ჯონ ტეფტი
ჯონ ტეფტი

* ჯონ ტეფტი _ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და ლიტვაში;

სინდი მაკეინი
სინდი მაკეინი

* სინდი მაკეინი _ მაკკეინის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინის ქვრივი;

* კურტ უოლკერი _ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში;

* ლინას ლინკიავიჩუსი _ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი;

* ვალდის ზატლერი _ ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი.

რატომ დასჭირდათ კონფერენციის არცთუ ხელმოკლე ორგანიზატორებს _ მაკეინის ინსტიტუტსა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ქართულ ცენტრს (EPRS), რომლის ამჟამინდელ სპონსორებს შორის არიან შვედური საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო SIDA 2 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარის გრანტით, ევროკავშირი 635 ათასი 414 ევროს გრანტით, სოროსის ფონდი, აშშის საელჩო საქართველოში, OSIF და სხვა ორგანიზაციების _ “მომხრეებისა და პარტნიორების” _ დამატებითი დახმარება, როგორც ეს მითითებულია EPRS-ის ვებვერდზე?

კერძოდ: საქართველოში აშშ-ის საელჩოსი; საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსი; ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების; სოროსის ფონდ “ღია საზოგადოების”; სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის; საქართველოს ბანკის; TBC ბანკის (რომელიც ეკუთვნის 17 მილიონი დოლარის “გათეთრების” ბრალდებით გამოძიების ქვეშ მყოფ მამუკა ხაზარაძეს, ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თანადამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. გასულ კვირას ხაზარაძემ წარადგინა მოძრაობა “ლელო”, რომელიც მისივე განცხადებით, ივანიშვილის ერთპიროვნული ხელისუფლების დასამხობად შექმნა).

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წელიწად-ნახევრით უკან დავიხიოთ: 2018 წლის 8 თებერვალს თბილისში, იმავე სასტუმრო Rooms Hotel Tbilis-ში გაიმართა პრეზენტაცია სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის The Heritage Foundation- ის მოხსენებისა “ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში”, რომლის ავტორიც არის დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი (Luke Coffey). მოხსენება მოიცავდა 14 რეკომენდაციას, რომელთაგან მე-5 გულისხმობს საქართველოს სწრაფ გაწევრებას ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე”, რომლებზეც, ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 და მე-6 მუხლები კოლექტიური თავდაცვის შესახებ არ უნდა გავრცელდეს: “10 წელია, მესმის საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების შესახებ _ დადგა კრეატიული და პრაგმატული გადაწყვეტილებების დრო! საქართველო უნდა გაწევრდეს ნატოში დაჩქარებული წესით, ეს იქნება ძლიერი მესიჯი რუსეთისთვის, რომ იგი ვერ შეძლებს შეზღუდოს საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ თავისი არალეგალური ოკუპაციით! “ _ განაცხადა მაშინ ლუკ კოფიმ და მაგალითად მოიყვანა გერმანია, რომელიცჯერ ნატოს წევრი გახდა, შემდეგ კი გაერთიანდა”.

მოიცა! განა 2019 წლის 9 სექტემბერს კონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა სხვა რამ თქვა?! განა არ გაიმეორა, თანაც სიტყვასიტყვით, ლუკ კოფის მოხსენების ყველა თეზისი?! ესე იგი, თბილისში მიმდინარე კონფერენციის მთავარი მიზანი, რომელზეც ცნობილი ამერიკელიყვავყორნებიმოფრინდნენ, სხვა რამ იყო? დიახ, პატივცემულო მკითხველო, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნებაა, რომელსაც საქართველოში ახლახან ჩატარებული კიდევ ერთი კონფერენცია მიეძღვნა.

2019 წლის 17 ივნისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე 3 დღით ადრე, გიული ალასანიას მოწვევით თბილისში ჩამობრძანდა პენსილვანიის უნივერსიტეტის გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი _ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში და ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თავის გამოსვლაში გიული ალასანიას მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “რუსული გავლენის კვალდაკვალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში”, ასევე ეგორ კუროპტევთან ინტერვიუში მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსი ტურისტების ნაკადის შეზღუდვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება. მისი თქმით, ტურიზმი რუსული ოკუპაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ერთ-ერთი ფორმა ყოფილა, თანაც “რუს ტურისტებს შორის ეფ-ეს-ბეს უამრავი თანამშრომელია; ისინი აქ რჩებიან საცხოვრებლად და მასობრივად იძენენ უძრავ ქონებას”… სააკაშვილის ექსტრემისტებმა კეთილსინდისიერად შეასრულეს კარპენტერის შეკვეთა, რომლის შედეგად პუტინი იძულებული შეიქნა, დროებით აეკრძალა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო სამოქალაქო გადაზიდვები და რეკომენდაცია მისცა რუს ტურისტებს, თავი შეეკავებინათ საქართველოს მონახულებისგან. თუმცა რუსული ტურიზმის შეზღუდვა არ ყოფილა კარპენტერის საიდუმლო მისიის მთავარი მიზანი, ისევე, როგორც მისი გამოსვლა კონფერენციაზე, რომელშიც, სხვათა შორის, ლუკ კოფიც მონაწილეობდა. მაიკლ კარპენტერის მთავარი ამოცანა იყო და რჩება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში დაბრუნება. ამის მიზეზი ,გიული ალასანიასადმი სიყვარული კი არა, ბაიდენისა და სააკაშვილის ორმხრივი კომერციული ბიზნესინტერესებია ანაკლიის პორტის დაჩქარებული მშენებლობის პროცესში.

11 ივნისს, “გავრილოვის ღამემდე” 9 დღით ადრე, აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს იმჟამინდელ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პომპეზურად განაცხადა: აშშ იმედოვნებს, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც ხელს შეუწყობს მას, არ იქცეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლად. ისინი ყალბი მეგობრები არიან და საქართველოსადმი კეთილი ინტერესები არ ამოძრავებთ”.

რატომ არ განსჯის ქართული ოპოზიცია პომპეოს, როდესაც ის ქართველებს უბრძანებს, შიმშილით დაიხოცონ _ უარი თქვან რუს ტურისტებზე, რუსულ ბაზარსა და მონაწილეობაზე ჩინურ ზემომგებიან პროექტში _ “ერთი სარტყელი და ერთი გზა”, მაგრამ აუცილებლად ააშენონ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში _ როგორც პერსპექტივაში სარეზერვო სადგომი აშშის სამხედროსაზღვაო ფლოტისთვის, აფხაზეთში დისლოცირებულ რფის თავდაცვის სამინისტროს მე-7 ბაზიდან 4 კილომეტრში?! პომპეო დუმს იმაზე, რომ ტრამპი არ დაუშვებს ანაკლიის პორტის აშენებას ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფულით _ აშშის ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის საქართველო რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა, ამიტომ არასდროს უხსენებია ის რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში, უკრაინაზე კი მუდმივად ლაპარაკობს! ჰოდა, პომპეოც ცდილობს, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ტვირთი “გადაულოცოს” ქართველ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ისედაც გაღატაკდნენ სააკაშვილის სექტის მიერ ანტირუსული პროვოკაციების შედეგად გამოწვეული ეროვნული ვალუტის მკვეთრი ინფლაციის გამო!

დასასრულ, რისთვის გააკრიტიკეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გასულ კვირას თბილისში ჩატარებული კონფერენციის ამერიკელმა მონაწილეებმა:

*ანდერს ფოგ რასმუსენი: “ხელისუფლება არ უხსნის მოსახლეობას ნატოში შესვლის უპირატესობებს ამ მექანიზმით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე); მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრს მოთმინება ამოეწურა”;

* დევიდ კრამერი: “საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ნატოელი მოკავშირეები, რომ ალიანსში შესვლის შემდეგ არ ჩაითრევს მათ რუსეთთან კონფლიქტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო! რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციის საკითხზე არასწორია”;

* დენიელ ფრიდი: “ქართულ ოცნებაში” ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომ მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკის საქართველოში ჩამოსვლა აშშ-ის ელჩად. ეს შეცდომა იყო. მე მაწუხებს ქართული პოლიტიკის პოლარიზაცია, განსაკუთრებით ის, რაც მოხდა 20 ივნისის შემდეგ. სააკაშვილმა ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. რაშიც ის წარმატებულად მიმაჩნია, არის მდგრადი ინსტიტუციების შექმნა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის _ პოლიტიკური ზეწოლისგან”;

* მეთიუ ბრაიზა: “თქვენ უნდა შეაჩეროთ რუსეთი, დააწესოთ ფასი იმ მომენტში, როდესაც ის რაიმე უკანონო ქმედებას აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანალოგიური ქმედებები იქნება მომავალშიც. საქართველოს სჭირდება, რომ როგორმე დაბრუნდეს აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგში! საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება გაკეთდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით! ნებისმიერმა, ვინც ივნისიდან თვალყურს ადევნებს მოვლენებს საქართველოში, იცის, რა პროვოკაციულია შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას პრემიერმინისტრად დანიშვნა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, როგორ იქნება საქართველო სტრატეგიულად წარმოდგენილი აშშ-ის დღის წესრიგში… ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტმა, შესაძლოა, უდიდესი გავლენა მოახდინოს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. ანაკლიის პორტი მოხმარდება ავღანეთში აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას, ასევე ნატოს სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოში. პორტის მშენებლობის შეჩერება აშშის იმედგაცრუებას იწვევს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საკითხს”.

ამრიგად, აშკარაა ყველა ნიშანი ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულებისა, რომელშიც მონაწილეობენ კონფერენციის ორგანიზატორები, სტუმრები და ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები _ “მომხრეები და პარტნიორები”, რომელთა მხარდაჭერითაც ის ჩატარდა.

არნო ხიდირბეგიშვილი,

saqinform.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here