Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთსა და სომხეთს შორის მომზადდა განკარგულება ერთობლივი შეიარაღებული ძალის ფორმირების შესახებ

რუსეთსა და სომხეთს შორის მომზადდა განკარგულება ერთობლივი შეიარაღებული ძალის ფორმირების შესახებ

474

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფორმა ხელშეკრულება სოხეთის მთავრობის წარმომადგელებთან ერთობლივი სამხედრო ძალების ფომირებაზე. ხელშეკრულებამ სომხეთთან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, – იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთის ფედერაციისა და სომხეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულების ტექსტის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ევალება მოლაპარაკებების ჩატარება სომხურ მხარესთან და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოეწეროს აღნიშნულ შეთანხმებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here