ტელეარხ CBS-ის ეთერში ტრამპს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა ხელფასს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ უარს იტყვის ხელფასზე.
“ჩემი პასუხია _ არა. ვფიქრობ, კანონის შესაბამისად უნდა მივიღო, სულ ცოტა, 1 აშშ დოლარი, ასე რომ, ჩემი ხელფასი შეადგენს 1 აშშ დოლარს”, _ განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი 400 000 აშშ დოლარია წელიწადში. პრეზიდენტისთვის ხელმისაწვდომია, აგრეთვე, წელიწადში 50 000 დოლარი პირადი ხარჯებისთვის, მგზავრობის ფონდი 100 000 დოლარის ოდენობით და 19 000 დოლარი გასართობად.