Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჯეჯელავა: ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია

ალექსანდრე ჯეჯელავა: ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია

935

საქართელოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ მათი გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენს.

”ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული… რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. გადაცემის წამყვანი მერაბ მეტრეველი დაინტერესდა, რატომ ერჩის განათლების მინისტრი კომბლეს, რაზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა, რომ „კომბლესთან ორი პრეტენზია აქვს“. ”კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისივე განმარტებით, ზღაპრები და მულტფილმები იმ დროის შესაბამისი იყო, როდესაც ისინი შეიქმნა. ”სუპერმენი“ და „სპაიდერმენი“ სასაცილო რაღაცეები არ არის. ისინი მასწავლებლები არიან, ბავშვებისთვის გმირები არიან, შესაბამისად, ჩვენ დაწყებული გმირებიდან ესეც გასაკეთებელი გვაქვს, დამთავრებული ზღაპრებით, საბავშვო ლიტერატურით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო პროცესით და ა.შ. სკოლა აღზრდის ინსტრუმენტია და არა ქიმიის ან ისტორიის სასწავლებელი”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

1 COMMENT

  1. tu es mosazreba martla ekutvnis ganatlebis ministrs da davasaxlot ak,xolo kartveli mecnierebi gvamatxovrot da batoni bizinas mocxalebis imedad davtovot. ras shvebit,tu gipikriat amaze da sxva sachirborotoseriozulad ase pikrobs, vai magis da chveni shvilebis brali magis xelshi.imaze ipikros urchevnia,12 celi ra unda moscavles skolashi, 10 celic zedmetia,radgan skola ara tu ganatlebas ver adzlevs satanadod,aramed bavshvi,tu bavshvi kvia 18 clis kacs da kals,araperi xelshi ar uchiravt,rom tavi gaitanon.samagierod kutaisshi stenfordis donis universitets aasheneben,imaze aravin pikrobs,radgan rom ipikro,chkua an saxelmcipoebrivi azrovneba unda gkondes,ra enaze unda ascavlot im 60 000 students,kartulad,eseigi davxutot kvela arsebuli umaglesi sascavlebeli,inglisurad,sad gvkvavs amdeni inglisurenovani kadri,anu chamovrekot isev da isev ucxoelbi,tan amerikeli da ingliseli ki ara,indoeli da pakistaneli,

  2. ტექსტიმთავრობას ადრეც საყვედურობდნენ (მიშას) – რად გვინდა ეს ბუკები რომ დაარიგა, წიგნები არ ჯობიაო?
    მე ვიცი, რომ \\\”კომბლეს\\\” მრავალი ნაირსახეობა (ინტერპრეტაცია) არსებობს (ამ მულტლფილმში კი ცხვრებიც კი ძროხაში \\\”გაუცვლიათ\\\” – https://www.youtube.com/watch?v=0GXnzAj1yIA) და ამაზე აღშფოთება ჯერ არ გამიგონია, ხოლო ამ შემთხვევაში სამიზნედ აღებულია თანამედროვეობა – რა არის ამაში ცუდი? ისედაც ბევრი \\\”ნაწარმოები\\\” ითითხნება, ძველები ადგილზე რჩებიან, მაგრამ საჭროა ახალი პერსონაჟები, რომლებიც ურმიდან შვეულმფრენებში გადასხდნენ!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: არჩილ გეგუჩაძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here