Home რუბრიკები პოლიტიკა ანდრო ბარნოვის პოლიტიკური განჩინება

ანდრო ბარნოვის პოლიტიკური განჩინება

525

ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა – ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით, მერე ეს 20 კაცი “დაალაგებდა” შიგნით. ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.

ბარნოვი ენმ-ს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ამ თემასთან დაკავშირებით გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება. იგი ენმ-ში არსებულ განხეთქილებაში, პარტიის საგარეო მდივანს გიგა ბოკერიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გოგა ბოკერიას დაჯგუფებას ჯერ მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენებით ხმების მიღება სურდა, ხოლო შემდგომ პროცესებიდან სააკაშვილის ჩამოშორება. ბარნოვის განცხადებით პარტია მანიპულაციებს ეწირება. იგი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს ეხმაურება, რომელიც, მისი თქმით, ვრცელ პასუხს იმსახურებს.

“რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც…ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა“ შიგნით. ახლა ამათ გონიათ, რამე მოიგეს, დანარჩენზე მერე ვიტყვი“- წერს ანდრო ბარნოვი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here