მთავარი პოლიტიკა “ვაშინგტონ პოსტი”: ფილიპინების პრეზიდენტი კვლავ აგინებს ამერიკელებს

“ვაშინგტონ პოსტი”: ფილიპინების პრეზიდენტი კვლავ აგინებს ამერიკელებს

453
გააზიარეთ

როდრიგო დუტერტემ სიტყვა გატეხა და კვლავ შეაგინა ამერიკელებს: მაიმუნები და სულელები უწოდა იმიტომ, რომ იანკებმა უარი უთხრეს ფილიპინელებისთვის 26 ათასი ამერიკული წარმოების შაშხანის მიყიდვაზე.

“შეხედეთ ამ მაიმუნებს! მათ არ სურთ, მოგვყიდონ 26 ათასი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთა ყიდვაც გვინდოდა. ძუკნები! ჩვენ გვეყოფა ჩვენივე წარმოების იარაღი სულელი ამერიკელების გარეშეც”, _ განაცხადა ბატონმა როდრიგო დუტერტემ.

ასე დაარღვია “ღმერთისა და ხალხის წინაშე” 28 ოქტომბერს დადებული პირობა, რომ აღარ შეაგინებდა ამერიკელებს; დაარღვია კი თურმე იმიტომ, რომ იაპონიაში დიპლომატიური ვიზიტიდან დაბრუნებისას “ღმერთის ხმა” მოესმა(!).

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ვერ ახსნა, რატომ უწოდა დუტერტემ ამერიკელებს მაიმუნები.

მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ასეთი სიტყვები ეწინააღმდეგება ამერიკის “მჭიდრო ურთიერთობას” ფილიპინელ ხალხსა და მთავრობასთან;

“ამ ურთიერთობას ვავითარებდით წლების განმავლობაში… და იგი (ურთიერთობა) კვლავაც გრძელდება”, _ თქვა მან. ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ქვეყნის ხელმძღვანეოლბა “არ ეყრდნობა ერთი ადამიანის მხრებს”, მაგრამ ამ ერთ ადამიანთანაც შეიძლება კარგი, სამუშაო “ურთიერთგაგების” დამყარება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here