Home რუბრიკები საზოგადოება HOLIDAY INN-ის ნომერში კანადელი ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს _ გარემოება, რომელსაც აქამდე არ...

HOLIDAY INN-ის ნომერში კანადელი ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს _ გარემოება, რომელსაც აქამდე არ ასაჯაროებდნენ

504

რამდენიმე კვირის წინათ საქართველოს რომის პაპი სტუმრობდა. პონტიფიკოსთან ერთად, თბილისში კათოლიკური სამყაროს სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებიც ჩამოვიდნენ, მათ შორის გახლდათ კანადელი ეპისკოპოსი, ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი ჰანნა ზორა, _ იუწყება გაზეთიპრაიმ ტაიმი”.

77 წლის სასულიერო პირი რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსაც დაესწრო. დელეგაციის წევრები, ძირითადად, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”-ში დაბინავდნენ, 2 ოქტომბერს კი ეპისკოპოსი ჰანნა ზორა თავის ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. “ადმინისტრაციამ კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ ის, რაც მოხდა, გარეთ არ უნდა გასულიყო. მთელი კრიმინალური პოლიცია აქ იყო იმ დღეს. ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. მათი მოთხოვნა ყოფილა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შესახებ კატეგორიულად გააფრთხილეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურიც”, _ განაცხადა სასტუმროს თანამშრომელმა. სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირების განცხადებით, ეპისკოპოსი მძიმედ იყო ავად და ურჩევდნენ კიდეც, რომ არ წამოსულიყო თბილისში. ეროვნულ სტადიონზე რომის პაპის მიერ აღვლენილ მესაზეც გამხდარა ცუდად. ცხედარი პირველად დამლაგებელმა იპოვა. ოთახი სისხლით იყო მოთხვრილი, სავარაუდოდ, მწვავე სისხლდენის შედეგად ეპისკოპოსმა ბევრი სისხლი დაკარგა, რამაც საბოლოოდ მიიყვანა იგი გარდაცვალებამდე. ამ ფაქტის შეფსებისას ყურადღებას იქცევს ორი გარემოება: პირველი _ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს მოხდა, მასმედიაში არ გაუხმაურებიათ, რაც, თავის მხრივ, საეჭვოს ხდის მომხდარს. მეორე _ რატომ არ გამოიძახა დახმარება ეპისკოპოსმა ნომერში შეუძლოდ გახდომისთანავე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ იგი მთელი დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და რატომ ვერ შეძლო მისმა დამხმარე პერსონალმა ოპერატიული რეაგირება მომხდარზე? მოარულ ხმებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ეს გარემოებები საეჭვოს ხდის ეპისკოპოსის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომ კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირის სიკვდილი კუჭის დაავადების გამწვავებამ გამოიწვია და შეგნებულად არ საუბრობენ სისხლდენის მიზეზებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს ადმინისტრაციამ მკაცრად აუკრძალა თანამშრომლებს მომხდარზე საუბარი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here