Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ არის მთავრობა უნიათო, ხერხემალში რომ არ გადაამტვრია “ნაცმოძრაობა?”

რატომ არის მთავრობა უნიათო, ხერხემალში რომ არ გადაამტვრია “ნაცმოძრაობა?”

508

საკონსტიტუციო უმრავლესობა _ ეს არის საფრთხე. ეს არის პიარტექნოლოგიური საფრთხობელა, რომელიც შექმნეს ღია და ფარულმა ნაციონალებმა, რათა უზრუნველეყოთ დამატებითი მანდატები მათ სასარგებლოდ”, _ განაცხადამარშალპრესისპრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობით ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არ მყარდება.

“ჩვენი კონსტიტუცია უკიდურესად დაზიანებულია. მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კონსტიტუციის ჭრა-კერვა მიდიოდა “უპრაგონოდ”. ამ კონსტიტუციას სჭირდება გასწორება, ამ კონსტიტუციის გასწორებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

“ნაციონალური მოძრაობისთვის” მიცემული ნებისმიერი მანდატი, ანუ “ქართული ოცნებისგან” საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მოპოვება, “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაუგდებს მაბლოკირებელ პაკეტს, რათა საქართველო საკონსტიტუციო კანონშემოქმედების თვალსაზრისით წინ ვერ წავიდეს.

 სააკაშვილმა დაბლოკა თავისი საკონსტიტუციო კანონშემოქმედება. მან ჯერ ჭრა და კერა, ამის მერე ორი მესამედი გაამეოთხედა, რათა არავის ჰქონოდა საშუალება, მის მიერ საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია შეეცვალა. ეს კონსტიტუცია მის უვადო მმართველობაზე იყო მორგებული, ეს დღეს ეჭვს აღარც იწვევს. შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეზღუდული იყო ორი ვადით, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრემიერის ჯერადობა არ არის შეზღუდული საერთაშორისო და დემოკრატიულ პრაქტიკაში. ეს რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უვადო მმართველობისთვის შექმნილი მოდელი იყო, ეჭვს აღარ ბადებს. ასეთი დამახინჯებული კონსტიტუცია გვერგო მემკვიდრეობით ჩვენ და “ქართულ ოცნებას”. ამ კონსტიტუციას სჭირდება გასწორება. აპრიორი საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხედ გამოცხადება არის არაკეთილსინდისიერი საქციელი. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა ამოვიდეთ ისევ იმ კონსტექსტიდან, რომელ კონსტექსტშიც ვიმყოფებით.

 “ქართული ოცნების” 4-წლიანი მმართველობა ხასიათდებოდა იმით, რომ ძალიან მაღალი მანდატით მოსული ხელისუფლებაა. რა დააშავა ხელისუფლებამ? დააშავა ის, რომ უარი თქვა რევოლუციურ ტერორზე, ანგარიშსწორებაზე, არ დაითხოვა მოსამართლეთა კორპუსი და სასამართლო საბოტაჟის პირობებში უკიდურესად სამართლებრივი ნორმების დაცვით დაიწყო სამართლიანობის დამკვიდრება. ანუ როგორი საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელისუფლების გვეშინია ჩვენ? რატომ არის მთავრობა უნიათო? იმიტომ, რომ არ გაითვალისწინა ხალხის აზრი _ “ნაციონალური მოძრაობა” ხერხემალში გადაამტვრიეთო”? _ განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here