Home რუბრიკები საზოგადოება იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებსა და მათ ახალშობილებს ახალ სერვისს შესთავაზებს

იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებსა და მათ ახალშობილებს ახალ სერვისს შესთავაზებს

611

კეთილი იყოს შენი მობრძანებაიუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც ამ დღეებში ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება

სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს. ამ პროექტისადმი ინტერესის ნიშნად ღონისძიებაში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონიც მონაწილეობდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ბავშვებზე მორგებულ ამგვარ სერვისებს ქველმოქმედი დამფინანსებლები გამოუჩნდებიან. იუსტიციის მინისტრთან ერთად ანტუან ბარდონის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი “შალვე” კი ამ პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here