Home რუბრიკები საზოგადოება თარგამაძის მანქანის აფეთქება “ერთობლივი პროექტი” იყო?

თარგამაძის მანქანის აფეთქება “ერთობლივი პროექტი” იყო?

გენერალმაიორი ლევან კენჭაძე საქართველოში შექმნილი პირველი ანტიტერორისტული ცენტრის პირველ უფროსად 1999-2002 წლებში მუშაობდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სტრუქტურა მისი ჩამოყალიბებულია. ამ პერიოდში იგი სამხრეთ კავკასიაში უძლიერეს პროფესიულ დანაყოფად იყო მიჩნეული. თქმულიდან გამომდინარე, უპრიანი იქნება, 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ტერორისტული აქტის შეფასება სწორედ ბატონ ლევანს ვთხოვოთ.

_ უწინარეს ყოვლისა, უნდა დავეთანხმო უშიშროების გენერალ-მაიორ ანზორ მაისურაძეს, რომელმაც “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტერაქტების მოწყობა, მოწინააღმდეგეების ფიზიკური ლიკვიდაციანაციონალური მოძრაობისწევრების მოწოდება და მეთოდია, სხვისთვის გადაბრალება _ მათი ხელწერა”. დავუმატებდი, რომ ამასთანავე, ისინი შავი პიარის დიდოსტატები იყვნენ ყოველთვის და არიან ახლაც. აქედან გამომდინარე, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთებაც, თუ ვინ დგას ამ ტერაქტის უკან. ჯერჯერობით ეს დასკვნები ლოგიკას ეფუძნება, რეალისტურ ლოგიკას და, ერთგვარად, ვარაუდების სფეროდან გამომდინარეობს, მაგრამ ძალიან ახლოსაა რეალობასთან, ამიტომ ახლა მთავარია გამოძიების ჭკვიანურად ჩატარება.

ჩვეულებრივ, ტერაქტის მომწყობი პროფესიონალები ასაფეთქებელ მექანიზმს, დავარქვათ ასე, ისე ამონტაჟებენ ობიექტზე, ამ შემთხვევაში _ ავტომანქანაზე, რომ პიროვნება, რომელსაც თავს ესხმიან, აუცილებლად იყოს ლიკვიდირებული.

_ 4 ოქტომბერს ასე არ მოხდა.

_ და სწორედ ეს აჩენს ეჭვს, რომელსაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომელსაც ლოგიკა გვიკარნახებს. მართალია, შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, ტელევიზიით ვნახე, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ნახევარი მანქანა არ არსებობდა, შიგ მსხდომთ კი ნაკაწრიც არ ეტყობოდათ! ესაა საეჭვო.

_ იქნებ შემთხვევის ბრალია?

_ ასეთ შემთხვევას ტერაქტების ისტორია არ იცნობს.

_ აფეთქების დისტანციურ მართვაზე რას იტყვით?

_ დაბეჯითებით ვერაფერს, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ ერთ გარემოებას: დისტანციური მართვა ნიშნავს, რომ ტერორისტი მაშინ აამოქმედებს ასაფეთქებელ მოწყობილობას, როცა საჭიროდ მიიჩნევს, გარემო პირობებიდან გამომდინარე.

გეკითხებით: რატომ ააფეთქა მანქანა ბოროტმოქმედმა მაინცდამაინც მაშინ, როცა აფეთქების რადიუსში მოძრაობდნენ ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები? იმიტომ ხომ არა, რომ ჩანაფიქრის თანახმად, ამ ტერაქტს უნდა შეწიროდა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე, გამოეწვია მასობრივი მღელვარება ხელისუფლების წინააღმდეგ და უზრუნველეყონაცმოძრაობისმხარეს ამომრჩეველთა გადასვლა?

_ რატომ მაინცდამაინც ნაცების მხარეს?

_ იმიტომ, რომ მანქანა მათი ერთ-ერთი ლიდერის _ გივი თარგამაძისა იყო. მასის ფსიქოლოგია კი ისეთია, რომ დაჩაგრულის მხარეს იჭერს ყოველთვის.

ასეთია ჩემი ვარაუდი. დასკვნა კვალიფიციურმა ექსპერტებმა უნდა გამოიტანონ.

თუ ისინი, ვისაც დავალებული აქვს ამ ტერაქტის გამოძიება, გააჭიანურებენ შესწავლას, ან პროფესიულად ვერ გამოიძიებენ, ეს სხვა ეჭვს გააჩენს და ურთიერთგადაბრალებას ხელს შეუწყობს, როცა ნაცების მომხრენი თავიანთ აზრზე დარჩებიან, მოწინააღმდეგენი _ თავისაზე და გაჩნდება ახალი კითხვა _ ხომ არ იყო ეს ტერაქტი დაპირისპირებული ძალებისერთობლივი პროექტი”, იმ მიზნით მოწყობილი, რომ ამომრჩეველთა ყურადღება ამაზე გადაეტანათ და არჩევნების თავისუფლად მანიპულირების საშუალება მისცემოდათ?

ასეთია ჩემი კერძო აზრი.

გამოძიებას დიდი შრომა კი სჭირდება, მაგრამ ეს ტერაქტი არც ისეთი რთული საქმეა, როგორიც იყო პრეზიდენტ კენედის მკვლელობა.

_ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებრიობის ინტერესი ხომ უნდა დაკმაყოფილდეს?

_ ზოგადი შტრიხებით _ კი, დეტალურად _ არა. ყველაფრის დროზე ადრე სააშკარაოდ გამოტანა მხოლოდ დააზარალებს გამოძიებას. პროფესიონალი უნდა იყოს ჩუმად, აკეთოს თავისი საქმე და დადოს შედეგი.

მაგრამ თუ ამ საქმესაც ისე გამოიძიებენ, როგორც ზოგიერთ სხვა საქმეს (თუ ნებას მომცემთ, ამაზეც მოგახსენებთ), მაშინ ეს ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟზე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან (არაფერს ვამბობ მსოფლიო თანამეგობრობაზე), რომლებსაც გაუჩნდებათ ან გაუძლიერდებათ ეჭვი, რომ ჩვენი ხელისუფლება მართლაც არაფრის გამკეთებელი არ ყოფილა. ამიტომ ოპერატიულობა, და არა აჩქარება, ამ ეტაპზე უპირველესი მოთხოვნა უნდა იყოს.

_ რომელსხვა საქმეებსგულისხმობდით, ბატონო ლევან, რომელთა გამოძიება არ გაკმაყოფილებთ?

_ რადგან მე ვარ თქვენი რესპონდენტი, ჩემს საქმეზე მოგახსენებთ.

ჩვენი მთავრობის წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ოქრუაშვილი და კიდევ სხვები არიან იმ რეჟიმის შემქმნელები, რომელმაც ჩვენი ხალხი 9 წლის განმავლობაში უბედურებაში ამყოფა. არც ერთს, ვინც ამას ამბობს, რეპრესიები არ შეხებია. ზოგიერთი თანაუგრძნობდა კიდეც. ახლა უტევენ. კარგია, რომ მართალს ამბობენ… დღეს მაინც.

მე იმ რეჟიმმა 8 წელიწადი მომისაჯა.

2013-დან 2016 წლის სექტემბრამდე ყოველთვე ვწერ და ვუგზავნი საჩივრებს პრემიერმინისტრებს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს. ვის არ მივწერე, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიმიღია. ვითხოვ რას? არც იმას, რომ გამამართლონ, ან, ღმერთმა დამიფაროს, გმირად გამომაცხადონ. ვითხოვ, გამცენ პასუხი _ მე ვიყავი მართალი თუ სააკაშვილის რეჟიმი? ასეთი პასუხის გარეშე, ჩვენი პროკურატურის ოფიციალური დასკვნის გარეშე, უფლება არ მაქვს, სარჩელი გავგზავნო საერთაშორისო ინსტანციებში. მეტსაც გეტყვით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეა ქალბატონი ეკა ბესელია, სამჯერ მიმართა პროკურატურას, რატომ არ აძლევთ პასუხსო. ეს მოთხოვნაც რეაგირების გარეშე დატოვეს.

სამაგიეროდ, წლევანდელი ზაფხულიდან არაოფიციალურად დაიწყეს ჩემი გაფრთხილება, _ თავი დაანებე საჩივრების წერასო. მე არ გავჩერდი. აგვისტოში პარლამენტს კვლავ გავუგზავნე წერილი.

ჩემი ინიციატივით ხომ არ დავიწყებ სამართლიანობის აღდგენას? კარგად მესმის, რომ ეს დანაშაული იქნება. ვარ ომის ვეტერანი, საქართველოში სადაც ტყვია გავარდა, ყველგან ვმონაწილეობდი, მიღებული მაქვს სახელმწიფოს საბრძოლო ჯილდოები.

ვწერდი საჩივრებს, სხვა რა უნდა გამეკეთებინა?!

სამაგიეროდ მომიწყვეს პროვოკაცია.

რამდენიმე დღის წინათ, 14 სექტემბერს, ვინმე სტაჟიორმა გამომძიებელმა, რომელიც, როგორც თქვენ, მეც არ მინახავს, ჩემ წინააღმდეგ აღძრა საქმე, რომ მე თურმე ამა წლის მაისში ჩემი მეზობლისთვის შეურაცხყოფა მიმიყენებია.

ამის გამო 16 სექტემბერს სასამართლოში დამიბარეს და აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად 1000 ლარის გირაო შემიფარდეს. გავასაჩივრე მაშინვე. 21 სექტემბერს მითხრეს, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმე სწორია. .. 7 დღეში ეს ყველაფერი ოპერატიულად მოაგვარეს და 2 ნოემბერს დამინიშნეს სასამართლო, რომელიც გადაწყვეტს, უნდა დამაკავონ თუ არა.

სამი წელია, ვჩივი და პროკურატურა ყურადღებას არ მაქცევს. ახლა კი, სამი წლის თავზე, ერთ კვირაში, კიდეც აღძრეს საქმე ჩემ წინააღმდეგ, კიდეც მოიკვლიეს ისე, რომ გამომძიებელი ერთხელაც არ მინახავს, და სასამართლოც დამინიშნეს.

თუ ასე იძიებს პროკურატურა 4 ოქტომბრის ტერაქტს, მაშინ ცუდ დღეში ვყოფილვართ.

ნაცები ხომ ვიცით, ვინც არიან, ჩვენი მთავრობა კი… იცით, რას გეტყვით? ეტყობა, ეს პროკურატურა ამჟამინდელ ხელისუფლებას არაფრად აგდებს, ან სხვა რაღაც ხდება, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

ერთ საკითხსაც მინდა ხაზი გავუსვა: გამოდის ტელევიზიით ირაკლი ოქრუაშვილი და ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელებს ლანძღავს.

პასუხს არავინ სთხოვს.

სამი წლის განმავლობაში ვჩივი, რომ ჩემს საქმეში ერთ-ერთი დამნაშავე იყო ოქრუაშვილი. არც ერთხელ არ დაუკითხავთ.

ასეთი მფარველები ვინა ჰყავს ამ კაცს?!

ოქრუაშვილის დაუკითხავობა არ მიკვირს, რადგან ჩემს საქმეზე მეც არავის დავუკითხივარ გასული სამი წლის განმავლობაში.

_ თქვენს მეზობელთან რა კონფლიქტი მოგივიდათ?

_ როგორც კი მოხდა ეს კონფლიქტი, მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მივედი პოლიციის განყოფილებაში და ვთხოვე, გამოეძახებინათ ჩემი მეზობელი და გაეფრთხილებინათ, რომ კვლავაც არ მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა ჩემ მიმართ, რადგან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყოლოდა.

დაიბარეს და ხელწერილიც ჩამოართვეს, რომელშიც ნათქვამია, რომ არავითარი პრეტენზია არა აქვს, რადგან არც მე მიმიყენებია მისთვის შეურაცხყოფა, არც მას _ ჩემთვის. ამ ხელწერილის ასლი მე მაქვს.

ეს დოკუმენტი მაისშია დაწერილი, სექტემბერში კი ბრალი დამდეს, თითქოს მას მსუბუქი დაზიანება მივაყენე.

_ გაოგნდება კაცი! ბატონო ლევან, ჩვენი მკითხველი ბოლომდე რომ გავარკვიოთ, ეგებ ორიოდე სიტყვით გვიამბოთ, რატომ მოგისაჯეს 8 წელიწადი სააკაშვილის ჟამიანობის დროს?

_ გამასამართლეს ორი მუხლით თანამდებობის გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების ბრალდებით: თითქოს რომელიღაც ფირმას გადავეცი ჩამოწერილი იარაღი ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად. არადა, საქმეში დევს უშიშროების მინისტრის რეზოლუცია და ყველა სხვა დოკუმენტი, რომლებითაც მტკიცდება, რომ ამ საქმეში ჩემი ინიციატივა ნულის ტოლია: მე მხოლოდ შევასრულე ის, რაც ხელმძღვანელობამ დამავალა. გამოძიების მსვლელობისას პროკურორმა პაატა ჯაველიძემ პირდაპირ მითხრა: ბატონო ლევან, არ გინდა მინისტრის ან სხვების მოწმეებად დასახელება. გადაწყვეტილია, რომ უნდა დაგიჭირონ და რამდენ მოწმესაც დაასახელებ, მათაც დაიჭერენ, შენ კი არ გაგათავისუფლებენო. ამიტომ ჩემ წინააღმდეგ შეკერილი საქმე სასამართლოზე არ გამოაჩინეს.

ჩემი ადვოკატი იყო შემდგომში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. ამ თანამდებობაზე რომ დანიშნეს, სამჯერ მივედი და ვთხოვე, გაერკვია, რატომ ჭიანურდებოდა რეაქცია ჩემს საჩივრებზე _ მან ხომ კარგად იცოდა, როგორც შემითითხნეს ბრალდება. მისი საბოლოო პასუხი იყო: ეს საქმეები ჯერჯერობით გამოძიებული ვერ იქნებაო.

თორმეტი მოწმის ჩვენება არის ჩადებული ჩემს საქმეში. არც ერთი მათგანი დღემდე არავის დაუკითხავს.

აქ კიდევ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი. მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომ არ ვარ ნასამართლევი. პროკურატურის სტაჟიორმა კი ჩემ წინააღმდეგ მეზობელთან მომხდარი კონფლიქტის გამო აღძრულ საქმეში ჩაწერა, რომ მე ვარ ადრე ნასამართლევი და ამიტომ აუცილებელია ჩემ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების განხორციელება…

თუ ცნობა ყალბია, მოსთხოვონ პასუხი მის გამცემს. თუ ნამდვილია, მაშინ აგოს პასუხი იმან, ვინც შეგნებულად გააყალბა სინამდვილე…

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. და არის ახლა ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებულივით გენერალმაიორი ლევან კენჭაძე _ უდანაშაულო დამნაშავე.

მკითხველს სრული უფლება აქვს, ამ კერძო ფაქტიდან გამომდინარე, თავად უპასუხოს შეკითხვას: ძალიან ნელა ხომ არ მოძრაობს ის ურემი, რომლითაც სამართალი დაიარება ამ ქვეყანაზე?

2 COMMENTS

  1. ბატონო ლევან, მიკვირს როდესაც უშიშროების თანამშრომელი (მითუმეტეს ყოფილი) კითხულობს რა ხდებაო. რა ხდება და, ისინი ვინც ვალდებულნი იყვნენ (არიან) აღედგინათ სამართლიანობა, გადაბირებულნი არიან (სხვადასხვა ფორმით) იმ რეჟიმის მიერ, შეგზავნილები თუ მიგზავნილები ბატონ ბიძინასთან, \\\”ოცნებაში\\\”. ეს პროცესი გრძელდება და არ დამთავრდება,სანამ ამ ბოლო ორ უკანასკნელს …. ამათმა იკითხონ, თუ დროზე არ მოვლენ გონს. ჩვენ კი, ჩვენს სამშობლოსთან ერთად, ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ. იყავით მხნედ. ფარ-ხმალი არ დაყაროთ. პატივისცემით

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თეიმურაზ კვირკველია Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here