Home რუბრიკები ბლოგი Литературная Газета: „აფხაზეთის მძიმე თავისუფლება“

Литературная Газета: „აფხაზეთის მძიმე თავისუფლება“

749

 „Литературная Газета“-მ გამოაქვეყნა ევგენი ფედოროვსკის სტატია, რომელშიც საქართველოს ძირძველი კუთხის- აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობაა აღწერილი. ვფიქრობ, სტატია საინტერესო იქნება ქართულენოვანი მკითხველისთვისაც.

გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:

„ათი წლის წინ, 2006 წლის 18 ოქტომბერს, აფხაზეთის სახალხო კრებამ რუსეთს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა, მაგრამ აღიარება მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ბოლოს მოხდა.

 როგორ ცხოვრობს დღეს ეს პატარა ქვეყანა, რომელიც საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტითაა გამოფიტული?

სოხუმამდე  ვიდრე  მივაღწევდით რამდენიმე ტრანსპორტი გამოცვალეთ: თავიდან მატარებლით- ახალ ათონამდე, შემდეგ ავტომობილით, რადგან ძლიერი წვიმების გამო რკინიგზა დაზიანებული იყო, კეთილმა ადამიანებმა ავტომობილით აფხაზეთის დედაქალაქის ცენტრამდე-  „თავისუფლების მოედნამდე“ მიგვიყვანეს, სადაც აფხაზეთის ომის დროს დაბომბილი მთავრობის შენობა დგას. შენობის დანახვისას, ჩვენი, მოსკოვის თეთრი სახლი გამახსენდა, 1993 წლის ოქტომბრის მოვლენების შემდგომ.

შემდეგ, მოვინახულეთ კურორტი გულრიფში, სადაც ერთ დროს „Литературная Газета“-ს კუთვნილი „ხელოვნების სახლი“-ც  არსებობდა, სადაც ჩვენი რედაქციის თანამშრომლები და ცნობილი მწერლები ისვნებდნენ. თვალებზე ცრემლი მომადგა, როდესაც ამ ექვსსართულიან გავერანებულ შენობას შევხედე: ოდესღაც ულამაზესი ბაღი, დღეს ნაგვითაა სავსე, შადრევნებიც კი მინგრეულ-მონგრეულია, როგორც ეს ომის შემდგომ ხდება ხოლმე.

ყველგან, ირგვლივ უამრავი უპატრონო და მიტოვებული შენობაა. ზოგი მათგანი იყიდება, თუმცა რადგან უცხოელებს მათი შეძენა კანონით ეკრძალებათ, ისინი მფლობელებს წლების განმავლობაში  ელოდებიან. იქვე შორიახლოს,  ე.წ.“ახალი აფხაზების“ კოტეჯებიც ჩანს. გულრიფშის პლაჟი მოუწესრიგებელია, ნაგვით სავსე, იქ უფრო მეტად ძროხები ირუჯებიან, ვიდრე ადამიანები.

თუმცა, ეს მძიმე ფონი უცებ იცვლება, როდესაც აფხაზეთის სულიერ კულტურას შეეხებით. ამ მიწებზე მრავალი ქრისტიანული სიწმინდეა. სოხუმის ჩრდილოეთით, დაბა კამანასთან ახლოს, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის შუასაუკუნოვანი ტაძარია განლაგებული. მის სიახლოვეს კი მოწამე ვასილისკის სახელობის წმინდა წყარო, რომელიც აფხაზეთში უკვე  მეორე საუკუნეში ქადაგებდა ქრისტიანობას.

 სოხუმის სანაპიროზე გასეირნების შემდეგ მოვინახულეთ პორტი და აფხაზების მხატვრული ლიტერატურის ფუძემდებლის, დიმიტრი გულიას ძეგლი, რის შემდეგაც დავბრუნდით გულრიფშის მშვიდ სანაპიროზე, თავისი საუკეთესო ბუნებით და წყნარი ზღვით. ის იმდენად სასიამოვნოა,  ნამდვილად აღარ გვაშფოთებს ის, რომ უკაცრიელ პლაჟზე მხოლოდ ძროხები თუ ირუჯებიან და არ დგას ნაგვის ჩასაყრელი კონტეინერები.

 აფხაზეთში ადამიანები ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. ამას განაპირობებს არა მხოლოდ აფხაზეთის განსაცვიფრებელი ბუნება, თუ საუკეთესო კლიმატური პირობები, არამედ მოხუცებულებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა, რაც იქ წესად აქვთ მიღებული.  სახლის კედელზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, უცნობი მხატვრის სურათი ჰკიდია, მასზე გამოსახული არიან მთიელები-აფხაზები. სურათის ერთ-ერთი გმირი, ალექსი ცვიჟბა, მასპინძლის დიდი პაპაა. მან 136 წელი იცხოვრა და 10 შვილი აღზარდა. ახლა, უკვე მისი შვილიშვილის შვილი თემური, სიამოვნებით პოზირებს დიდი წინაპრის ხანჯლით ხელში.“

წყარო:  http://www.lgz.ru/article/-40-6570-12-10-2016/trudnaya-svoboda-abkhazii/

მასალა თარგმნა და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/3.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/5.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/6.jpg

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/7.jpg


1 COMMENT

  1. დადგება დღე, როდესაც აფხაზი ძმები გონს მოეგებიან და ისევ გავერთიანდებით, უფრო მეტი სიყვარულით და თანადგომით ავაშენებთ ახალ საქრთველოს, ეს ასე იქნება, მაგრამ მეც მინდა მოვესწრო ამ ბედნიერ დღეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here