Home რუბრიკები პოლიტიკა ფილიპინების პრეზიდენტმა ახლა ევროკავშირს აგინა

ფილიპინების პრეზიდენტმა ახლა ევროკავშირს აგინა

483

როდრიგო დუტერტეს ფეხებზე ჰკიდია, რას ფიქრობენ მასზე დასავლეთში

ფილიპინების პრეზიდენტმა დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ კიდევ ერთი არაკორექტული გამოთქმით გამოიჩინა თავი.

ადრე როდრიგო დუტერტემ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას “მეძავის შვილი” უწოდა, 21 სექტემბერს კი ევროკავშირს აგინა.

ფილიპინელი პოლიტიკოსის ემოციური გამოსვლა გამოიწვია ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუციამ, რომელშიც გაკრიტიკებულია ფილიპინებში ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.

წავიკითხე, რომ ევროპის კავშირი გმობს ჩემს მოქმედებებს. მათ ვუპასუხებ: წადით, თქვენი…” _ განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა და მეტი ეფექტისთვის შუა თითი მაღლა ასწია. მისი აზრით, ევროპის ქვეყნები თავიანთი მოქმედებებით მხოლოდ იმ ცოდვების მიჩქმალვას ცდილობენ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ჩაიდინეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here