Home რუბრიკები საზოგადოება ფაქტები, რომლებიც კენჭისყრისას უნდა გავითვალისწინოთ

ფაქტები, რომლებიც კენჭისყრისას უნდა გავითვალისწინოთ

555

ფაქტია, აშშის ძირგამომთხრელი აგენტურული მუშაობის შედეგად დაიშალა სსრკ. ფაქტია, სსრკის ყოფილ ქვეყნებში და, რაღა თქმა უნდა, საქართველოშიც, სახელმწიფოს სათავეებში აშშის, ანუ დამპყრობლის მიერ დასმული მარიონეტები მოვიდნენ და სსრკის დაშლის შემდეგ დღემდე მართავენ აღნიშნულ ქვეყნებს, რაღა თქმა უნდა, დამყრობლის ნებისა და დიქტატის შესაბამისად.

ფაქტია, ვლადიმერ პუტინმა შეძლო რუსეთის ფეხზე წამოყენება და ახლა უკვე თვითონ კარნახობს მსოფლიოს და, რაღა თქმა უნდა, აშშ-საც საკუთარ ნება-სურვილს.

ფაქტია, აშშ მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ახერხებს და ინარჩუნებს ბატონობას გაბრიყვებული მოსახლეობის დარწმუნებით, რომ თითქოს ისინი ირჩევენ თავიანთ ქვეყნებში “დემოკრატიული არჩევნების” გზით სასურველ მთავრობას, მაგრამ, თუ მერე მთავრობა “ვერ ახერხებს” ქვეყნის მართვას ხალხის სურვილის შესაბამისად, ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ “ხალხი არჩევანში შეცდა” და უნდა დაელოდოს მომავალ “არჩევნებამს”, რათა ამჯერად მაინც შესძლოს სასურველი მთავრობის “არჩევა” და ასე დაუსრულებლად (მართლაც, “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო)…

ფაქტია, რომ დამპყრობელი ყოველთვის ახერხებს დაპყრობილი ქვეყნების მმართველობაში გამყიდველები, ანუ მოსყიდულ-გადაბირებული ნაძირალები დააყენოს, რომლებსაც მანამდე იყენებს, სანამ შეძლებს ხალხის მოტყუებას და სანამ რომელიმე მთავარს ხალხის ნდობის რესურსი არ ამოეწურება; ხოლო შემდეგ რეზერვში ჰყავს ისეთი ფიგურა, რომლის წამოყენებით მეთაურის კანდიდატურად ხალხს ადვილად გააბრიყვებს. მაგალითად, ისიც ხომ ფაქტია, რომ, როცა ედუარდ შევარდნაძემ ამოწურა ხალხის ნდობის რესურსი, აშშ-ს სამარქაფოდ უკვე გამზადებული ჰყავდა ოპოზიციაში გადასული “ტრიუმვირატი” მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის სახით და შეძლეს კიდეც ხალხის მოტყუებით ქვეყნის სათავეში მოსვლა. თუ მათ ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პირველობისთვის დაიწყეს ბრძოლა, რომელშიც ყველას სააკაშვილმა აჯობა. მან ჟვანია მოკლა, ხოლო ბურჯანაძე აიძულა, ოპოზიციაში გადასულიყო და ახლა სწორედ ამით ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას და ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას, თითქოს მართლა სურს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ის ხომ აშშ-ის აგენტია და, შესაბამისად, არც ეცდება, უბრალოდ, ხალხს ატყუებს…

ფაქტია, როცა სააკაშვილმა ამოწურა ხალხის ნდობის რესურსი და ისე შეაძულა თავი, რომ ადამიანები მზად იყვნენ, ხელახლა აერჩია კი არა, ფიზიკურადაც გასწორებოდნენ მასა და მის ბანდას, ანუ აშშ-ის ერთგულ და გაწვრთნილ კადრებს ამჟამინდელი “ნაციონალური მოძრაობის” ცნობილი და ფარული წევრების სრული შემადგენლობით, პოლიტიკურ არენაზე გამოიყვანეს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხალხში ნდობა ყალბი მეცენატობით წინასწარ ჰქონდა მოპოვებული და რომელმაც იკისრა ზემოთ მოხსენიებული აშშ-ის აგენტურის გადარჩენა და შენარჩუნება; და ეს წარმატებით შეძლო.

ფაქტია, რომ ივანიშვილს ჯერ არ ამოუწურავს ხალხის ნდობის რესურსი, გულუბრიყვილო ადამიანებს დღემდე ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს გარემოცვა ატყუებს და ხანდახან კადრების შერჩევაში ცდება, მაგრამ მიხვდება ყველაფერს და გვეშველება. ამიტომ ივანიშვილს მეორე წრეზეც წარმატებით გაიყვანენ თითქოსდა “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოოდ გასანადგურებლად. და მათი “საოცნებო” ბიძინა ამას გააკეთებს, ანუ ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური პარტია, გაქრება პოლიტიკური არენიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრე ნაციონალების სახელით ემსახურებოდნენ აშშ, ახლა უკვემეოცნებეებადსახელგადარქმეულები არ განაგრძობენ იმავე საქმიანობას.

ფაქტია, რომ ე. წ. ნაციონალები შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირიდან” გამოიჩეკნენ ნაციონალებად. ახლა კი იგივე ხალხი, ამჯერად უკვე “გადაოცნებულები”, ცდილობენ და კიდევაც მოვლენ დიდი რაოდენობით “ბედკრული საქართველოს” ხელისუფლებაში. ამას სწორედ ივანიშვილი უწყობს ხელს, შეინარჩუნა რა მთავარ სახელისუფლებო პოსტებზე ყოფილი ნაციონალები (მმართველობის ყველა რგოლში) და საარჩევნო სიაც მაქსიმალურად დააკომპლექტა ნაციონალებიდან პორტირებული კანდიდატებით. თვით ამჟამინდელი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ხომ “მოქალაქეთა კავშირიდან” ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას “აკიდებული”. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ მოამზადა საპრეზიდენტოდ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, შეუქმნა რა მას ხალხის თვალში ეროვნული მოღვაწის იმიჯი და ზუსტად ამ სახელით მოულოდნელად, ანუ “სახელის შეუბღალავად” გაიყვანა პოლიტიკური არენიდან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის ისევ წამოსაყენებლად.

ე.ი. მოსახლეობისთვის, ანუ გულუბრყვილო ამომრჩევლისთვის უკვე ცხადი უნდა იყოს, როგორ მოიქცეს ასეთ მდგომარეობაში. დაე, საკუთარი ბედი ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს. ნათქვამია: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”?!

ვლადიმერ ჩუბინიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here