Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე მელქისედეკი: თურქები ბათუმს ისედაც თავიანთ ქალაქად მიიჩნევენ, რომელიც, ადრე თუ გვიან,...

მეუფე მელქისედეკი: თურქები ბათუმს ისედაც თავიანთ ქალაქად მიიჩნევენ, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა დაიბრუნონ

1733

მამა ელიზბარ დიაკონიძე ჩვენი გაზეთის რესპონდენტი არაერთხელ ყოფილა. ის ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ყოველთვის დაუფარავად და თამამად საუბრობს. მამა ელიზბარი ამჟამად იტალიაში საქმიანობს, სლავური დიასპორების საეგზარქოსომ ის მეუფე მელქისედეკად აკურთხა და იტალიაში, ვენეციისა და ვენეტოს ეპისკოპოსი და ფინეთისა და სკანდინავიის ქვეყნების ეპარქიის დროებითი მმართველია. მეუფე მელქისედეკისაქართველო და მსოფლიოსსაქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

_ არჩევნები ახლოვდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ ის დარწმუნებულიანაციონალური მოძრაობისგამარჯვებაში, ჯარი და პოლიცია ამ ხელისუფლების მხარეს არ არის და მეტიც, აცხადებს, რომ დაუჯერებს არა არჩევნების, არამედ ეგზიტპოლის შედეგებს, არის თუ არა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება და მოსალოდნელია თუ არა არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს?

 _ მოგესალმებით. პირველ რიგში, მინდა, ყველას გისურვოთ სწორი არჩევანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გვეშველება. თუმცა საკითხავია, არჩევანს ვინმე გვეკითხება?! მოსახლეობას ტვინი გამორეცხილი აქვს და ის დამოკიდებულია კუჭში ჩასაშვებ ნივთიერებებზე _ ვინც ორ პურს დაჰპირდება, ხმასაც იმას მისცემს. ამას გარდა, საყურადღებოა ინტერესები გარე ძალებისა, რომლებიც დღეს მსოფლიოს მართავენ. მათ ნამდვილად არ აძლევთ ხელს ამ ქვეყანაში საღი აზრის გამარჯვება. ისინი აუცილებლად შეეცდებიან საქართველოში მართლმადიდებლური სულის გარყვნას. არჩევნები იქნება ისეთი შედეგის მომტანი, როგორიც მათ სურთ და არა როგორიც ქართველ ხალხს.

 რაც შეეხება სააკაშვილს, რა თქმა უნდა, მას ხელს არ აძლევს, არჩევნების შედეგებს დაუჯეროს… ჩვენს ხელისუფლებას უნდა მოეხდინა რეაგირება და მიხეილ სააკაშვილი თავის დამქაშებიანად ახლა ციხეში უნდა იჯდეს, დარდისგან იდაყვებს იჭამდეს და სიკვდილს ნატრობდეს, მაგრამ ეს ხომ დეგენერატების ხელისუფლებაა და ვინ დაიჭერდა?! ან ვის სურდა მათი დაჭერა, ივანიშვილი შეეცადა თუ პროკურატურა? ყველა სამინისტროში ნაციონალები დატოვეს. ამას წინათ წავაწყდი ასეთ ვითარებას: ადამიანს ეკუთვნოდა სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ ვინც უნდა მიანიჭოს ეს სტატუსი, ნაციონალების მხარდამჭერია და არ აძლევს მას სტატუსს, რათა შეაძულოს ეს მთავრობა. იმიტომაც არის ასეთი ვითარება ქვეყანაში, იმიტომ ბედავენ ნაციონალებიც და გარე ძალებიც ამდენს. ხომ ხედავთ, რაც ხდება აჭარაში, ესეც ჩვენი ქმედების შედეგია…

_ ბათუმში თურქული სკოლა გაიხსნა, რომელსაც თურქეთის მთავრობა აფინანსებს. სწავლა თურქულ ენაზე იქნება, სასწავლო პროგრამა კი _ თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი. ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამან იმ ფონზე, როცა თურქულ სახელმძღვანელოებში ბათუმი თურქულ ქალაქადაა მოხსენიებული?

_ აი სწორედ ნაწილი რომ აღშფოთდა და არა მთელი საქართველო, ეს არის პრობლემა! გამოდის საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და აცხადებს, _ მიუხედავად იმისა, რომ თურქებს უარი ვუთხარით, მაინც გახსეს სკოლაო. ამ განცხადების შემდეგ, ჯეჯელავა არათუ თანამდებობიდან მოსახსნელია, არამედ დასასჯელი. რას ჰქვია, უარი უთხარი და თურქმა სკოლა მაინც გაგიხსნა?! იქნებ არ უთხარი უარი და ხალხის გასაგონად ამბობ ამას? ამას გარდა, რომ აცხადებენ, თითქოს სკოლის გახსნაზე არც საქართველოს განათლების სამინისტროს და არც ადგილობრივი ხელისუფლების წრმომადგენელი არ მიიწვიესო, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს თვითონ არ უნდოდათ თურქული სკოლის გახსნისას გამოჩენა, რადგან არჩევნები ახლოვდება და მათი პოზიცია ასეთია _ “რაც გინდათ, გახსენით, ოღონდ ჩვენ არ გამოგვაჩინოთ”. დღეს ასლან აბაშიძეს ლანძღავენ და, როცა ის აჭარას ხელმძღვანელობდა, ვერც ერთი თურქი აჭარაში უბრალო ჯიხურის დადგმას ვერ ბედავდა. ხოლო რაც სააკშვილი და შემდეგოცნებამოვიდნენ ხელისუფლებაში, თურქები ისე გათამამდნენ, ანეკდოტიც გავრცელდა _ თბილისში აღმაშენებლის ძეგლი უკვე ხმალს იქნევსო.

თურქები ბათუმს ისედაც თავანთ ქალაქად მიიჩნევენ, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა დაიბრუნონ. დღეს რომ გამოდიან ამ ხელისუფლების წარმომადგენლები და აცხადებენ, თურქეთი ჩვენი მეგობარიაო, ამიხსნან, რომელ საუკუნესა და წელს გულისხმობენ! ორი კვირა მაინც დამისახელონ ჩვენი ისტორიიდან, როცა თურქი ჩვენი მეგობარი იყო. თუ ვინმე რიგით თურქს ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი თურქეთი ჩვენი მეგობარია. ამ ყველაფერს ის შედეგი მოჰყვება, რომ თურქეთი ბათუმს წაგვართმევს. ეს ფაქტი, საფრთხის შემცველი კი არ არის, უკვე მოსული საფრთხეა.

_ თუმცა ერთერთი არგუმენტით, ბათუმში ბევრი თურქი ბიზნესმენი ცხოვრობს და ეს სკოლა სწორედ მათი ოჯახებისთვის გაიხსნა.

_ ეს რა არგუმენტია?! თურქეთშიც ბევრი ქართველი ცხოვრობს, არის იქ ქართული სკოლა? საბერძნეთშიც ბევრი ქართველია, მხოლოდ ათენში 300 ათასი ქართველი ცხოვრობს, ვინმე გვიხსნის იქ ქართულ სკოლას? თურქეთში სასულიერო პირებს ანაფორით არ უშვებენ, რადგან ამას მათი კონსტიტუცია კრძალავს. ეს უკვე სხვა რჯულის ქადაგებად მიიჩნევა და მღვდელს, იქ რომ ანაფორით იაროს, დაიჭერენ, მე კი აქ სკოლას მიხსნიან.

ებრაელი ერი ხომ ჩვენი მეგობარია. ახლახან ისრაელში გახლდით, ჩვენი ეპარქიის სახელით, იერუსალიმის პატრიარქთან ხატი ჩავაბრძანეთ. როგორც კი გაირკვა საზღვარზე, რომ ქართველები ვიყავით, მაშინვე გაამკაცრეს ქვეყანაში შესვლის წესები. როდესაც ვკითხე, რატომ არ გვიშვებთ, ქართველი და ებრაელი ერის მეგობრობა ხომ ცნობილიამეთქი, მიზეზად ის დამისახელეს, რომ ქართველები აქ სამუშაოდ რჩებიან და კრიმინალს სჩადიანო. ვინც სჩადის დანაშაულს, დაიჭირონ, მთელი ქართველი ერი რა შუაშია?! კომპაქტურად დასახლებულ იმ უბნებში, რომლებშიც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, ქართულ ოჯახებში ღორიც კი არ იკვლებოდა მათდამი პატივისცემის ნიშნად. და ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა ერების მიმართ ასეთ სიმკაცრეს არ იჩენენ.

_ ორგანიზაციარუხი მგლებისწევრებმა სარფში გამართეს ხმაურიანი აქცია, სადაც პირდაპირ გაისმა ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები. სსსკის 308- მუხლის მიხედვით, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ, ისჯება. რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო მკაცრად?

_ პრეზიდენტობის ორი კვირა რომ ჰქონდა დარჩენილი, სააკაშვილმა თურქებს ჩვენ ჯიბრზე მისცა მოქალაქეობა. შედეგად, დღეს, მათი განცხადებით, სარფი თურმე თურქეთია. ეს, იცით, რატომ ხდება? ჩვენ არ ვდგავართ სათანადო სიმაღლეზე და იმიტომ! ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, მღვდელი არ გააატარეს. ეს სიტუაცია ნელ-ნელა მწიფდებოდა, რაშიც სააკაშვილმა და დედამისმა დიდი როლი ითამაშეს. ამ ხელისუფლებამ კი ხელი შეუწყო სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელებას. სანდრა რულოვსს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეს უზნეო ქცევის გამო, ის კი თამამად დადის.

რამდენიმე წლის წინათ მილიონი ხელმოწერა რომ შევაგროვეთ სააკაშვილის გადადგომაზე, ამ ხელისუფლებამ კინწისკვრით გამოგვყარა. რესპუბლიკელი ხმალაძე თვალებს მიქაჩავდა, იცავდა მას _ სააკაშვილი ჩემი პრეზიდენტია და ვადის გასვლამდე თანამდებობაზე უნდა იყოსო. მილიონი ხელმოწერა არაფრად ჩააგდეს და მათგან რატომ ელით უკეთეს მომავალს?!

ახლა ხალხს ე.წ. ვიზალიბერალიზაციის იმედი აქვს, მაგრამ ეს დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა წავა ქვეყნიდან, ვინც დარჩა. ყველაფერი ქართველი კაცის საზიანოდაა, რადგან ქართველი კაცი არ მოქმედებს თავის სასარგებლოდ.

უნდა ითქვას, რომ დღეს იმდენი ხალხი დადის ტაძარში, როგორც არასდროს, მაგრამ სულიერად ისევ მშიერია საზოგადოება, რადგან, რასაც ეკლესიიდან ელის, არ არის ის საკვები, რომლითაც სულს გამოკვებავს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. \\\”უნდა ითქვას, რომ დღეს იმდენი ხალხი დადის ტაძარში, როგორც არასდროს, მაგრამ სულიერად ისევ მშიერია საზოგადოება, რადგან, რასაც ეკლესიიდან ელის, არ არის ის საკვები, რომლითაც სულს გამოკვებავს.\\\”

    ai kaci da namdvili modzgvari!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here