მაინც ამოგთხრით!

1909

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ყველანაირად ცდილობს რა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გადამწყვეტი როლი შეასრულოს და კვლავ იამაყოს „ხალხზე გამარჯვებული ტელევიზიის“ სახელით, რიგრიგობით აგზავნის ოდესაში „ნაციონალების“ ხელის გოგო-ბიჭებს – გიორგი გაბუნიას, ნანუკა ჟორჟოლიანს, ჯიბის მასხარა ვანო ჯავახიშვილს… ახლა კი „რუსთავი 2“-ის „ეკონომიკის მამა“ აკაკი გოგიჩაიშვილი ესტუმრა დღევანდელობის „ყველაზე დიდ შუქურას“ ოდესაში.

მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2013-ში უნდოდა სარკინიგზო ხაზის გაყვანა პეკინიდან ლონდონამდე, რომლის ცენტრიც, მისი თქმით, ახალქალაქში უნდა ყოფილიყო. „ჩვენ აქ ვაშენებთ უზარმაზარ რკინიგზას, რომელიც, რეალურად, პეკინიდან ლონდონამდე რკინიგზა იქნება და მისი ცენტრალური პუნქტი საქართველოში, ახალქალაქშია“, – განაცხადა ახალქალაქში ჩასულმა, ჯერ კიდევ პრეზიდენტმა, 2013 წლის აპრილში.

გასულ კვირადღეს, რუსთავიორისეულ „პოსტ სკრიპტუმში“, სააკაშვილმა რამდენიმე გვირაბის გათხრა დაგვიანონსა იმ შემთხვევისათვის, თუ კვლავ დავაბრუნებთ მას საქართველოში. მათ შორისაა გვირაბი თელავიდან თბილისამდე, ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილზე, ლენტეხიდან თეთნულდამდე,

ერთი სიტყვით, თუკი სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მთელ საქართველოს გვირაბებზე დასვამს… სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – მთელ ქვეყანას გადათხრის და ქართველებს მიწის ქვეშ გვაძრომიალებს!

მისმა „მეუღლე“ სანდრამ კი, ამ გადაცემის გასვლიდან მეორე დღესვე, ზუგდიდში „ნაციონალების“ მიერ გამართულ მიტინგზე ამომრჩევლებს განუცხადა: „ამან (იგულისხმება სააკაშვილი) იცის, რომ აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს, რომც დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა“, და მეტი დამაჯერებლობისათვის, დაამატა – „ის გააკეთებს, დამიჯერეთ!“, ანუ „სტოპრაცენტი“ გამთხრელიაო…

P.S. გვირაბების გათხრაზე, ძნელია ყვარყვარე თუთაბერი და მისი გეგმა არ გაგახსენდეს… ამ ყველაფერს კი, „რუსთავი 2“-ის ეკონომიკის „ექსპერტი“ აკაკი გოგიჩაიშვილი ხბოს აღტაცებით უსმენდა, კვერს უკრავდა და მისმა „პატარა კაცობამ“ ვერ გააბედინა რესპონდენტისთვის მთავარი ეკონომიკური კითხვა დაესვა – რომ აღარაფერი ვთქვათ მიწის ქვეშ ძრომიალზე, ასეთი უზარმაზარი გვირაბების მშენებლობა, მათი სავენტილაციო სისტემებით გამართვა და მუდმივი ელექტროენერგიით უზრუნველყოფა რა კოლოსალური თანხები დაუჯდება მშიერ ქვეყანას.

ლევან ზანგურაშვილი

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ირაკლი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here