ვიდეოზე ასახულია სიტუაცია სარფში: თურქი „რუხი მგლები“ მღერიან თურქულ ნაციონალურ სიმღერას. ტექსტი შემდეგნაირია – „თურქული მიწა თურქი ხალხისთვის“. ხელებს თუ დააკვირდებით, რუხი მგლების სიმბოლიკაც ჩანს და ეს ყველაფერი ხდება ქართულ მიწაზე.
ორგანიზაცია „რუხი მგლები“ მსოფლიოს ტერორისტულ ორგანიზაციებს შორისაა შეყვანილი. 80-იან წლებში, როცა „რუხი მგლები“, ეს თურქული ულტრa-ნაციონალისტური დაჯგუფება, იკრებდა ძალას, მათ ქართველი პატრიოტი – ახმედ მელაშვილი მოკლეს.
“რუხი მგლები” დაარსებულია ფეთჰულა გიულენის მიერ, დღეს, ორგანიზაციის წევრები სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვიან. თავის დროზე, სწორედ გიულენმა სთხოვა სააკაშვილს „ნიურჯლარის“ ანუ იგივე „რუხი მგლების“ წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობა მიეცა. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიანიჭა. ამის სანაცვლოდ კი, გიულენმა სააკაშვილს, რამდენიმე მილიონი დოლარი გადაუხადა.
თავის დროზე, ხსენებული ინფორმაცია, თეა წულუკიანმა დაადასტურა. „რუხი მგლები“ დღემდე ბათუმში მოღვაწეობენ. „რუხი მგლების“ ფინანსურ უზრუნველყოფას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, გიულენის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შემოსული თანხებით უზრუნველყოფდა.
როგორც ჩანს სააკაშვილმა და მისმა დედამ ფული სამშობლოს ღალატში აიღეს, აი, რას ამბობდა იმ დროს სააკაშილი: «ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები, ბოლო კვირები, რამდენი დროც მაქვს, ორივე ხელით ვაწერო, მარჯვენა და მარცხენა ხელით ბრძანებულებებს, რომ თქვენ მოგცეთ მოქალაქეობა». აკი, მისცა კიდეც….
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=7InEwz1tz1o
ქართულ პრესაში დაბეჭდილი მასალების მიხედვით მოამზადა
კონსტანტინე ჩიკვილაძემ