Home რუბრიკები პოლიტიკა რა განსხვავებაა კვერცხსა და რესპუბლიკელს შორის

რა განსხვავებაა კვერცხსა და რესპუბლიკელს შორის

513

ძვირფას ნაციონალებს ვეუბნებით, რომ ვერ მოგეხმარებით, ვერ დაგანებებთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ კარიდან წასული სააკაშვილი ფანჯრიდან შემოვუშვათ ახლა რაიმე ფორმით. არ მოგცემთ ამის საშუალებას.

ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ პარლამენტში იმ მანდატებისთვის, რომ ეს ვერ მოახერხოთ და, თუ “ქართული ოცნება” და ნაციონალები პარლამენტში მარტო დარჩნენ და მეტი არავინ იქნა იქ, აი მაშინ შეიძლება კიდევ უფრო დიდი შანსი გაჩნდეს, იმ ვიღაცის ფანჯრიდან შემოსვლის. იმიტომ რომ, ნაციონალებს რომ ვხედავთ, აქვთ გამოცდილება, იციან მუშაობა შიგნით და გარეთაც. ერთი-ერთზე დარჩებიან ნაციონალები და “ოცნება”, 1 ნაციონალი 3 “ოცნებას” უდრის. იმიტომ, რომ იმ “ოცნებაში” კვალიფიკაცია, პოლიტიკური უნარ-ჩვევები ჯერ არ არის, შეჭამენ იმ პარლამენტში. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, იმ პარლამენტში რომ არ ყოფილიყო “თავისუფალი დემოკრატები”, ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ, რა ვითარება იქნებოდა თანაფარდობაში ნაციონალებსა და “ოცნებას” შორის გინდ პარლამენტის ტრიბუნაზე, ქუჩაში, ტელევზიაში ან უცხოეთში. ამას რაღაც სჭირდება, რომ ამ ხალხს გავუმკლავდეთ”, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბატონო დავით, გამახსენდა, ცხონებული ნოდარ დუმბაძისმე ვხედავ მზიდან” _ ერთი კარალიოკი ორ კვერცხს უდრის და ორი კარალიოკი _ ერთ ქათამსო. ჰოდა, კი უდრის ერთი კარალიოკი ორ რესპუბლიკელს

თუ არა და, 8 ოქტომბერს ხალხს ვკითხოთ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here