უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს აღელვებისა და ნერვიულობის საფუძველი აქვს. ამერიკელებმა, რომლებმაც ის ე.წ. ევრომაიდნით მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში, საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს უკრაინელ ოპოზიციონერებთან.
მაგრამ, რადგან “არა არს დაფარული, რომელიც, ადრე თუ გვიან ,არ გამჟღავნდეს”, სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, ნახონ და მოუსმინონ მოლაპარაკებებს უკრაინაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელ გლეიზერსა და პარტია “წარმატებული ქვეყნის” ლიდერ მარინა დედუშევას შორის.