Home რუბრიკები საზოგადოება “ბიძინა ივანიშვილის მაგივრად დავსვამ კითხვას: რატომ არ არის ბოლომდე გამოძიებული ლაფანყურის საქმე,...

“ბიძინა ივანიშვილის მაგივრად დავსვამ კითხვას: რატომ არ არის ბოლომდე გამოძიებული ლაფანყურის საქმე, რომლითაც ვლინდება მერაბიშვილის, ახალაიასა და მათი ლიდერის _ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი კავშირები და დანაშაული ტერორიზმის სპონსორობაში?”

501

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “ჯი-დი-ესის” პროექტში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” განაცხადა: “ვერ ვნახე “ნაციონალური მოძრაობის” გულწრფელი მონანიება. მონანიება იქნება მაშინ, როცა ისინი აღიარებენ კონკრეტულ დანაშაულებს. მე მათგან ამგვარი აღიარებები არ მომისმენია. 

სანდრა რულოვსმაც ზოგადად განაცხადა, რომ ისინი შეცდომებს აღარ გაიმეორებენ. რომელ გადაცდომებსა და შეცდომებზეა საუბარი, ახალგაზრდა ბიჭები რომ ჩახოცეს? პატიმრებს რომ იჭერდნენ და უდანაშაულო ხალხს აწამებდნენ? ჯერ უნდა აღიარონ დანაშაული, ბოდიში მოიხადონ და მერე უნდა თქვან, აღარ გავაკეთებთ მეტსო. ახალაიასა და მერაბიშვილს ისევ პოლიტპატიმრებად რომ მოიხსენიებს, ეს ხალხი აღიარებს დანაშაულს? გამოვიდეს ქალბატონი სანდრა და თქვას, პოლიტპატიმრები არიან ისინი თუ დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე. აღიარონ, რომ ახალაია სამართლიანად არის დაპატიმრებული, მერაბიშვილი სწორად ზის ციხეში, რომ 26 მაისს ასეთი დარღვევები არ უნდა ყოფილიყო, 7 ნოემბერი ასეთი არ უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არც ერთი აღიარება მათი მხრიდან დღეს არ გაგვიგია, ისევ ძალადობენ და ისევ სიცრუეზე არის მათი იდეოლოგია დაფუძნებული”.

მართლაც საინტერესოა, ის ადამიანები, რომლებიც ახალაიასა და მერაბიშვილს პოლიტპატიმრებად მოიხსენებენ, არიან კი მომნანიებელი ან, რომც მოინანიონ, კვლავ შეძლებენ ამომრჩევლის ნდობის დაბრუნებას? რა გააკეთაქართულმა ოცნებამიმისთვის, რომნაციონალურ მოძრაობასამდენი აღარ გაებედა?

ამ საკითხებზე გვესაუბრებიან ადვოკატი

ირმა ჭკადუა, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია და უფლებადამცველი ლალი აფციაური.

სანდრა არის ქალი, რომელიც ბათუმში გაჰკიოდა, თქვენ ცოცხები ნამდვილად გინდათო

ირმა ჭკადუა:

_ პარტიის მხრიდან მონანიება, რასაკვირველია, არაფერს ნიშნავს. ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია, აღარ არსებობს. მას არ აქვს მომავალი, სწორედ ამიტომ ხდება მათი რებრედინგი სხვადასხვა პარტიაში გადასვლით, მაგრამ ის ადამიანები, წინა ხელისუფლების წარმომადგენელები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ უკანონობაში, რომელიც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა _ ციხეებში წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაკულაკება, ქონების წართმევა, ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან. მათ ჰყავთ მეგობრები, ნათესავები, ამ ქალაქში ცხოვრობენ, მათივე რეაბილიტაციისთვის ეს კარგი იქნებოდა. ამომრჩეველს აქვს გააზრების შესაძლებლობა, მას არავინ აიძულებს, კონკრეტულად ერთ რომელიმე პარტიას დაუჭიროს მხარი, წინასაარჩევნო გარემო უჩვეულოდ მშვიდია, ასეთი გარემო ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გვახსოვს. არ ვხედავთ ქალაქში გადაჭედილ ავტობუსებს, რომლებითაც ხალხს მოერეკებოდნენ ხოლმე რეგიონებიდან. რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება, ხალხი ისეა შეცვლილი, ვერავინ აიძულებს ხმის მიცემას არასასურველი პოლიტიკური ძალისთვის.

_ სააკაშვილის ცოლი, სანდრა რულოვსი, სამეგრელოში აქტიურად ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას

_ ვხედავთ, რომ, სადაც კი გამოჩდებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანების რისხვას იმსახურებენ. ქალბატონი სანდრას მთავარი მესიჯი, რაც ზუგდიდში თქვა, იყო ის, რომ ისინი აღარ გაიმეორებენ ძალადობას; ასევე ამბობს, რომ გააგრძელებს მიშას გზას. სანდრა არის ქალი, რომელიც ბათუმში გაჰკიოდა, თქვენ ცოცხები ნამდვილად გინდათო. დღეს თუ არჩევანის გაკეთება გაუჭირდება საზოგადოებას, მაშინ პრობლემა უკვე ამომრჩეველშია. არ მეგულება ოჯახი, რომელსაც არ შეხებია წინა ხელისუფლების ავტორიტარული რეჟიმი; არ მეგულება ოჯახი, რომელშიც არ იყო ერთი პატიმარი ან პრობაციონერი მაინც. ხალხს, შესაძლოა, არჩევანის გაკეთება მოუწიოს ცუდსა და უარესს შორის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობა”.

_ ივანიშვილმა თქვა, ჯერ ბოდიში მოიხადონ და შემდეგ დააკონკრეტონ, რას გააკეთებენ და რას აღარ გააკეთებენო

_ ვერ დავეთანხმები ბატონ ივანიშვილის. რაც უნდა აღიარონ, ფაქტი ფაქტად რჩება, იმას, რაც “ნაცმოძრაობამ” ჩაიდინა, ისტორია თავის სახელს დაარქმევს. როგორი რებრედინგიც უნდა განიცადოს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, აღარასდროს ვენდობი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის უინტერესოა, რას მპირდება ადამიანი, რომელიც გუშინ მკლავდა, მაუპატიურებდა, ღირსებას მყრიდა, დღეს კი ამბობს, ხვალ ამას აღარ გავიმეორებო

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maisaia.jpg

თუ ხალხს სურს, მხარი დაუჭიროს ნაციონალსოციალიზმს, მაშინ ნურავინ დაიწუწუნებს, თუ მათი ოჯახის წევრებს ღამე დააპატიმრებენ ან პოლიტიზებული პოლიცია მათ შვილებს ქუჩაში დახვრეტს

ვახტანგ მაისაია:

_ ბატონო ვახტანგ, ივანიშვილმა განაცხადა, ის ხალხი, ახალაიასა და მერაბიშვილს პოლიტპატიმრად რომ მოიხსენიებენ, არის რამის მომნანიებელიო? როგორ ფიქრობთ, სწორი შენიშვნაა ყოფილი პრემიერმინისტრის მხრიდან?

_ აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. ძალოვანი სტრუქტურის ეს წარმომადგენლები, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზციამ ცნო დამნაშავედ. მათ დაადასტურეს, რომ ეს სუბიექტები მონაწილეობდნენ სისტემურ დანაშაულებში, 7 ნოემბერი და 26 მაისი _ სწორედ ეს არის სისტემური დანაშაული, რომ არაფერი ვთქვათ სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და სხვა ახალგაზრდების საშინელი გზით დახოცვაზე. არის კიდევ ლაფანყურის საქმე, რომელიც მიუთითებს ტერორიზმის საერთაშორისო მფარველობაზე. ბიძინა ივანიშვილის მაგივრად დავსვამ კითხვას: რატომ არ არის ბოლომდე გამოძიებული ლაფანყურის საქმე, რომლითაც ვლინდება მერაბიშვილის, ახალაიასა და მათი ლიდერის _ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი კავშირები და დანაშაული ტერორიზმის სპონსორობაში. ეს არის უმძიმესი ქმედება დღეს, როდესაც მიმდინარეობას საერთაშორისო ბრძოლა ტერორთან. აი, ამ კუთხით შევეპასუხებოდი ივანიშვილის მაგივრად იმ ოპონენტებს, რომლებიც ამ სუბიექტებს (მათ არ შეიძლება ადამიანები ვუწოდო) პოლიტპატიმრებად აცხადებენ.

_ რა გააკეთაქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობისმიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსააშკარავებლად?

_ არაფერი გაუკეთებია და ესეც სახელმწიფო დანაშაულია. დამნაშავეა ისიც, ვინც დამნაშავეს ხელს აფარებს. პოლიტპატიმრები ბიძინა ივანიშვილის პირადი ინიციატივით გაათავისუფლეს, თორემ, ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, პოლიტპატიმრებიც არ გამოეშვათ. ცუდია, რომ ივანიშვილს ისეთი გარემოცვა ჰყავს, რომელიც ინფორმაციას უმალავს და არ აძლევს საშუალებას, ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდეს ხელი. საქართველო გარდამავალ პერიოდშია. ხშირად ამბობენ ხოლმე, არაფორმალური მმართველიო. მოდი, ჯერ მივაღწიოთ იმ დონემდე, რომ არაფორმალური მმართველი არ გვჭირდებოდეს და შემდეგ ვილაპრაკოთ. საქართველოს დღეს სჭირდება არაფორმალური მმართველი. საქართველოში ორი არაფორმალური ლიდერია. ერთი _ ბოროტი, მეორე _ კეთილგონიერი. ბოროტი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თავისი პოლიტიკური ძალის მეშვეობით, მეორე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცდილობს (რამდენად გამოსდის სხვა საკითხია) დადებითი საქმეების კეთებას. ჩვენ ჯერ არ მოგვიშორებია ავტორიტარული სისტემის ელემენტები. ავიღოთ დემურ სტურუას ფაქტი: ახალგაზრდა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, მხეცურად გაუსწორდნენ მის დედას. აი ეს არის ზუსტად გადმონაშთი და მხეცური სულის გამოვლენა. “ბეტმენიზაციისპროცესში ვიმყოფებით. ბეტმენი რომ არ ყოფილიყო, ბოროტი ხუმარა ხომ გაიმარჯვებდა და, ასე ვთქვათ, გამგებელი ხომ გახდებოდა?!

_ “ნაციონალური მოძრაობაითხოვს ამომრჩევლის ნდობას. იმსახურებენ კი ისინი, რომ დღეს ქართველმა ხალხმა კვლავ დაუჭიროს მხარი?

_ “ჰეროკრატიის” ნახვის შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოს ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვუწოდებ. თუ ხალხს სურს, მხარი დაუჭიროს ნაციონალ-სოციალიზმს, მაშინ ნურავინ დაიწუწუნებს, თუ მათი ოჯახის წევრებს ღამე დააპატიმრებენ ან პოლიტიზებული პოლიცია მათ შვილებს ქუჩაში დახვრეტს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/afciauri.jpg

ახალაია პირადად მონაწილეობდა ადამიანების წამებაში

ლალი აფციაური:

_ როგორ შეიძლება, პოლიტპატიმრები იყვნენ ახალაია და მერაბიშვილი?! ზუსტად ვიცი, თითოეული მათგანის ნამოქმედარი. უამრავი ადამიანი უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, ახალაიას ხელმძღვანელობისას არაერთი პატიმარია ნაწამები, ახალაია პირადად მონაწილეობდა ადამიანების წამებაში. რაც შეეხება მერაბიშვილს, ყველას ახსოვს, როგორ ართმევდა ადამიანებს ქონებას, რა თქმა უნდა, ადეიშვილთან ერთად, ყველას ახსოვს შეკვეთით დაჭერილი ადამიანები.

_ არც ერთი აღიარებანაციონალური მოძრაობისმხრიდან არ გაგვიგია, ისევ სიცრუეზეა მათი იდეოლოგია დამყარებულიო, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

_ და ვისი აღიარება გვჭირდება? აღიარებული არ არის? განა ხელისგულზე არ გვიდევს ყველაფერი? “დედას გეფიცები, მამას გეფიცები, აღარ ჩავიდენ” _ ასე არ ხდება. რაც ჩაიდინეს, იმაზე აგონ პასუხი, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? თითოეულის დანაშაული ხელის გულზე დევს, გამოიძიონ კვალიფიციურმა გამომძიებლებმა, მისცენ შესაბამისი შეფასება და სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იმის მიხედვით აგონ პასუხი.

ისე, ნაციონალების მხარდამჭერი ადამიანი მათნაირი მენტალიტეტისაა.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here