Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრალგია

სანდრალგია

1076

ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:
_ “პრიბორი!”
ბიჭიკიამ, _ 26-.
_ რაის 26? _ეკითხება ჭიჭიკია.
_ აბა, რაისპრიბორიო?”
სწორედ ამ ანეკდოტის მსგავსად ისაუბრეს “ტვ პირველის” ეთერში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ და ზუგდიდში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ.

ინგა გრიგოლია ეკითხებოდა ბატონ მერაბს:

_ რა გაძლევთ იმედს, რომ ზუგდიდს მოიგებს “ქართული ოცნება”?

მერაბი კი პასუხობდა:

_ ზუგდიდში კარგი ამინდია… ყველა პარტია თავისუფლად ატარებს საარჩევნო კამპანიას… დღეს არის ნამდვილი არჩევნები, რაც 2012 წელს არ იყო… ზუგდიდი საარჩევნო რიტმში ცხოვრობს…

ის თითქოს წინასაშობაო სამზადისს აღწერს, ოღონდ შობის ნაცვლად არჩევნებია დღესასწაული, შემდეგ კი თემას ცოტა უახლოვდება და აღნიშნავს, რომ სამეგრელო წლების განმავლობაში იყო “ნაცმოძრაობის” დასაყრდენი, მაგრამ ამ კუთხეში არჩევნებს მაინც “ოცნება” მოიგებს.

როცა პასუხის მიუღებლობის გამო გრიგოლიამ კითხვა გაუმეორა, ბატონი მერაბის პასუხი იყო:

_ 2012 წლის არჩევნებს არ განვიხილავთ, სინამდვილეში კი, მაშინაც და დღესაც სამეგრელო მხარს უჭერსქართულ ოცნებას”.

დაახლოებით ორი წუთის წინათ კი თქვა, სწორედ სამეგრელოაონაცმოძრაობისსაყრდენი ძალა.

მერაბ ქვარაიას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო ჩემსავით ბევრია, ალბათ, გაურკვევლობაში.

ინგა გრიგოლიას შემდეგი კითხვა ასეთი იყო:

_ “ნაცმოძრაობამ” სამეგრელოში მაჟორიტარად წარადგინა სანდრა რულოვსი, რომელიც პოპულარულია ხალხში და საარჩევნო კამპანიას წარმატებით წარმართავს. რას ფიქრობთ, რამდენ პროცენტს აიღებს დაახლოებით “ნაცმოძრაობა”?

მერაბ ქვარაიამ კი უპასუხა:

_ რამდენად პოპულარულია სანდრა რულოვსი, არჩევნები დაგვანახვებს, ხოლო ზუგდიდი ცხოვრობს აქტიური საარჩევნო ცხოვრებით. აქ ყველა პარტიამ წარმოადგინა თავისი კანდიდატი, ყველაზე დიდი შანსიქართულ ოცნებასაქვსავაშენეთ სტადიონი დარუხი _ მოლი”…

თუ ქვარაიას მიერ კითხვაზე გაცემულ პასუხს მათემატიკურად ავხსნით, ასეთი ფორმულირება გამოგვივა: გასავლელი მანძილი _ 30 კილომეტრი, გადაადგილება _ 0.

_ აისახა თუ არა ხალხზე თქვენი ოთხწლიანი მოღვაწეობა?

მერაბმა უპასუხა:

_ მთავარი ის არის, რომ ახლა ხალხთან ლაპარაკი შეიძლება, ყველა და ყველაფერი თავისუფალია, ჩვენი მიზანია (სლოგანი…) სწრაფი განვითარება და სახალხო კეთილდღეობა.

გრიგოლია ქვარაიას მშიერ ხალხზე ესაუბრებოდა, ქვარია კი პასუხობდა, _ დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, ადამიანთა თავისუფლებას განმტკიცება სჭირდება, ხოლო უფლებებს _ ყოველდღიური დაცვაო.

ალბათ, როცა შინ ვინმეს მოშივდება და ეკითხება, _ მერაბ, საჭმელი თუ გვაქვს რამეო, პასუხობს _ კი, რა თქმა უნდა, გვაქვს; აი იქ არის ტუალეტი და ცხელი წყალიცო.

თხუთმეტწუთიანი საუბრისას დასმული შვიდი შეკითხვიდან მერაბ ქვარაიამ მხოლოდ ერთს უპასუხა, ისე, რომ პასუხი კითხვიდან გამომდინარეობდა, თუმცა იმ ერთხელაც იცრუა.

მერაბს არც მთავარი მოწინააღმდეგე ჩამოუვარდება. დავით ბაქრაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისას თქვა, რომ მოძალადე ხელისუფლება ყოველთვის დამარცხდება ხალხის ნებასთან, ამასობაში კი სანდრა რულოვსმა განაცხადა: “ჩვენ ძალადობის გამეორებას არ ვაპირებთ”, ანუ “ნაცმოძრაობა” ხალხის ნებასთან კი დამარცხდა, მაგრამ ხელახლა უნდა ხელისუფლებაში მოსვლა.

ეს იგივეა, კაცმა, რომელმაც ქალი გააუპატიურა, მას კიდევ ერთი შეხვედრა სთხოვოს იმ პირობით, რომ აღარ გააუპატიურებს.

“…მოდი, ხალხს ვკითხოთ, მოდი, რეფერენდუმი ჩავატაროთ, მოდი, თარიღი დავნიშნოთ, მერე ჩატარდება ეს რეფერენდუმი და, ადრე თუ გვიან, ვეღარ შეხვალ შენს სახლში პასპორტის გამოცვლის გარეშე”.

აბა, გამოიცანით ამ სიტყვების ავტორი.

არა, ის არ არის დემოკრატიის წინააღმდეგ მებრძოლი დიქტატორი. ამ ფრაზის შემოქმედი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსია.

სამტრედიაში შეხვედრისას სანდრამ ხალხს უთხრა, თუ რაოდენ საშინელი და დამღუპველი რამ არის ხალხის აზრის თავისუფლად გამოხატვა. ეტყობა, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი რომ არის.

ზუგდიდში მოყოლილმა ამბავმა კი პირდაპირ შემძრა.

როცა ამერიკაში ვიყავი, ტაქსისტმა მკითხა: როგორ არის საქართველო მიშას შემდეგ? მე კი ძალიან სერიოზულად ვუპასუხე: ცუდად”.

გია ჯაჯანიძე რომ ვიყო, აუცილებლად მოვიწვევდი სანდრა რულოვსს ჩემს შოუში თავისი ტაქსისტიანად…

ძალიან მაინტერესებს, რომელ ამერიკელ ტაქსისტს შესტკივა გული სააკაშვილის მიერ საქართველოს დატოვებაზე?!

ქალბატონო სანდრა, მინდა, გაგაფრთხილოთ: “ოცნება” თქვენს პოპულარობას საფრთხეს უქმნის. მათ ინდიელი მუსიკოსები დაიქირავეს და მეგრულ სიმღერებს ასწავლიან, ამიტომ სასწრაფოდ ელარჯი გააკეთეთ, თორემ თქვენი რეიტინგი თქვენი ამომრჩევლის ზნეობასავით დაეცემა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here