Home რუბრიკები პოლიტიკა გია ვოლსკი: დავით უსუფაშვილის საქმიანობის ხარისხი რესპუბლიკური პარტიის ფორმატში გადანაცვლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა

გია ვოლსკი: დავით უსუფაშვილის საქმიანობის ხარისხი რესპუბლიკური პარტიის ფორმატში გადანაცვლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა

475

რესპუბლიკური პარტიის ფორმატში გადანაცვლებამ დავით უსუფაშვილის საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა, _ განაცხადა ფრაქციაქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ გია ვოლსკიმ. დეპუტატის შეფასებით, რესპუბლიკელების წინასაარჩევნო განცხადებები ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად სცილდება.

 “რასაკვირველია, რომ არა უმრავლესობის მხარდაჭერა, უსუფაშვილი ვერ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და გული მწყდება, რომ იგი ამ უმრავლესობის მხარდაჭერის იგნორირებით გამოდის რესპუბლიკური პარტიის პლატფორმიდან, იქცა ოპონენტად ბევრ საკითხზე.

მას ჯერ კიდევ მართებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება, რომელსაც კარგად ასრულებდა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის ფორმატში გადანაცვლებამ მისი დიაპაზონი, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა. რესპუბლიკური პარტიის პოზიციები ბევრ საკითხზე, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, არცთუ საფუძვლიან კომენტარებსა და განცხადებებზე არის დაყრდნობილი და მნიშვნელოვნად სცილდება იმ ინტერესებს, რომლებიც დღეს საქართველოს აქვს”, _ განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here