1) ბუდაპეშტში ტროლეიბუსები გამოჩნდნენ 1949 წელს. პირველი ტროლეიბუსი დანომრეს 70-ით, რადგან იმ წელს აღინიშნებოდა სტალინის 70-ე დაბადების დღე. ბუდაპეშტში ახლაც კი არ არის 70 რიცხვზე დაბალი ნომრის მქონე ტროლეიბუსი.
2) უინსტონ ჩერჩილს ძალიან უყვარდა სომხური კონიაკი, ამიტომ ყოველდღე სვამდა კონიაკ „დვინს”. ერთხელ პრემიერმა შეამჩნია, რომ „დვინმა” დაკარგა თავისი პირვანდელი გემო. მან ეს აუწყა სტალინს. აღმოჩნდა, რომ მარგარ სედრაქიანი, რომელიც უშვებდა „დვინს”, გადასახლებული იყო ციმბირში. სტალინის ბრძანებით ის დააბრუნეს. ამის შემდეგ ჩერჩილმა ისევ გაიხარა, ხოლო სედრაქიანს კი სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს.
3) გელი მარკიზოვა და სტალინი(იხ.სურათი). სურათის სახელწოდება – „სტალინი და გელი”. სურათზე მინაწერი – „მადლობა ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისათვის”. ამ გოგონას მამა დახვრიტეს, ხოლო დედა, გელისთან ერთად, გადაასახლეს. ამის შემდეგ ამ სურათს სახელი „სტალინი და გელი” შეუცვალეს და დაარქვეს „სტალინი და მამლაქატი”. შემდეგ, მათ დაადასტურეს, რომ ეს გოგონა ნამდვილად პიონერი მამლაქატ ნახანგოვა იყო.
4) როდესაც რუსული მანქანის „პობედას” შექმნას აპირებნენ, სახელიც შეურჩიეს და დაარქვეს „როდინა” (სამშობლო). როდესაც სტალინმა ამის შესახებ გაიგო, ირონიულად იკითხა: „Ну и почём у нас будет Родина?”. ამიტომაც დაერქვა ამ მანქანას „პობედა”.
5) ძველქართულად „ჯუღა” ნიშნავდა „ფოლადს”(რუს.сталь). ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამიტომ აირჩია იოსებ ჯუღაშვილმა ფსევდონიმი „სტალინი”.
6) ლიტერატურის კითხვის საშუალო ნორმა სტალინისათვის შეადგენდა დაახლოებით 300 გვერდს დღეში. ის ყოველთვის დაკავებული იყო თვითგანათლებით. მაგალითად, 1931 წელს, კავკასიაში მკურნალობისთვის ჩასულ იოსებს, ნადეჟდა ალილუევასთან გაგზავნილ წერილში, საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ჯანმრთელობის შესახებ. სამაგიეროდ თხოვდა, რომ გამოეგზავნა წიგნები ელექტროტექნიკისა და შავი მეტალურგიის შესახებ.
7) სტალინის განათლებულობის დონის შეფასება შეიძლება მის მიერ წაკითხული და ნასწავლი წიგნებით. რამდენი წიგნი წაიკითხა თავის სიცოცხლეში, ამის დადგენა არ ხერხდება. ის იყო წიგნების კოლექციონერი. ის წიგნებს კი არ აგროვებდა, არამედ არჩევდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მის ბიბლიოთეკაში იყო ისეთი წიგნები, რომლებიც მომავალში გამოადგებოდა. იმ წიგნების შესწავლა, რომელსაც ის არჩევდა, ძალიან ძნელია. კრემლის ბიბლიოთეკა(სტალინის იყო), როგორც მოწმეები ამბობენ, ითვლიდა რამდენიმე ათეულ ათას წიგნს. 1941 წელს, სტალინის ბიბლიოთეკა ევაკუირებული იყო და რამდენი წიგნი დაიკარგა, უცნობია, რადგან კრემლის ბიბლიოთეკა აღარ აღმდგარა. ასევე მას ჰქონდა წიგნები აგარაკებზე. ერთ-ერთ აგარაკზე კი ინახებოდა დაახლოებით 20 ათასი წიგნი.
8) სტალინი თავისი მუშაობით ყოველთვის ასწრებდა დროს, რამდენიმე ათეული წლითაც კი. მისი ეფექტურობა, როგორც ხელმძღვანელისა, იყო იმაში, რომ ის ისახავდა ძალიან შორეულ მიზნებს და მისი იმდღიური გადაწყვეტილება ხდებოდა მასშტაბური გეგმების ნაწილი.
9) იოსებ სტალინი უპირატესობას ანიჭებდა ღვინო „წინანდალს” და „თელიანის”. ხანდახან სვამდა კონიაკს, ხოლო არაყი საერთოდ არ აინტერესებდა. მცველმა შეამჩნია, რომ 1930-1935 წლებში, მხოლოდ ორჯერ დაარღვია ეს „წესი”: ს. მ. შტემენკოს დაბადების დღეზე და ა. ა. ჟდანოვას მოსახსენიებელზე.
10) სტალინს მიაჩნდა, რომ სსრკ-ს ყველა ქალაქში უნდა ყოფილიყო პარკი, სადაც ადამიანები დაისვენებდნენ. ამ პარკის მთავარი „ატრიბუტები” იყო საკითხავი და სათამაშო (ჭადრაკი, ბილიარდი, ნარდი) დარბაზები, ლუდის ჩამოსასხმელები, საცეკვაო მოედნები და საზაფხულო თეატრები.
11) სსრკ-ს მართველობის უპირველეს ეშელონზე ყოფნის დროს (10 წლის განმავლობაში), სტალინმა სამჯერ მოითხოვა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.
12) იდეურ ბრძოლაში ტროცკის მომხრეებს გამარჯვების უმცირესი შანსიც კი არ გააჩნდათ სტალინის მომხრეებთან. როდესაც სტალინმა, 1927 წელს, ტროცკის შესთავაზა, ჩაეტარებინათ ერთპარტიული დისკუსია, ტროცკელებისთვის რეფერენდუმის შედეგი უბრალოდ სასირცხვილო იყო. 854 ათასი წევრიდან 730 ათასმა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, 724 ათასმა კაცმა სტალინს დაუჭირა მხარი, ტროცკის კი მხოლოდ 6 ათასმა.
13) მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და სსრკ-ს შორის შეწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა, სტალინის გარდაცვალების დღე, ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს.
14) ომის დროს სტალინმა, როგორც წესი იყო, თავისი შვილებიც გაგზავნა ფრონტზე. მისი ერთი შვილი ტყვედ ჩავარდა, საბჭოთა კავშირს კი გერმანელი ფელდმარშალი პაულიუსი ჰყავდა ხელში ჩაგდებული. როდესაც გერმანელებმა შესთავაზეს, უმცროსი სტალინი გაეცვალათ პაულიუსზე, სტალინმა უარი განაცხადა და თქვა: „ჩვენ რიგითებს გენერლებზე არ ვცვლით”.
15) 1943 წელს სტალინმა წარმოთქვა ეს სიტყვები: „მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავთან ბევრ ნაგავს დაყრიან, თუმცა ისტორიის ქარი შეუბრალებლად გაფანტავს მათ”
კონსტანტინე ჩიკვილაძე
ჭიათურა გაგიგიათ?
საბაგირო გზებით იგი.
მსოფლიოში,პირველობდა,
ჯუღაშვილმა გააკეთა!
თბილისის ზღვა,
რიონჰესი, აწჰესი
და სამგორის სარწყავები,
ნეტავი ვინ გააშენა?
კიდევ მეტსაც მოგახსენებთ,
7 მილიონ რუბლს ითვლიდა
სააკაძის ფილმის შექმნა,
2 წლში კი აფიშებმა,მსოფლიო შემოიარა!
იქნებ,ვინმემ მოიგონოთ,
საქართველოს ეკლესის, ავტოკეფალია,
ჯუღაშვილმა ააშენა,თუ დაანგრია?
აბა,გახსენ ბაგე,რა გსმენია?
წიგნიერნო,გონიერნო,სწავლულებო,
მრავალ ენით რომ ითარგმნა,
ჩვენი ვეფხისტყაოსანი,
ჯუღაშვილის, ერთმა სიტყვამ ითამადა!
ისტორიას ვინ სწავლობდით,
მოიგონეთ,აღარ მახსოვს,
ფაშისტურ საქმიანობას,
რაო, ვინ ეწირებოდა?
სტალინს, რომ კრემლში აცნობეს,
ივანეს,სუკის კატორღა ელისო,
თითი უქნია ქართველებს,
მაგის ტოლი მეცნიერი,ნეტავი თუ გყავთო!
კიდევ ესეც მოვიგონოთ,
კანონით,ნეტავ ვინ აკრძალა,
აბორტისა და
ჰომოსექსუალიზმის მოსპობა?
აი, დედასა ქართველნო,
მაშ, ვინ ყოფილა სტალინი?
გონზე,თუ კიდევ ვერ მოხვალთ,
ხვალ, კვლავ, ვიქნები მთხრობელი!
ܨܓܨ მ ე ܨܓܨ
AM TSERILIS ME — 15 PUNKTS UFRO \\\”VRSLAD\\\” TSARMOGIDGENT!; STALINMA TKVA: \\\”AI, ME MALE MOVKVDEBI DA, POLITBIUROSA TU MTAVROBASHI , ERTMANETS PATARA BICHEBIVIT DAEREVIT; CHVENS SAERTO SHETSDOMEBSHI MTAVAR DAMNASHAVES DAUTSKEBT DZEBNAS DA VITSI: ME DAMADANASHAULEBT, CHEMS SAFLAVS NAGVIT AAVSEBT!, MAGRAM, ARA USHAVS, ARA USHAVS, ISTORIIS KHARI MALE GAFANTAVS AM NAGAVS\\\”! —O…
უდიდესი წმინდანი ბერი გაბრიელი ძალიან დადებითად საუბრობდა სტალინზე.უდიდესი წმინდანი ბერი გიორგი ბასილაძე ამბობდა სტალინი ცათა სასუფეველშიაო მე 5 ცაზეო.უდიდესი წმინდანი მეუფე ილარიონი სამხარაძე ადიდებდა სტალინს.ცოცხალი უდიდესი წმინდანი ბერი ნიკოლოზი წერს რომ სტალინია ყველაზე დიდი..
me piradad ujkvianes pirovnebad vtvli stalins man shaibara kvekana toxit da barit da datova atomit man saxelmwifo msoflioshi gaikvana pirvel adgilze ekonomiurad da samxedro sakitxebshi
Mexute punqti- erti versia asevici titqos leninma daarqva stalini stal folads nishnavs shen foladivit zlieri adamiani xar da uwoda stalini