Home რუბრიკები ბლოგი თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალება აშშ-ის მიერ არის ორგანიზებული

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალება აშშ-ის მიერ არის ორგანიზებული

964

თურქეთში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მათ შორის საქართველოშიც. როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლებამ, პარასკევ საღამოს, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ განაცხადა. პრეზიდენტმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა, თავის მხრივ, სამხედროებმა გამოაცხადეს რომ ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღეს, მიზეზად კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და სამოქალაქო უფლებ ების დაცვა დაასახელეს. 

დილისკენ ამბოხებულებმა იარაღის დაყრა და ტყვედ ჩაბარება დაიწყეს, ამ მომენტისთვის, სულ 1500-ზე მეტი სამხედროა დაპატიმრებული. თანამდებობებიდან  ხუთი გენერალი და 29 პოლკოვნიკი გაათავისუფლეს.

 ჩემი ღრმა რწმენით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა ორგანიზებულია აშშ-ის მიერ, რომელიც უკმაყოფილო იყო ერდოღანის ბოლოდროინდელი რევერანსებით- „მობოდიშებებით“ რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმირ პუტინის და თურქული მხარის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტის ოჯახის მისამართით, რაც ჩემი აზრით თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგებს.

მინდა ჩამოგითვალოთ რამდენიმე ფაქტი რომელიც, ჩემი აზრით, მეტყველებს იმაზე რომ გადატრიალების მცდელობა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობით.        

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, თურქეთის მოვლენების კომენტირებისას ასეთი ფრაზა წარმოთქვა:  „უნდა უზრუნველვყოთ ხელისუფლების მემკვიდრეობითობა“, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელები ხელისუფლების გადაცემას სამხედროების ხელში იმთავითვე ეთახნმებიან და იწონებენ. ამ სიტყვებით, ქერიმ, ირიბად გაამართლა კიდეც გადატრიალება.

ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტი, რომ გიულენი, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ   გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა, აშშ-ში ცხოვრობს და მისი როლი გადატრიალებაში უარყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გადატრიალება ჩაიშალა,

სამხედრო გადატრიალების მონაწილე სამხედროები ძირითადათ ქემალისტები არიან, რომლებსაც ისლამური იდეებიდან განდგომა  და ამერიკულ მოდელზე გადასვლა სურთ. მათი უმეტესობა თავის დროზე სწავლებას ამერიკულ და ნატოს სამხედრო სასწავლებლებში გადიოდა.

 ერდოღანისთვის ეს გადატრიალება  იმის მანიშნებელია, რომ ამერიკელები მას თავის მოკავშირედ აღარ განიხილავენ, ეს კი თურქეთის ამერიკისგან დისტანცირებას და თავის მხრივ,  რუსეთთან  დაახლოებას გამოიწვევს, კერძოდ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიმართებაში- თურქეთი პრაქტიკულად შეწყვეტს ტერორისტების დახმარებას, აგრეთვე, შესაძლოა ,თურქებმა სირიაში პროსახელისუფლებო ძალების მხარე დაიჭირონ. რაც შეეხება ქურთისტანს, იმ პირობებში, როდესაც თითქმის მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა შეიცვლება, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან  მათთან ომის გაგრძელება წარმოუდგენლად მეჩვენება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში.

რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, აქ დიდი ალბათობით რუსეთის გავლენა ერთი-ორად გაიზრდება, თურქეთს მოუწევს რუსეთთან ურთიერთობების დაბალანება, რაც რუსეთის ისედაც დიდ გავლენას რეგიონში ერთი-ორად გაზრდის.

 

                                                                  კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here