Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავით (ქვლივიძე): რომელ ისტორიულ არჩევანზეა საუბარი, რომელ ქართველ მეფეს ერქვა მეფე...

მამა დავით (ქვლივიძე): რომელ ისტორიულ არჩევანზეა საუბარი, რომელ ქართველ მეფეს ერქვა მეფე ევროპისა?!

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება ვაშლიჯვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ქვლივიძე):

_ მამა დავით, კუნძულ კრეტაზე გამართულ საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაზე საქართველოს ეკლესიის წაუსვლელობამ საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართულინეოლიბერალურიპროპაგანდა განსაკუთრებით გაამწვავა. ისმის ბრალდებები, რომ თურმე ეს გადაწყვეტილება სინოდმა რუსეთის გავლენით მიიღო. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ეს პროპაგანდა?

_ უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ სანამ კუნძულ კრეტაზე შეიკრიბებოდნენ, შვეიცარიაში, კერძოდ, შამბეზიში გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა და ამ შეხვედრაზე ყველა ეკლესია, გარდა საქართველოს ეკლესიისა, დუმდა იმ ანტიქრისტიანულ კანონებზე, რომლებიც კრეტაზე უნდა განხილულიყო. ამის შემდეგ ანტიოქიამ თქვა კრებაში მონაწილეობაზე უარი, შემდეგ ბულგარეთმაც იგივე განაცხადა, უარი განაცხადა სერბეთმაც, ბოლოს კი _ რუსეთმაც. სხვათა შორის, ბულგარეთი შენგენის წევრიც არის, ნატოსიც და ევროკავშირის და, საინტერესოა, მისი გადაწყვეტილებაც რუსეთის გავლენა იყო? მე ვფიქრობ, ეს მართლმადიდებლური სულის ძახილია და თქმა იმისა, რომ თითქოს რუსეთია ამ ყველაფრის ავანგარდში და ამ ქვეყნის გამო არ ჩავიდნენ იქ ქართველები, აბსურდია. საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება ღვთისმშობლის დიდი კურთხევა იყო და დიდი წყალობაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლობის ერთგულება. საქართველოს ეკლესია არც კი განიხილავს ანტიმართლმადიდებლურ ცვლილებებს, რომლის შემოტანაც კრეტის კრებაზე უნდოდათ.

_ თუმცა იქ ითქვა, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ყველასთვის სავალდებულოა

_ ეს ასე არ არის. საინტერესო იყო ის, რომ ამ კრებას არ ესწრებოდა 4 მართლმადიდებლური საპატრიარქო და ესწრებოდნენ კათოლიკები, პროტესტანტები, ნესტორიანელები, (სად მოძებნეს ეს ნესტორიანელები, არ ვიცი, საოცრებაა პირდაპირ), სომეხი მონოფიზიტები, კოპტები და ყველა, ვინც კი ოდესმე შეუჩვენებიათ მსოფლიო კრებებზე. ახლა თვითონ განსაჯეთ, როგორი წმინდა მართლმადიდებლური კრება იყო ეს. ჩემი აზრით, სატირალია, როცა მართლმადედებლები და კათოლიკები ერთად ლოცულობენ სულიწმიდის გარდამოსვლის ლოცვას, ვინაიდან, მოციქულთა კანონში პირდაპირ წერია, თუ მღვდელმა ან ეპისკოპოსმა მწვალებლებთან ილოცოს, განიკვეთოსო. ამ ხალხს წესით რომ მიუდგე, პასუხი უნდა მოსთხოვო…

_ და რატომ არ უნდა მივუდგეთ?

_ თვითონ თავისი ეკლესიები უნდა მიუდგნენ, შიგნით. მაგალითად, ვთქვათ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოიქცა არასწორად? კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უნდა ამხილოს იგი და ასეც ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, პატრიარქობა არ ნიშნავს გუბერნატორობას.

_ მოდი, გავიხსენოთ მსგავსი პრეცენდენტი.

_ მაგალითად, გავიხსენოთ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. ის გადააყენეს და მის მიერ შემოტანილი სწავლება _ ნესტორიანელობა მწვალებლობად ჩამოყალიბდა. ამ სწავლებით ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აკნინებდა და შეურაცხყოფდა. ამის შემდეგ გადაასახლეს და ღვთის ისეთი რისხვა დაატყდა თავს, რომ ენა გაუსივდა, მატლები დაესივნენ და საზარელი წამებით გარდაიცვალა. სხვა უამრავი შემთხვევაცაა, როცა პატრიარქებისა და ეპისკოპოსების გადაყენება ხდებოდა.

რაც შეეხება კრეტის შეკრებას, გარდა იმ ეკლესიებისა, რომლებიც კრეტაზე არ ჩავიდნენ, კრების გადაწყვეტილებებს დამსწრე რვა ეპისკოპოსმაც არ მოაწერა ხელი, მათ შორის, საკმაოდ ავტორიტეტულმა ეპისკოპოსებმაც. ათონის მთიდანაც მიწერეს საპროტესტო წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ანუ, ეს ანტიეკლესიური გადაწყვეტილებები საბოლოოდ რა შედეგით დასრულდება, რთული სათქმელია. მართლმადიდებლობა _ ეს არის კრებსითი რელიგია და არა ისეთი დიქტატურული, როგორიც არის კათოლიციზმი _ რომის პაპი რასაც იტყვის, ყველა უსიტყვოდ ემორჩილება…

_ ეს ყველაფერი არის თუ არა მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილების შეტანის მცდელობა?

_ რა თქმა უნდა.

_ როგორ ფიქრობთ, ვისგან მოდის ეს მცდელობა?

_ ცხადია, ანტიქრისტიანული ძალებისგან.

დავუბრუნდეთ კრეტის შეკრებას, რომელიც დაგვირგვინდა ერთობლივი ეკუმენისტური ლოცვებით, რაც აკრძალულია და ეს არის პირდაპირ რეპეტიცია, სამზადისი ანტიქრისტესთან შესახვედრად.

ახლა კონკრეტულად რატომ არ შეიძლება ერთობლივი ლოცვები და ვინ შეიძლება იყოს ერის მოწინააღმდეგე. ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა ებრაელებს აუკრძალა უცხო ტომის ქალის ცოლად შერთვა, რადგან ითვლებოდა, რომ, თუ უცხო ტომის ქალები მოვიდოდნენ, ისინი თავიანთ წარმართულ რელიგიებს შემოიტანდნენ. სოლომონ მეფემ ეს წესი დაარღვია და დაიწყო უცხო ტომის ქალების მოყვანა ცოლად, იმხანად, მოგეხსენებათ, მრავალცოლიანობა იყო. ჯერ მოიყვანა ხეთები, შემდეგ _ ამორეველები, ეგვიპტელები, ამალიკელები და ამ ქალებმა, ბუნებრივია, შემოიტანეს თავიანთი კერპები. ანუ, მათ ეს კერპები დადგეს ჯერ საძინებლებში, შემდეგ სამეფო პალატებში და ბოლოს ისე გაკადნიერდნენ, რომ სოლომონის ტაძრის ეზოში აშთარის კერპი აღმართეს. ამის შემდეგ იერუსალიმის ტაძარში ერთდროულად მიდიოდა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება და ეშმაკის თაყვანისცემა, ანუ დაიწყო ეკუმენისტური, შერეული, არასწორი ლოცვები. ამის შემდეგ ღმერთი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა, შენ ისეთი დიდი ცოდვა ჩაიდინე, არ გაპატიებ, მაგრამ რადგან ამხელა ღვაწლი გაქვს და ტაძარი ამიშენე, სიცოცხლეში არა, მაგრამ შენი სიკვდილის შემდეგ შენს სამეფოს შუაზე გავყოფ და ის ვერასოდეს გაერთიანდებაო. ასეც მოხდა, სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ისრაელი ორად გაიყო, ისრაელად და იუდეად და 1948 წელს, როდესაც გაერომ ხელახლა დაუშვა ამ სახელმწიფოს შექმნა, ის ისევ ორადაა გაყოფილი. რატომ მოხდა ეს? ეკუმენისტური ლოცვების გამო. ახლა გეკითხებით, ეკუმენისტური ლოცვაა სახელმწიფოს ღალატი თუ ამ ლოცვაში მონაწილეობაზე უარის თქმა? სწორად მოიქცა თუ არა საქართველოს ეკლესია? _ ნამდვილად სწორად მოიქცა.

_ როდესაც სინოდმა განჩინება მიიღო და შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, იყვნენ სასულიერო პირები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ. მათ პოზიცია როგორ უნდა აიხსნას?

_ ჩემი არგუმენტი არის სახარება და მე სახარებიდან ვსაუბრობ, მათ რომ დაუსვათ ანალოგიური შეკითხვა, იცით, რას გიპასუხებენ? _ “მე ასე ვფიქრობ”, “ჩვენ ასე გვგონია”, “ახლა ასე ჯობს”… ჰკითხეთ და ნახავთ. მათ სხვა პასუხი არ აქვთ, ვერც ექნებათ…

_ ამას წინათ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც .. სოციალურ მუშაკს უფლებას ანიჭებს, “ძალადობისშემთხვევაში ბავშვი ოჯახიდან გაიყვანოს დამოძალადემშობელს მოაშოროს. რა საფრთხეებს შეიცავს ეს საკანონმდებლო ცვლილება?

_ მთელი მსოფლიო ემზადება ანტიქრისტესთან შესახვედრად, ეს არის სამზადისი; და ანტიქრისტე იქნება არა მხოლოდ სულიერი ლიდერი მსოფლიოსი, არამედ პოლიტიკურიც. თქვენ, ალბათ, მოისმინეთ რომის პაპის კომენტარები კრეტის კრებაზე, მან მართლმადიდებლები კნუტებსა და ძაღლის ლეკვებს შეადარა… იმისთვის, რომ ანტიქრისტე მოვიდეს, აუცილებელია, ჯერ დიდი განდგომილება იყოს ქრისტესგან, ამიტომ საჭიროა ნიადაგის მომზადება. ამას ემსახურება ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც, სხვა ამოცანა და მიზანი ამას არ აქვს.

_ ამ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს იმ პარლამენტარებმაც, რომლებიც პოლიტიკაში ეროვნული ლოზუნგებით მოვიდნენ. მათგან ზოგი თავის დროზე ინიციატივითაც გამოდიოდა, რომ დეპუტატებს ჩოხაახალუხით ევლოთ სხდომებზე. როგორ ფიქრობთ, ისინი გაუცნობიერებლად აძლევენ ხმას მსგავს კანონებს თუ შეგნებულად აკეთებენ არჩევანს?

_ ნებისმიერ შემთხვევაში მათ უნდა იცოდნენ, რომ არცოდნა არცოდვას არ ნიშნავს. ამის გამო მათ ღვთის წინაშე მოუწევთ პასუხისგება. მით უფრო, რომ ეკლესია საჯაროდ აპროტესტებდა ამას. ასე რომ, ჩვენმა ხალხმაც კარგად უნდა გააანალიზოს, ვის მისცეს ხმა. იმ ადამიანებს უნდა დავუჭიროთ მხარი, ვინც იტყვის, რომ ამ კანონს შეაჩერებს.

_ როგორც სასულიერო პირს, თუ გაქვთ დეპუტატებთან კონტაქტი?

_ სანამ პარლამენტში შევიდოდნენ და დეპუტატის მანდატს მიიღებდნენ, ბევრთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. მეტსაც გეტყვით, მაშინ, როდესაც მათთვის გამარჯობის თქმაც კი საშიში იყო, როგორც შემეძლო, მხარში ვედექი. ახლა რომ ვურეკავ, ზარს არ პასუხობენ. ეტყობა, არ სურთ, ჩემთან საუბარი, იციან, რომ ეს მათთვის სასიამოვნო საუბარი არ იქნება, ან, ალბათ, სათქმელიც არაფერი აქვთ…

_ საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ თურმე ჩვენი ისტორიული არჩევანია ევროპა და ევროკავშირი. სწორად მიგაჩნიათ ეს მიდგომა?

_ ევროკავშირი იშლება და სად მიდიან? ან რომელ ისტორიულ არჩევანზეა საუბარი, რომელ ქართველ მეფეს ერქვა მეფე ევროპისა? თქვენ დავით აღმაშენებლის ტიტულები იცით? სოლომონიან, იესიან, დავითიან, მეფე აბხაზთა, ქართველთა, რანთა, შაჰინშა და შირვანშა… სად არის ევროპა ნახსენები?! ან იგივე გიორგი ბრწყინვალეს ტიტულები ავიღოთ, სად არის მეფე ევროპის?!

ახლა უფრო აქეთ წამოვიდეთ, მეცხრამეტე საუკუნეში, როცა საქართველო შეუერთდა რუსეთს და ევროპული იერი მიიღეს ქართველებმა, საიდან მიიღეს?_ პეტერბურგიდან. პეტერბურგი იყო ევროპის ჩრდილოეთ დედაქალაქი და იქ მიიღეს დიდმა ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა განათლება. დღეს ამ თემაზე საუბარი სამარცხვინოდ ითვლება, რამეს იტყვი, გამოხტება ვიღაც და რუსეთის აგენტი ხარო,_მოგაძახებს. თვითონ ვისი აგენტები არიან, საინტერესოა…

_ დავუბრუნდეთ ისევ იმ საკანონდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა, რა გზა რჩება საზოგადოებას, რომ ამ კანონის საბოლოოდ მიღებას და ამოქმედებას ხელი შეუშალოს?

_ ეს უნდა გააჩეროს მომავალმა პარლამენტმა, ამიტომ, ისეთი ხალხი უნდა ავირჩიოთ, ვინც ამას გააკეთებს.

_ თუ ვერ ავირჩევთ?

_ უნდა ავირჩიოთ, თუ არადა, ყველაფერი ჩვენს თავს დავაბრალოთ. დავჯდეთ მშვიდად, წყნარად და ვუყუროთ გულხელდაკრეფილებმა, როგორ დაგვამხობენ თავზე სახელმწიფოს. ამისთვის, ალბათ, დიდი დრო არ დასჭირდებათ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. უკვე რამოდენიმეჯერ დაანონსდა, რომ ახალ პარლამენტში პატრიოტი და გამოცდილი ხალხის ადგილი არ იქნება. ეს ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირზერძეშეუშრობელი და ამერიკული მენტალობით გაზრდილი ბავშვები არასდროს დაუჭერენ მხარს ისეთ საქართველოს ჩვენ რომ გვსურს იყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here