მთავარი საზოგადოება მამა ათანასე (ხაბეიშვილი): ეს არის იუვენალური ფაშიზმი, ტერორი, რომელსაც სამიზნეში ჰყავს ოჯახი…

მამა ათანასე (ხაბეიშვილი): ეს არის იუვენალური ფაშიზმი, ტერორი, რომელსაც სამიზნეში ჰყავს ოჯახი…

518
გააზიარეთ

დღეს საქართველოში დემოკრატიის ნიშანწყალიც არ შეინიშნება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება წმინდა თეოდორე ტირონის ეკლესიის წინამძღვარი მამა ათანასე (ხაბეიშვილი).

_ მამაო, საქართველოს ეკლესიის მხრიდან საერთო მართლმადიდებლურ შეკრებაში მონაწილეობაზე უარის თქმას გარკვეული ძალები ისევ ეკლესიის წინააღმდეგ იყენებენ. მედიასივრცეში მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, რომ სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის გავლენით მიიღო. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ პროპაგანდის უკან ან რა შეიძლება ეკლესიამ ამ პროპაგანდას დაუპირისპიროს?

_ კათოლიკოს-პატრიარქმა ამ საკითხზე განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის წაუსვლელობას არანაირი პოლიტიკური მოტივი არ აქვს. შესაბამისად, ყველა ის ბრალდება, რომლებიც ეხება ვინმეს ან რაიმეს ზეგავლენას აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, სიცრუე და ცილისწამებაა.

რაც შეეხება მიზეზს, რომლის გამოც საქართველოს ეკლესიამ უარი თქვა კრებაში მონაწილეობაზე, ნათლადაა გამოხატული უწმინდესის წერილში, კერძოდ, საუბარია სამ საკითხზე: პირველი არის ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხი, მეორე _ მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან და მესამე _ მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში, რომელიც თურმე ცვლილებებს საჭიროებს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე იყო ეს კრება, როცა აღნიშნულმა სამმა საკითხმა უკმაყოფილება გამოიწვია და შეთანხმება ვერ მოხერხდა. თავის მხრივ, უწმინდესმაც თხოვნით მიმართა მსოფლიო პატრიარქს, არ განხილულიყო ეს საკითხები. აქვე მოვიყვან ციტატას: გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტი, “ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები”, რადგან იგი არ არის მიღებული კონსესუსით”. სამწუხაროდ, უწმინდესს არავინ მოუსმინა და ეს საკითხები მაინც განიხილეს…

_ პატრიარქის წერილი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ბრალდებები, რომლებიც გვესმის ეკლესიის მისამართით, რომ იგი თურმე რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზეა, საზოგადოებაზე მაინც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ?

_ ჯერ ერთი, გაურკვეველია, რატომ ხდება სრულიად მართლმადიდებელთა შეკრება… ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ, როდესაც მსოფლიო საეკლესიო კრებები დგებოდა, აუცილებლად დღის წესრიგში იყო მწვალებლობა; ცხადია, იგმობოდა ეს მწვალებლობა და შემდგომში მიიღებოდა სხვადასხვა განაწესი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი საეკლესიო კრება ამოწმებდა წინას, ანუ მეორე კრებამ პირველი დაამოწმა, მესამემ _ მეორე, მეოთხემ _ მესამე და ა.შ. სინტერესოა, ამ კრებას ვინ დაამოწმებს?! მათ განიხილეს ანტიეკლესიური საკითხები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ სწავლებას, კერძოდ, მეექვსე საეკლესიო კრების 72- კანონს, რომელიც დოგმატური ხასიათისაა და ეს ნიშნავს, რომ მათ უნდათ მართლმადიდებელსა და მწვალებელს შორის ჯვრისწერის საიდუმლოში მონაწილეობა

_ ვის უნდა ეს?

_ ცხადია, ამ ყველაფრის ინიციატორი არის მსოფლიო საპატრიარქო. მეტიც, იმ კრებაზე ითქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც მიიღეს, სავალდებულო იქნება სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის, მიუხედავად იმისა, რომელი ეკლესია მონაწილეობდა ამ კრებაში და რომელი _ არა. აი, როგორ უპასუხა ამ საკითხზე რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას ტელმის არქიეპისკოპოსმა იობმა: “თქვენ ჩამოხვედით დემოკრატიული ქვეყნიდან, სადაც ყველასგან ელოდებიან არჩევნებში მონაწილეობას. სამწუხაროდ, დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა არ მონაწილეობს არჩევნებში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია?”

_ რის თქმა სურდა არქიეპისკოპოსს?

_ სურდა კი არა, პირდაპირ გვითხრა, მიიღებთ თუ არ მიიღებთ მონაწილეობას კრებაში, აქ მიღებულ გადაწყვეტილებებს დაემორჩილებითო. ასეთი იმპერატიული ტონი სასულიერო პირისგან წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ასეთი მაღალი რანგის ღვთისმსახური მსგავსი რიტორიკით არ უნდა საუბრობდეს და, სხვა თუ არა, ის მაინც უნდა ესმოდეს, რომ ეკლესია პოლიტიკა და არჩევნები არ არის. ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც უნდა არჩევდეს, რა განსხვავებაა არჩევნებსა და საეკლესიო კრებებს შორის

_ ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, ყველას აინტერესებს, დაემორჩილება თუ არა საქართველოს ეკლესია კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

_ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ხდება ეკუმენიზმის დაკანონება და ისეთი რამის ნორმად გამოცხადება, რაც ეწინააღმდეგება წმინდა სწავლებას.

საქართველოს ეკლესია აკვირდება მოვლენებს და შემდგომ შეფასებებსაც გააკეთებს. თუ მიღებულ იქნა ის კანონები, რომელთა გამოც სინოდი კრებაზე არ წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ მივიღებთ და არც ანტიოქიის ეკლესია მიიღებს. კიდევ ვიმეორებ: არანაირი აუცილებლობა ამ კრების მოწვევისა არ არსებობდა, რადგან მწვალებლობები არ იგმობა…

_ 22 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც .. სოციალურ მუშაკს უფლებას აძლევს, მასზეძალადობისშემთხვევაში ბავშვი ოჯახიდან გაიყვანოს დამოძალადემშობლისგან განაცალკევოს. ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც, დიდი ხანია, საპატრიარქო ეწინააღმდეგება, მაგრამ ის მაინც მიიღეს. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?

_ ეს არის ევროპისთვის კარგად ცნობილი და თავსატეხად ქცეული ე.წ. იუვენალური იუსტიცია, რომელიც მიმართულია საზოგადოების ტრადიციული ფასეულობების გაქრობისკენ. ეს არის იუვენალური ფაშიზმი, ტერორი და დიქტატურა, რომელსაც სამიზნეში ჰყავს ოჯახი. გარდა ამისა, ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონკრეტულ მუხლებსსრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ამ კანონს მოჰყვება კატასტროფული შედეგები და, როცა მათ წინაშე დავდგებით, ყველაფერზე პასუხისმგებელნი იქნებიან აღნიშნული კანონის შემქმნელები, ცხადია, მის მიმღებებთან ერთად

_ ამ კანონის მიმღებთა შორის არიან ის დეპუტატებიც, რომლებიც თავის დროზე ეროვნული მოძრაობიდან მოვიდნენ პოლიტიკაში. მათგან ზოგი ინიციატივით გამოდიოდა, რომ კაცებს ჩოხაახალუხით ევლოთ სხდომებზე, ხოლო ქალებს _ ჩიხტიკოპით. რა აიძულებს ამ ხალხს, მხარი დაუჭიროს იუვენალურ იუსტიციას ან იმავე ანტიდისკრიმინაციულ კანონს?

_ ცხადია, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ნეგატიური დამოკიდებულება უჩნდება ამ დეპუტატების მიმართ, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ეს კანონი მიმართულია ოჯახის, საზოგადოების ეროვნული სულისკვეთებისა და ფასეულობების წინააღმდეგ.

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე მათ დავუსვამ შეკითხვას: როგორი ქართველები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ დასავლეთიდან ნაკარნახევი სახიფათო კანონების მიღებას და ამით სასიკვდილო დარტყმას აყენებენ თავიანთ ერს? მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ღალატის ტოლფასი და ამისთვის, ადრე თუ გვიან, პასუხი მოეთხოვებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამით ხელს აწერენ უმძიმეს განაჩენს, რადგან ყველა ვხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ევროპაში ანალოგიური კანონის მიღებას, ხშირად წართმეულ ბავშვებს .. ერთნაირსქესიანი წყვილების ოჯახებზე აშვილებენ

_ როგორ ფიქრობთ, საქართველოშიც მოსალოდნელია მსგავსი რამ?

_ როდესაც ქვეყანაში გაცხადებული და დეკლარირებული პოლიტიკაა ის, რომ თურმე ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ევროპა, რომ მის იქით გზა არ გვაქვს და ევროკავშირში შესასვლელად საჭიროა ქართული კანონმდებლობის მოყვანა ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, ეს უკვე ყველაფერს ცხადყოფს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ნელნელა მივყავართ იქით, რომ ადრე თუ გვიან აქაც მოხდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, შემდეგ, ცხადია, ამ .. ერთნაირსქესიანთა ოჯახებს შვილის აყვანის უფლებასაც მისცემენ. ასე რომ, აქ შეკითხვები ზედმეტია, ჩვენი პერსპექტივა ძალიან ნათლად ჩანს ევროკავშირის წევრი იმ სახელმწიფოების მაგალითზე, რომლებშიც, დიდი ხანია, მოუშორებელ ჭირად ექცათ ეს .. ნეოლიბერალიზმი

რაც შეეხება იმ დეპუტატებს, ჩოხაახალუხში გამოწყობილები ქვეყნის დამანგრეველ კანონებს რომ აძლევენ ხმას, გავა წლები და ისტორია მათ მოიხსენიებს, როგორც მიზანთროპებს, რადგან არანაირი სიყვარული არ გამოსჭვივის მათი ქმედებიდან. ეროვნული ტანსაცმელი მათთვის არის მხოლოდ ნიღაბი, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, როგორი ნიღაბიც უნდა მოირგონ, ვერ დაიმალებიან, იმიტომ, რომარა არს დამალული, რომელიც არა გაცხადდეს”. ისინი პასუხს აგებენ ღვთისა და ხალხის წინაშე, ისინი ძალიან მძიმე განსაცდელს უმზადებენ თავიანთ თავს.

_ .. ნეოლიბერალები და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად ამბობენ, რომ შიში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების, მათთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებისა და, საზოგადოდ, ევროპული კანონმდებლობის ჩვენს რეალობაში პირდაპირ გადმოტანის მიმართ უსაფუძვლოა. მათ ხშირად მოჰყავთ ხოლმე ხორვატიის მაგალითი, რომელმაც მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაარმიღება რეფერენდუმით გადაწყვიტა

 _ ათი ან ხუთი წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდნენ? რომ იუვენალურ იუსტიციაზე გაბედავდნენ საუბარს? ან 10-15 წლის წინათ ვინმე წარმოიდგენდა, რომ საქართველოშიგეიაღლუმისჩატარების მცდელობა ექნებოდათ? საქართველოს არავინ არაფერს ეკითხება, საქართველოს მხოლოდ უბრძანებენ. ასე რომ, მათი გეგმა თუ განხორციელდა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც დააკანონებენ, შვილის აყვანის უფლებასაც მისცემენ და აღლუმებსაც ჩაატარებენ. ნურავინ დაიჯერებს, რომ ჩვენ აქ რეფერენდუმებს მოგვაწყობინებენ, აქ იქნება პირდაპირ ლიბერალური ტერორი და, ვინც ამ ტერორს შეეწინააღმდეგება, მას ფიზიკურად გაანადგურებენ.

_ რა რესურსი აქვს საზოგადოებას, რომ ხელი შეუშალოს ამ კანონის ამოქმედებას?

_ უნდა შევიდეს სასამართლოში სარჩელი ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით, იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად, იგი კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება…

_ სასამართლოც დასავლეთის დირექტივებით იმართება და რატომ გგონიათ, რომ სარჩელის შეტანას შედეგი მოჰყვება?

_ თუ არ მოჰყვება, ხალხს აქვს დიდი ძალაუფლება და პოლიტიკური ელიტა ამაში დარწმუნდება. დღეს საქართველოში დემოკრატიის ნიშანწყალიც არ შეინიშნება და ამ კანონის მიღება არის ამის ნათელი მაგალითი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირდაპირი დიქტატურა და ძალაუფლების უზურპაცია დასავლეთის მხრიდან. საფრთხე ძალიან დიდია. ცოტა ხანში შეიძლება თითოეულ ოჯახში შევიდესსოციალური მუშაკიდა მშობლებს წაართვას შვილი. საქართველო ამას არ უნდა შეეგუოს და არ უნდა დაუშვას იუვენალური ფაშიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კატასტროფას, რომელიც ბოლომდე დაანგრევს ისედაც ნგრევისა და დასუსტების გზაზე მდგარ სახელმწიფოს

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ამ კანონის შემქმნელებს და მიმღებებს ვუსურვებ მათი შვილები და შვილიშვილები
    გაეშვილებინოთ ერთნაირსქესიანთა წყვილებზე. ამინ!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here