Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეკ მეტლოკი: ნატოს გაფართოება შეცდომაა, უკრაინა კი ყირიმის გარეშე უკეთესად იქნება

ჯეკ მეტლოკი: ნატოს გაფართოება შეცდომაა, უკრაინა კი ყირიმის გარეშე უკეთესად იქნება

576

 “პოლიტიკა განისაზღვრება აღქმით და რუსეთის აღქმა არის ის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვმოქმედებდით მის წინააღმდეგ, ვცდილობდით, ალყა შემოგვერტყა და ვერეოდით მის საშინაო პოლიტიკაში. რაც შეეხება უკრაინას, მას არაფერი გამოუვა რუსეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე. დასავლეთს კი ოდესმე მოუწევს დათანხმება ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე. უკრაინისთვის უკეთესია უყირიმოდ ყოფნა”.

ამერიკის ორმა ყოფილმა ელჩმა ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი გამოთქვა მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობის შეფასებისას, აგრეთვე, ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე დაძაბულობის გაღრმავებაში.

მაიკლ მაკლოფმა და ჯეკ მეტლოკმა თავიანთი შენიშვნები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინეს. მაკლოფი (2012-2014 წლებში აშშ-ის ელჩი რუსეთში) და მეტლოკი (1987-1991 წლებში აშშ-ის ელჩი სსრკ-ში), როგორც ჩანს, შეთანხმდნენ, რომ ბოლო წლებში რუსეთის საშინაო პოლიტიკამ გადამწყვეტი გავლენა იქონია კრემლის საგარეო პოლიტიკაზე.

“რუსეთშიც და უკრაინაშიც ყველაფერი გამომდინარეობს საშინაო პოლიტიკიდან, ამერიკის საშინაო პოლიტიკის ძლიერებისა თუ სისუსტისგან დამოუკიდებლად, _ შენიშნა მაკლოფმა, _ ეს ტრაგიკული მომენტია ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობაში. მე ეს სულაც არ მიხარია, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს ყოვლისმომცველი პოლიტიკა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, ჩვენ მაშინ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთის მთავრობასთან, როდესაც ეს ჩვენს ინტერესებში შედის და არც რუს საზოგადოებასთან ურთიერთქმედება უნდა დავივიწყოთ”.

თავის მხრივ, ჯეკ მეტლოკმა ისაუბრა აშშ-ისთვის ასეთი პოლიტიკისგან მომდინარე საფრთხეზე. მან თქვა, რომ რუსეთმა ასეთი პოლიტიკა შეიძლება აღიქვას, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა, რომელზეც არაერთხელ განუცხადებია პრეზიდენტ პუტინს. “პუტინმა შეიძლება დაუშვა შეცდომები, მაგრამ პუტინის მთავრობა რუსების საქმეა, მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი”, _ აღნიშნა მეტლოკმა. მან, აგრეთვე, მიუთითა, რომ ელჩად ყოფნისას მხარს არ უჭერდა ნატოს გაფართოებას და აღიარა, რომ ზოგჯერ ალიანსი აშშ-ისთვის უსიამოვნებების წყაროა.

“პოლიტიკა განისაზღვრება აღქმით და რუსეთის აღქმა არის ის, რომ ჩვენ თანამიმდევრულად ვმოქმედებდით მის წინააღმდეგ, ვცდილობდით, ალყა შემოგვერტყა და ვერეოდით მის საშინაო პოლიტიკაში. რაც შეეხება უკრაინას, მას არაფერი გამოუვა რუსეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე. დასავლეთს კი ოდესმე მოუწევს დათანხმება ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიაზე. უკრაინისთვის უკეთესია უყირიმოდ ყოფნა”, _ აღნიშნა მეტლოკმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here