რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი 16-26 ივნისს დაგეგმილი მსოფლიოს წმინდა კრების გადადებას ითხოვს. ამის მიზეზად კი ცალკეული ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმას ასახელებს.
„ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას დიდი და წმინდა კრების მუშაობაში. ვითხოვთ მისი ჩატარების თარიღის გადავადებას“, _ განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მანამდე კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიებმა, ხოლო სერბეთის ეკლესიის შეთავაზებაა, ასევე, ამ კრების ჩატარების გადავადება.