Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო _ ეს არის რეკეტი!

ნატო _ ეს არის რეკეტი!

537

ამერიკული ინტერნეტგამოცემა The Huffington Post წერს, რომ მსოფლიო წესრიგისადმი მოჩვენებითი მუქარები აშშის სამხედროსამრეწველო კომპლექსს საშუალებას აძლევს, წარმატებით გაყიდოს თავისი ნაწარმი.

პასუხისმგებლობის მქონე გადასახადის გადამხდელებმა იციან, რომ ნატო  არის თავდაცვითი კავშირი, რომელიც გვიცავს ტირანიისა და შორს მცხოვრები შავგვრემანი ადამიანებისგან, მაგრამ სინამდვილეში რით არის დაკავებული ეს ალიანსი?

მას შემდეგ, რაც წითელი საფრთხე აღარ არსებობს, ნატო 20 წლის განმავლობაში ცდილობდა, შეეცვალა თვალსაზრისი საკუთარ თავზე. ნატოს, ალბათ, კაბალის შესწავლა უნდა დაეწყო მადონასთან ერთად, რომელსაც, ჩანს, საქმე გამოელია. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ დაეხმარება დიდი ამერიკული რეაქტიული გამანადგურებლების მიყიდვაში იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ეს თვითმფრინავები სულაც არ სჭირდებათ.

აი როგორ აღწერდა ერთი კვლევითი ინსტიტუტი ნატოს გაფართოებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 1999 წელს: “ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა იარაღის მწარმოებლებისთვის, ერთი შეხედვით, საოცნებო ბაზარია… მაგრამ პენტაგონის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ პრიორიტეტების ჩამონათვალში იარაღი ჯერჯერობით არ არის. რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების გარეშე ახალ ქვეყნებში სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით ნატო ნავთს დაასხამს ცეცხლზე, რომელიც მოსკოვსა და დასავლეთს შორის გიზგიზებს”.

ეს დასკვნა “მსოფლიო დიალოგის ცენტრმა” 1999 წელს გამოაქვეყნა, რა უნდა იყოს ამაზე წინასწარმეტყველური?

დანიურმა მემარცხენე ცენტრისტულმა გაზეთმა Politiken-მა ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერილია, როგორ გადააქცევდა ხოლმე აშშ რუსეთის მხრიდან მსოფლიოს დაპყრობის მოჩვენებით მუქარას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ნატოელი “მოკავშირეებისთვის” იარაღის მიყიდვის მოცულობის ზრდად. პენტაგონელი მაღალჩინოსნების თქმით, რომლებიც მალე გავლენ პენსიაზე და მუშაობას დაიწყებენ კონსულტანტად Lokheed martin-ის მსგავს კომპანიაში, ყოველ წუთს მოსალოდნელია, რომ რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება.

რას ნიშნავს ეს? _ ყველაფერი მარტივია: დღეს იარაღი ნატოს პრიორიტეტების სიის ზედა ნაწილშია.

რა თქმა უნდა, დამთხვევაა, რომ 2015 წელს ობამას ადმინისტრაციამ სტარტი ააღებინა ამბიციურ ინიციატივას იარაღით ვაჭრობის სფეროში, რომელიც კონკრეტულად ნატოს წევრებისთვის არის გამიზნული: “აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ ორ წელიწადზე გათვლილი პროექტი ნატოს წევრ სახელმწიფოებს იარაღის შესყიდვას გაუიოლებს, რადგან ეს ქვეყნები სამხედრო ბიუჯეტის უკმარისობას განიცდიან. პროგრამა მიზნად ისახავს აშშ-ის იარაღის გაყიდვას საქმიანი პრაქტიკის ცვლილებებთან ადაპტაციისა და მყიდველთა მოთხოვნების მიმართ მოქნილობის წყალობით”.

ამრიგად, კითხვაზე _ სინამდვილეში რით არის დაკავებული ნატო? _ პასუხი მარტივია: ქმნის წარმოსახვით მუქარებს მსოფლიოს სტაბილურობისთვის, შემდეგ კი ამ მუქარისგან თავის დასაცავად მარჯვნივ და მარცხნივ ვაჭრობს იარაღით.

გენერალ-მაიორმა სმედლი ბატლერმა (ამერიკელი სამხედრო მოღვაწე, საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური _ რედ.) თავის დროზე დაწერა: “ომი _ ეს არის რეკეტი”. და თქვენ სანაძლეოც შეგიძლიათ დადოთ, რომ ამ სისხლიან თაღლითობაში ნატო წამყვან როლს თამაშობს.

ჩვენ შეიარაღებულ ძალებზე არ უნდა დავხარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე ნატოს 25 ქვეყანა ერთობლივად ხარჯავს. ჩვენ არ გვჭირდება მოძველებული “თავდაცვითი” ალიანსი, რომელიც დაუცველ სახელმწიფოებს ბომბავს და ამერიკული წარმოების იარაღით ვაჭრობს იმ ქვეყნებთან, რომლებისთვისაც ამ იარაღს არავითარი სარგებელი არ მოაქვს.

ნატო _ ეს არის რეკეტი!

The Huffington Post

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here