Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ლასურაშვილი): ისტორიული განვითარების თუ ყოფის რომელ მონაკვეთში იყო საქართველო ევროპა?

მამა დავითი (ლასურაშვილი): ისტორიული განვითარების თუ ყოფის რომელ მონაკვეთში იყო საქართველო ევროპა?

ევროკავშირისა და ევროპული “დემოკრატიის” მოტრფიალე “ლიბერალებს” მცირე ხნის წინათ თავზარი დასცა ერთ-ერთი გავლენიანი დასავლური ინსტიტუტის (You Gov) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა _ გერმანელების 54 და ფრანგების 42 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირიდან გასვლასო. 

ანალოგიური პოზიცია გამოხატა ბრიტანეთის მოსახლეობის 40 პროცენტმა. წამყვანი დასავლელი ექსპერტების აზრით, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. მათი განმარტებით, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის გასვლა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და ამის შემდეგ ევროკავშირს, დიდი ალბათობით, სხვა სახელმწიფოებიც დატოვებენ. ზემოაღნიშნული მონაცემის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი განიხილეს. პროცედურა თითქოს წარმატებით უნდა დასრულებულიყო დალიბერალებსთავი ქუდში ეგონათ, მაგრამ აი რა მოხდა _ ისევ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა, განხილვა გადაიდო და, როგორც გვაიმედებენ, აღნიშნულ საკითხს ელჩები 14 ივნისს მიუბრუნდებიან. მოკლედ, ევროკავშირი და ევროპულიდემოკრატიაარსებობის ბოლო დღეებს ითვლის, ჩვენს ხსნაზე კი ფეხს ითრევს და პირდაპირ თუ ირიბად მიგვანიშნებს, _ აუტკივარი თავის ატკიება არ გვინდაო. მიუხედავად ამისა, ქართულინეოლიბერალურიპროპაგანდის მესვეურებს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა არ ეზარებათ, ხალხს კვლავინდებურად არწმუნებენ, რომ ევროპა და ევროპული ოჯახი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ ევროკავშირის იქით გზა არ გვაქვს და, თუ ამ კავშირში არ შევალთ, რუსეთი საბოლოოდ გადაგვსანსლავსსამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რეალობა სხვაგვარია: ევროპას არ სჭირდება საქართველო და, ისლამური ქვეყნებიდან გაშმაგებული მიგრაციის ფონზე, არ აპირებს, კიდევ ერთი მძიმე ტვირთი აიკიდოს ჩვენი სახითხელისუფლების მიერ გაცხადებულ პროდასავლურ კურსზე, ამ პოლიტიკის თანამდევ ანტიმართლმადიდებლურ თუ ანტიეროვნულ რიტორიკასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა დავითი (ლასურაშვილი).

_ მამაო დავით, ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრი წამყვანი სახელმწიფოების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს ამ გაერთიანებიდან გასვლას. რა არის ამის მიზეზი, რამ მიიყვანა ეს ხალხი ამ დასკვნამდე?

_ ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლები ვართ და პირდაპირი გაგებით პოლიტიკაში არ ვერევით, მაგრამ ის, რაც ხდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში, ცხადია, ჩვენთვისაც ძალიან ახლობელი თემებია და შეძლებისდაგვარად ვრეაგირებთ ყველაფერზე.

რაც შეეხება ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, მიუხედავად გაშმაგებული პროპაგანდისა, რომ თანამედროვე დასავლური ე.წ. ნეოლიბერალური იდეოლოგია თითქოს ადამიანის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, ევროპის მოსახლეობა ხედავს, რასთან აქვს რეალურად საქმე. უკვე ყველა ხვდება, რომ სინამდვილეში ეს არის ტყუილზე დამყარებული გაერთიანება, რომლის მიზანია ადამიანის დაშორება ღმერთთან და საერთო სამწყსოს მომზადება ანტიქრისტესთვის. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ნიუანსები აქვს და ამ ყველაფრის განხორციელებას სხვადასხვა პროექტით ცდილობენ. მათგან დღეს ყველაზე მეტად წინ წამოწეული ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.

_ რატომ ამახვილებენ ამაზე განსაკუთრებულ ყურადღებას?

_ იმიტომ, რომ სოდომია ყველაზე მძიმე ცოდვა და სწორედ ამ ცოდვით ხდება ადამიანის დაშორება უფალთან. მათი მიზანი რა არის? _ კაცობრიობა განუდგეს ქრისტეს. ზნედაცემული ადამიანის მართვა კი გაცილებით იოლი იქნება. აქ კიდევ ერთი მომენტია: წლების წინათ, სულიერების წართმევის ფონზე, ევროპის მოსახლეობას მატერიალური და სოციალური კეთილდღეობა შეაჩეჩეს, საქართველოში ამასაც არ აკეთებენ. მეტიც, სულიერების წართმევის, დომინანტური რელიგიის პირდაპირი შეურაცხყოფის ფონზე, მატერიალური კეთილდღეობის აჩრდილსაც არ გვთავაზობენ. პირიქით, სულ უფრო მეტად მძიმდება სოციალური მდგომარეობა, დღითიდღე უარესდება ადამიანების ყოფა და ცხოვრება გაუსაძლისი ხდება

_ არ მინდა, მკითხაობა გამოგვივიდეს, მაგრამ, როგორც სასულიერო პირს, მუდმივად გიწევთ ადამიანებთან ურთიერთობა და, როგორ ფიქრობთ, რა განწყობაა დღეს საქართველოს მოსახლეობაში _ სურს უმრავლესობას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება?

_ დღეს ჩვენი მთავრობა (წინაც, რასაკვირველია), მედია და არასამთავრობოები ერთხმად ნერგავენ მოსაზრებას, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობით საქართველო დაუბრუნდება თავის მშობლიურ ოჯახს. ისმის შეკითხვა: ისტორიული განვითარების თუ ყოფის რომელ მონაკვეთში იყო საქართველო ევროპა? როდის ვიყავით ევროპული ფასეულობებისა თუ ცხოვრების წესის თანაზიარი? აქ უნდა დავაკონკრეტოთ ერთი რამ: რას თვლის თანამედროვე .. ნეოლიბერალური იდეოლოგია ევროპულ ფასეულობებად. ეს არის ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება, გეიაღლუმები, ერთნაირსქესიანიოჯახებისთვისშვილის აყვანის უფლების მინიჭება და ..

მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ევროპა, არც მენტალობით და, მით უმეტეს, არც გეოგრაფიული მდებარეობით. ახლა თუ ვინმე არგუმენტად მოიყვანს იმას, რომ სულხანსაბა ორბელიანმა გაჭირვების პერიოდში მიმართა ევროპას და რომის პაპთან ჩავიდა დახმარების სათხოვნელად, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ იქ წასვლამდე მან მართლმადიდებლური ბერობა უარყო, მიიღო კათოლიკობა, ანუ უღალატა ქრისტეს. იქ, რა თქმა უნდა, ვერანაირი დახმარება ვერ ჰპოვა და ასეც იქნებოდა, რადგან ქრისტესა და ქრისტეს ეკლესიის უარმყოფელი წარმატებას ვერ მიაღწევს. პირიქით, უკან დაბრუნებულს საქართველოშიც პრობლემები შეექმნა და დღეს, სხვათა შორის, “ლიბერალები” ხშირად გაჰკივიან, როგორ გაბედეს და როგორ მიაყენეს ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას სვეტიცხოვლის ეზოში შეურაცხყოფაო…

_ .. ნეოლიბერალები ხშირად ამბობენ, ევროკავშირი თავის წევრ არც ერთ სახელმწიფოს არ ახვევს თავს რაიმე იდეოლოგიას და არ სთხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასო. რას უპასუხებთ მათ?

_ არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გადადგეს საქართველოში. ეს ნაბიჯები ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, ქართულ სახელმწიფოებრივ აზროვნებას. რამდენიმეს ჩამოგითვლით:

პირველი _ მცირე ხნის წინათ ხელისუფლებამ საჯარო სამართლის სუბიექტებად გამოაცხადა საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესია, მაშინ, როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული აქვს კონკორდატი, ანუ საკონსტიტუციო შეთანხმება. ამ ცვლილებით ის რელიგიური კონფესიები გაუთანაბრდნენ მართლმადიდებლობას.

მეორე _ განიზრახეს მიღება რეგიონული (თვითმმართველობის)კანონისა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური დანაწევრების, დასუსტებისა და გაპარტახების პირდაპირი მცდელობაა. ამ ინიციატივას, მოგეხსენებათ, წინ აღუდგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მესამე _ ცოტა ხნის წინათ მიიღეს ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი და, ფაქტობრივად, ნიადაგი შეუმზადეს იმ უზნეობას, რომელიც ევროპაში უკვე ნორმადაა გამოცხადებული. ვგულისხმობ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.

მეოთხე _ სკოლებში ახალი საგნების შემოღებით დაიწყეს ჰომოსექსუალიზმის და სქესის გადაკეთების საკითხის სწავლება. ეს არის: III-IV კლასებში _ “მე და საზოგადოება,” V-VI კლასებში _ “ჩვენი საქართველო…”

_ თქვენი აზრით, ეს ყველაფერი დასავლეთის დირექტივებია?

_ რასაკვირველია. ახლახან, ვნების შვიდეულში, პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო და მხოლოდ მესამე მოსმენაღა დარჩა კანონპროექტს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებას ეხება. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ქართულ სინამდვილეში სიახლის _ სოციალური მუშაკის ინსტიტუტის _ შემოღებას. ამ .. სოციალურ მუშაკს ამა თუ იმ მიზეზით უაპელაციოდ შეეძლება ოჯახებიდან ბავშვების გაყვანა.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: თუ ამერიკისა და ევროკავშირის ჩვენამდე მოსული პოზიციები იმ საკითხებზე, რომლებიც ჩამოვთვალეთ, _ და კიდევ უამრავია ასეთი, _ რეალურია, მაშინ საქართველოს მოსახლეობა უარს იტყვის ევროკავშირისკენ სვლაზე. ჩვენ არ გვჭირდება ისეთ სახელმწიფოსთან პარტნიორობა და მით უმეტეს მის პოლიტიკურ ორბიტაზე გადასვლა, რომლის ერთერთი ამოცანა მსოფლიოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა. გაიხსენეთ, რა განაცხადა ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2015 წელს ჟურნალისტებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას: ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რათა “სექსუალური უმცირესობები” მსოფლიოში დაცული იყვნენო.

ეს საქართველოს გზა არ არის! საქართველოს ისტორიული არჩევანია ქრისტიანობა და მართლმადიდებლური მორალი. ზუსტად ამიტომ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას სწორად, რას გვთავაზობს თანამედროვე დასავლეთი, ზუსტად ამიტომ უნდა გავაგებინოთ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, რა არის რეალურად დღევანდელი დასავლური დემოკრატია და ფსევდოლიბელარული ღირებულებები.

_ ის პროპაგანდა და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ჩამოთვალეთ, როგორ ფიქრობთ, რეალურად თუ ახდენს გავლენას საზოგადოებაზე? და თუ ახდენს, რაში ჩანს?

_ მართლმადიდებლელი ეკლესია მუდმივად მოუწოდებს მოქალაქეებს საკუთარი ცოდვების სინანულისა და ზნეობრივი სრულყოფილებისკენ; და, თუ საზოგადოება შეისმენს ამ მოწოდებას, ანუ იცხოვრებს ეკლესიურად, რა თქმა უნდა, ის პროპაგანდა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერავისზე. ქართველი საზოგადოება ნელნელა ეცლება ხელიდან ამერიკას და ასეც უნდა მოხდეს. ის, რაც ცოდვაზე და საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, დაშლაზეა ორიენტირებული, უნდა დამთავრდეს.

ახლა _ რაც შეეხება ეკლესიასა და სამღვდელოებას: ჩვენ დღეს მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში ნებისმიერი სახით მონაწილეობას პოლიტიკაში ჩართვად გვითვლიან. ხშირად მოისმენთ, სასულიერო პირები არ უნდა ერეოდნენ ამა თუ იმ პოლიტიკურ პროცესშიო. სწორედ მათ გასაგონად მინდა ვთქვა: ტყუილად ჰგონიათ, რომ განზე გავდგებით და მათ მივანდობთ სახელმწიფოს ბედის გადაწყვეტას. ვიდრე პირში სული გვიდგას, ჩვენი ქვეყნის ბედზე ვიზრუნებთ. ამას გავაკეთებთ ნებისმიერი ფორმით _ ლოცვითაც და იმ საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების მცდელობითაც, რა საკითხებიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ixaret mamao. tkvennairebi bevri rom iknebian da mrevlic rom dagijerebt, mashin sakartvelos warwymeda ar emukreba. eh, ras vizamt bevri debs martmadideblobaze tavs, marga mat ar sjerat rom gadarchena gvtis dzlier rcmanashia.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here