Home რუბრიკები საზოგადოება საქართველო კატასტროფის გზაზე

საქართველო კატასტროფის გზაზე

ცარიელდება და მიწასთან სწორდება ქართული სოფლები, რომლებშიც ორისამი მოხუციღაა დარჩენილი უპატრონოდ, უგზოდ, უშუქოდ, უექიმოდ და უიმედოდ. მოიმატა სხვადასხვა დაავადებათა რაოდენობამ და, შესაბამისად _ მოკვდავობამ. მძიმე სოციალური პირობების გამო ქართველები გარბიან უცხოეთში. ირღვევა ტრადიციული ქართული ოჯახის მთლიანობა. ქართველთა ადგილმამულებზე ხელისუფლებას შემოყავს უცხოტომელები, რომლებიც მრავლდებიან და ისაკუთრებენ ჩვენს მიწაწყალს.

ხელისუფლება შეგნებულად არ ზრუნავს ქართველ ერზე, არადა, მისი ვალდებულება ხომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საყოფაცხოვრებო პირობების ყოველდღიური გაუმჯობესება და სამართლიანობის დამკვიდრებაა? მაგრამ რომელ სამართლიანობაზეა საუბარი, როდესაც მშიერი ხალხი ნაგვის ურნებში ეძებს საკვებსა და ჩასაცმელს, ხოლო კუჭით მოაზროვნე ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვიურად 5-6-7 ათასლარიან ხელფასებს იღებენ და დამატებით ათეულათასიან პრემიებს იწერენ? თუმცა ეკუთვნით _ მათ ხომ პარლამენტის სხდომაზე ბუსუსებიანი პრეზერვატივების საკითხი განიხილეს…

პენსია ეგრეთ წოდებულ საარსებო, უფრო ზუსტად, სასიკვდილო მინიმუმზეა გათვალისწინებული, რომელიც რამდენიმე დღეს თუ ჰყოფნის ადამიანს. თუ ფული საკვებში დახარჯა, წამლებს ვერ იყიდის, საუბარი აღარ არის კომუნალურ გადასახადებზე, ჩაცმა-დახურვაზე და ა. შ. მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო ახალგაზრდებს უჭირთ ოჯახის შექმნა. ქართული გენოფონდი უცხოეთში გარბის, მონური შრომით თავი და ოჯახი რომ გადაარჩინოს.

სვანეთში, ამ უნიკალური ძეგლების მხარეში, მალე ერთი ციხე-დარბაზიც აღარ დარჩება. ხელისუფლებას სურს, რომ იქ არსებულ ტაძრებს, წინაპართა საფლავებსა და სოფლებს ბოლო მოუღოს. იჩეხება ათასწლოვანი ტყეები, ხოლო გიგანტური ჰიდროჰესების მშენებლობა (ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და სხვ.) სვანეთს სრულ დაღუპვას უქადის. ხუდონჰესის მშენებლობაზე პროტესტის საპასუხოდ კალაძემ უტიფარი და შეურაცხმყოფელი პასუხი გაგვცა (არამხოლოდ სვანებს), _ გინდ ხატზე დაიფიცეთ, გინდ _ ყურანზე, ხუდონჰესს მაინც ავაშენებთო… ამ თავხედური და შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მან პასუხი უნდა აგოს. მისთვის სულერთი ყოფილა ხატი და ყურანი, რაც არა მხოლოდ ჩვენი სარწმუნოების დამცირებაა, არამედ მუსლიმების მიმართაც გასროლილი შეურაცხყოფა. კალაძე კადრია ბიძინა ივანიშვილისა, რომელმაც, თავის მხრივ, 2012 წელს, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ხაიშში ხალხს დაჰპირდა, თუ ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემთ, ეს ჰესები არ აშენდებაო, მაგრამ წინა მთავრობისგან გაწამებული საზოგადოება კვლავ მოატყუეს.

არ ითვალისწინებენ რა ენერგიის ალტერნატიული რესურსების განვითარების შესაძლებლობას (რაზეც გადასულია განვითარებული მსოფლიო), ხელისუფლება ენერგოდამოუკიდებლობის მოტივით ცდილობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც სვანეთისთვის და, საზოგადოდ, საქართველოსთვის, მიზანშეუწონელია ეკონომიკური, იურიდიული, ეკოლოგიური, სამხედრო-სტრატეგიული და კიდევ არაერთი მიმართულებით. ეს გამოიწვევს ბუნების განადგურებას, წინაპართა მიწა-წყლიდან მოსახლეობის აყრას, ტრადიციების მოშლას, უდიდესი სულიერი მემკვიდრეობის ნგრევას და, აქედან გამომდინარე, მძიმე შედეგებს. აღნიშნული პროექტები, უპირველესად, სოციალური და კულტურული მნიშვნელობითაა მიუღებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამინდელი კანონმდელობით სახელმწიფო პროექტები განთავისუფლებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებისგან, ისევე, როგორც წიაღისეულის მოპოვებისა და ტყით სარგებლობის პროექტები. საყურადღებოა, რომ წიაღისეულის მოპოვებისა და ტყით სარგებლობის ლიცენზიები აუქციონზე გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური ზეგავლენების წინასწარი შეფასების გარეშე იყიდება.

დარიალის ხეობაში, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 2 კასკადური ჰესის მშენებლობა ზემოთქმულის ილუსტრაციაა. მიუხედავად იმისა, რომ 2011-2012 წლებში მთავრობამ ხსენებული დარღვევის (მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე დაიწყო) თაობაზე მრავალი შეტყობინება მიიღო, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მშენებლობის ნებართვა უპრობლემოდ გაიცა, თუმცა პროექტი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა, რაც კანონის დარღვევაა. მოგვიანებით საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანადაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებკანონში, რომლის შედეგადაც ეს ტერიტორია ამოღებულ იქნა დაცული ტერიტორიების სისტემიდან. დარიალის ხეობაში ამ ორი ურჩხულის მშენებლობის შედეგებს უკვე ვიმკით

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მზაკვრული გეგმის შესახებ, რომელიც სვანეთში ურანის მოპოვებას ეხება და რომელიც, როგორც შირმას, ისეა ამოფარებული თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობის პროექტს. ეს პანდორას ყუთი მხოლოდ სიკვდილის მომტანია. თეთნულდის ურანი მსოფლიოში უნიკალურია იმით, რომ თითქმის არ სჭირდება გამდიდრება. ექსპერტთა დასკვნით, საკმარისია ურანის მაღაროს გახსნა, რომ დაახლოებით 55 კმის რადიუსში მოისპობა ყველა ცოცხალი ორგანიზმი, ხოლო 150 კმის რადიუსში შეუძლებელი იქნება არსებობა სპეციალური ანტირადიაციული სამოსის გარეშე.

ამ ყველაფრით იღუპება ქართველთა ცივილიზაციის ძეგლები, მაშასადამე იღუპება ქართული სული, ქრება წინაპართა მიერ საუკუნეების განმავლობაში დიდი რუდუნებით შექმნილი კულტურა და ეს თავისთავად შეცვლის მომავალი თაობების ეროვნულ ცნობიერებას, მით უმეტეს, საბუთებში ეროვნება აღარ იწერება. ახლო მომავალში კი ახალგაზრდობას აღარ ეცოდინება, რა ეროვნების იყვნენ და რა ერქვა მათ წინაპრებს, ანუ გაქრება ქართველი ერი.

ახლა კი შევეხოთ ჯანდაცვის (უფრო სწორად _ ჯანდანგრევის) სფეროს. რატომ იმატა ტუბერკულოზმა და სიმსივნურმა დაავადებებმა? იცის თუ არა სამინისტრომ თავისი მოვალეობა? დაავადებებმა რომ იმატა, მეტყველებს სააფთიაქო ქსელის ზრდა, მოკვდავობის მატება და (ქართველთა) შობადობის კლება. რა არის ამის მიზეზი? რა ღონისძიებები ტარდება მოკვდავობის შესამცირებლად და შობადობის წასახალისებლად? დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ყოველ მეორე ქართველ მშობიარეს საკეისრო უკეთდება, მაშინ, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში 100-დან მხოლოდ 15 ქალს უკეთდება საკეისრო. ხაზი უნდა გაესვას ყველაზე დიდ ვანდალობას _ აბორტს, მით უმეტეს, კრიმინალურ აბორტებს, რომელთაც აკეთებენ ფარულად. ეს უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით. ერთ ქართველ მშობიარეზე შვიდი აზერბაიჯანელი მშობიარე მოდის. ყოველივე ამის გამო, გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, 2050 წლისთვის ქართველები ჩვენს სამშობლოში უმცირესობა ვიქნებით.

დღევანდელი პარლამენტი ვერ დაიკვეხნის პატრიოტიზმით. მან აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო ე. წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, თავის მხრივ, ანტიმართლმადიდებლური და სოდომ-გომორელთა დამცავი კანონია. ამით კიდევ ერთხელ მოაწონეს თავი დასავლეთსა თუ ჩრდილოეთში მოკალათებულ მათ პატრონებს. ამ კანონით ხელს უწყობენ დალესი-სუსლოვის პროგრამის განხორციელებას, უზნეობის დანერგვასა და ერის განადგურებას. დღევანდელი ხელისუფლება მიესალმება ყოველივე ანტიეროვნულს და ანტიმართლმადიდებლურს.

გასული საუკუნის დასაწყისში თურქეთიდან გამოძევებული სომხები სამშობლომ არ მიიღო, ჩვენ კი შევიფარეთ და დავასახლეთ საკუთარ მიწაზე. მათ მადლობა იმით გადაგვიხადეს, რომ აფხაზეთის ომის დროს ჩვენივე მიწაზე შექმნეს ბაგრამიანის სახელობის სამხედრო შენაერთი, რომლის წევრებიც ქართველებს ხოცავდენ და მათი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ამ და კიდევ სხვა უამრავ შემთხვევაზე სომხეთის მთავრობას, ანდა სომეხ ინტელიგენციას თუ, საზოგადოდ, სომეხ საზოგადოებას, არათუ პროტესტი არ გამოუთქვამს და ეს საზარელი ფაქტი არ დაუგმია, არც დღეს ისვენებს, _ ჯავახეთის გამოყოფით გვემუქრებიან (აშკარა სეპარატიზმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა არ უპირისპირდება), 650 ქართულ ტაძარს სომხურად ასაღებენ, აგრეთვე, ქართული კულტურის მნიშვნელოვან ცომპონენტს, როგორიცაა ფოლკლორი (სიმღერა და ცეკვა), კერძები და სხვ. რაც უპასუხოდ რჩება (ნეტა, რატომ?). ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. უამრავი მაგალითია ქართველი ერის წინაშე მათ მიერ საუკუნეთა განმავლობაში ჩადენილი მტრობისა…

ხელისუფლებას აღარ სურს, ქართულად ესაუბროს ხალხს. უცხო ტერმინოლოგიის რახარუხით ტრაბახობს. იწუნებენ სვანურ, ზანურ და ჭანურ ენებზე აღმოცენებულ დედა ენას, დიად ქართულ ენას. ქართველი ერი შეურაცხყოფილია. მას აღარ აქვს ხელისუფლების იმედი. დაპირებები კი დაპირებებად დარჩა. შუბლის ძარღვი არ აქვთ ამდენი სიცრუის მთქმელთ… აი საით მივყავართ ანტიმართლმადიდებელი კონფესიებისა და სოდომ-გომერელთა დამცველ ანტიეროვნულ ხელისუფლებას, რომელიც არსით არ განსხვავდება თავისი წინამორბედი ორი ხელისუფლებისგან. ეს მთავრობები, პროფილური განსხვავებების მიუხედავად, სისტემურად ერთ ძალას და ერთ რეჟიმს წარმოადგენენ.

მე, როგორც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს, მიჩნდება შეკითხვა: რატომ არ ამხელს საქართველოს პატრიარქი ილია II და რატომ აშკარად არ უპირისპირდება ამ ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკის მესვეურებს? ნახევარი სიმართლე სიმართლე არ არის და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. სწორედ ამ ლოიალურობის, პოლიტიკური კონიუნქტურისა და შიშის გამო იწირება დღეს საქართველო. დღეს ქართველ კაცს სიმართლე ცოდვად უქციეს. ქრისტიანული სიყვარულით განმსჭვალული მამხილებელი სიტყვა კი ავ საქმედ არის შერაცხილი. ნუ ვიქნებით კატეგორიულებიო, _ გაიძახიან. ქრისტიანობა და ქართველობა ჩვენთვის ცხოვრების უმთავრესი კატეგორიაა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ. ხოლო ცოდვის არმხილებამ და უთქმელობამ, ცრუმიმტევებლობამ არაერთხელ დაანგრია საქართველოს ერთიანობა. მაგალითად, როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი სპორტის სასახლეში ლოცავდა და აკურთხებდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამამხობელ სამხედრო საბჭოს უღმერთო ლიდერებს _ შევარდნაძეს, სიგუას, კიტოვანსა და იოსელიანს.

უფალი ბრძანებს: “ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად, რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა საერთო აქვს ნათელს ბნელთან?” (II კორინთელთა (6, 14).

ქართველი ერი ჯერ კიდევ ითმენს გაუთავებელ სიცრუეს, შეურაცხყოფასა და გენოციდს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.

ჟორნესტ (დავით) ჟორჟოლიანი

1 COMMENT

  1. მართლაც მწარე რეალობის წინ დგას დღეს ჩვენი საცოდავი ქვეყანა… უფრო დაუფრო მძიმდება ყოფა, ირგვლივ იმდენი საცოდავი და გაღატაკებული მოხუცია, ჩემი შვილი ამბობდა , რა ხშირად მხვდებიან,ეგ საწყლები, ზოგს წამლის ფული არააქვს , ზოგი ჩივის, უფასო სასადილოს საჭმელებმა კუჭი აგვატკია ყველას და ჯობია საერთოდ მშივრები ვიყოთო… ეს ხალხი ხომ ზედმეტ მასად მიაჩნია მსოფლიო ელიტას და ცდილობენ , მალე გაისტუმრონ .. ამაში მათ ჩვენი ანტიეროვნული მთავრობაც ეხმარება, რომელიც კარგად გრძნობს, რომ დრო ეწურებათ და გაბოროტებულები კბილებით ებღაუჭებიან ძალაუფლებასა და 4- 5 ციფრიან ხელფასებს… ახალგაზრდობის საცოდაობით ხომ, გული დაგეწვება, მათ, უმეტესობას, სამსახურიც სჭირდებათ, ოჯახის ღირსეულად რჩენაც, თავის სამშობლოში ცხოვრებაც, მაგრამ დღეს ყველაფრის განმსაზღვრელი ფულია, დიდი ფული და სწორედაც ფულზე იყიდება , უცხოტომელებზე იყიდება … ჩვენი საცოდავი ქ ვ ე ყ ა ნ ა !!!

  2. ღმერთო დაიფარე ჩვენი ქვეყანა შიდა თუ გარე მტრისაგან,ჩვენი მთავრობები გარე მტრის მონობაში არიან და მცირე ანაზღაურების საფასურად ყიდის ხალხის სიმდიდრეს მიწა-წყალს და რა თქმა უნდა ეშმაკზე ყიდიან თავიანთ სულს.ჯოჯოხეთში მიექანებიან და ერსაც მიათრევენ.ხალხი სანამ არ გაიღვიძებს და არ დადგება ქვეყნის სამსახურში ქვეყანას არაფერი არ ეშველება.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here