Home რუბრიკები საზოგადოება ელდარ გოგიაშვილი: აბონენტებო, თუ თქვენი ინტერესები ილახება, აუცილებლად მიმართეთ სემეკს

ელდარ გოგიაშვილი: აბონენტებო, თუ თქვენი ინტერესები ილახება, აუცილებლად მიმართეთ სემეკს

საქართველო და მსოფლიოსამა წლის მე-19 ნომერში დაიბეჭდა წერილიფრთხილადთელასიგატყუებთ, “სემეკიკი ხმას არ იღებს”, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან, რადგან პრობლემა, რომელიც გაზეთმა წამოჭრა, მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეულია. გაირკვა, რომ აბონენტთა დიდი ნაწილი მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფით დადგენილზე მეტ თანხას იხდის. დაგვიკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან და გვთხოვეს, ახსნაგანმარტების საშუალება მიგვეცა. გვესაუბრება მარეგულირებელი კომისიის მომხმარებელთა საჩივრების კომისიის თავმჯდომარე ელდარ გოგიაშვილი:

_ თქვენს გაზეთში დაიბეჭდა წერილი ელექტროენერგიის ტარიფის საფეხუროვან გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ისინი ნამდვილად არსებობს, რაზეც მეტყველებს მარეგულირებელ კომისიაში განხილული საჩივრების რაოდენობა.

საქართველოში მოქმედებს ტარიფი, რომელიც გამჭოლია, ანუ მოხმარებული ელექტროენერგია ანგარიშდება იმ წესის მიხედვით, რომელიც მარეგულირებელ კომისიას აქვს დადგენილი. ტარიფები კომისიის დადგენილების საფუძველზეა მიღებული და, შესაბამისად, გადახდა ხდება იმ წესით, რომელიც კომისიის სამართლებრივ აქტშია მოხსენიებული. აქტი ნორმატიულია და ყველა კომპანია ვალდებულია, შეასრულოს, მისი შესრულება სავალდებულოა მომხმარებლისთვისაც.

პრობლემა არის ის, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენების ამოწერა მრიცხველიდან არ ხდება ერთსა და იმავე რიცხვში. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. როგორცთელასშიგანმარტავენ, აბონენტთა რაოდენობა დიდია, კომპანიას კი საკმარისი თანამშრომელი არ ჰყავს. არადა, ჩვენების ამოწერა 30- დღეს უნდა მოხდეს. “თელასიჩვენებას იღებს ორისამი დღით ადრე, მაგრამ ანგარიშობს 30 დღეზე. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კომისიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რადაც უნდა დაუჯდეს, დაიანგარიშოს იმ საფეხურით, რომელსაც შეესაბამება მოხმარებული ენერგია 30- დღემდე. შესაბამისად, ყველა ის დარიცხვა, რომელიც გაკეთებულია 30 დღემდე, მაგრამ დაანგარიშებულია 30 დღეზე, ჩვენ მიერ გაუქმებულია და შეცვლილია ტარიფის საფეხურიც.

ქვითარზე აღნიშნული ციფრები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობას აფიქრებინებს, რომ ატყუებენ, რადგან მათ ზუსტად არ იციან, როგორ ანგარიშობს “თელასი” გადასახადს. კომპანია არ იტყუება _ მარეგულირებელი კომისიის დადგენილების შესაბამისად ანგარიშობს, ანუ 30 დღეზე. მარეგულირებელი კომისიის დადგენილება უნდა შესრულდეს, მაგრამთელასივალდებულია, სისტემაში არსებული აღრიცხვის ხარვეზი გამოასწოროს. ისინი ამისთვის დაჯარიმებულები არიან.

_ გასაგებია, რომ აჯარიმებთ, მაგრამ ეს დაჯარიმება უსასრულოდ ხომ არ გაგრძელდება?

_ ბოლო ხანს ასეთი საჩივრები შემცირდა, კომპანია აუცილებლად დაჯარიმდება განმეორებითი დარღვევისას. პირველი ჯარიმა 5 ათასი ლარია, მეორე _ 15 ათასი ლარი, ხოლო მესამე – 45 ათასი. ამის შემდეგ ლიცენზია შეუჩერდება. არც ერთ კომპანიას არ აძლევს ხელს დაჯარიმება.

_ თუ ყოველ კვირაში განიხილავთთელასისმიერ ჩადენილდანაშაულს”, სამჯერაც არ დაგიჯარიმებიათ?

_ ყოველ კვირას სხვადასხვა სახის დავას განვიხილავთ. მერწმუნეთ, თუ ერთი და იგივე პრობლემა გაჩნდა, არავის ვაპატიებთ, არც “თელასს”.

_ დავუშვათ, ვინმემ გადაწყვიტა, რომ, რამდენჯერაც მის ოჯახში მივათელასისქვითარი და იქნება დარღვევა, ყველა ჯერზე თქვენთან მოვიდეს. რას იზამთ ასეთ შემთხვევაში, როცა ეს დარღვევა სამზე მეტი იქნება?

_ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამორიცხულია. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს. კომპანია სამჯერ დაჯარიმდება და მერე მოქმედება შეეზღუდება, მაგრამ ეს არის მარტივი პროცესი, რადგან ამ საკითხებში სასამართლოც ერევა.

_ ექსპერტებირეპრესიულსუწოდებენ დღეს არსებულ ტარიფს

_ თქვენ მიერ ჩაწერილი ექსპერტის ვარაუდით, 104 კილოვატს უნდა გამოვაკლოთ 100 და 4 კილოვატიდან ხელახლა ავთვალოთ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან დადგენილებაა ასეთი. 101 კილოვატიდან დაანგარიშება ნიშნავს 100 კილოვატ მოხმარებულ ელექტროენერგიას, ხოლო 104 ნიშნავს ზუსტად 104 კილოვატს.

_ ფიქრობთ, რომ ეს სწორია?

_ ვფიქრობ, ყველამ უნდა გადაიხადოს იმის შესაბამისი თანხა, რა რაოდენობის ელექტროენერგიაც მოიხმარა. ხოლო კომპანია, რომელიც აღრიცხვას აწარმოებს, ვალდებულია, ჩვენება აიღოს ზუსტად 30- დღეს. მოსახლეობას არ აინტერესებს, ჰყავს თუ არათელასსსაკმარისი თანამშრომლები.

სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ამ ტიპის დარღვევები ნაკლებად არის, რადგან “თელასმა” რამდენჯერმე მიიღო გაფრთხილება და ცდილობს, აღმოფხვრას პრობლემა.

_ არ ფიქრობთ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ და რისგამოსწორებასაც” “თელასიცდილობს, მოსახლეობა ზედმეტი გადასახადისგან მაინც არ არის თავისუფალი და აბონენტები ამ ქვეყანაში დაუცველები არიან?

_ მოსახლეობას ვეტყვი, რომ აუცილებლად გააპროტესტოს ყველა შეცდომა, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიის მიერ იქნება დაშვებული და რომელიც მათ ფინანსურად დააზარალებს. ყველა კომპანია მოგებით არის დაინტერესებული, მათ ნაკლებად აინტერესებთ თანმდევი პროცესი და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ეროვნული მარეგულირებელი კომისია იმისთვის არსებობს, რომ მოსახლეობის, მომხმარებლის ინტერესები დაიცვას.

აბონენტებო, თუ თქვენი ინტერესები ილახება, აუცილებლად მოგვმართეთ. ამის გაკეთება ღირს, რადგან შემოსული საჩივრების 80%-ზე მეტი მომხმარებელთა ინტერესების დაცვით სრულდება. უმეტეს შემთხვევაში, მომხმარებელი მართლდება, ამისთვის საჩივარიც და განცხადებაც ობიექტური უნდა იყოს. გასაჩივრების ვადა ათი დღეა. მთავარია, ეს ვადები არ დაირღვეს და ჩვენ ხელფეხი არ შეგვეკრას. დანარჩენ შემთხვევაში, პირობას ვაძლევთ ყველას, რომ ნებისმიერი საჩივარი განხილული იქნება და საჭირო ზომებსაც მივიღებთ.

იმის დასტურად, რომ ჩემი სიტყვები გაზვიადებული არ არის, წარმოგიდგენთ სტატისტიკას: 2015 წლის მონაცემებით, 1760 განცხადება განვიხილეთ, რომლებიც მხოლოდ კომუნალურ გადასახადს შეეხებოდა. აბობენტებს კომპანიები არა მხოლოდ ტარიფებზე არიცხავენ გადასახადს, არამედ მრიცხველების დაზიანებაზეც, არის კიდევ უამრავი სხვა სახის ჯარიმა. 1760 განცხადებიდან 675 დენის გადასახადზე იყო, ბუნებრივ აირზე _ 789, წყლის გადასახადზე _ 314.

ყველაზე ხშირად ბუნებრივი აირის გადასახადის პრობლემების თაობაზე მოგვმართავენ, ელექტროენერგიაზე _ უფრო ნაკლებად, ძირითადად, ხანდაზმულ დავალიანებებზე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამი წლის გადაუხდელი თანხის მოთხოვნის უფლება კომპანიას არ აქვს. ყველა ამ განცხადების განხილვის შემდეგ კომპანიებს ჯამში მილიონ 552 ათას 978 ლარი აქვთ ჩამოწერილი. ეს არაა მცირე თანხა.

2016 წლის 4 იანვრიდან 4 მაისის ჩათვლით 863 განცხადება-საჩივარია შემოსული; მათ შორის ბუნებრივ აირზე _ 392, ელექტროენერგიაზე _ 361, წყალზე _ 109. მათგან 499 განხილულია და გადაწყვეტილებაც მიღებული. ყველაზე მეტი განცხადება სწორედ ზედმეტად დარიცხული თანხების გამო იყო, შემდეგ _ ხანდაზმული გადასახადი. განხილული განცხადებებიდან 316 შემთხვევა სრულად არის დაკმაყოფილებული, ანუ დიდი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვთქვი თავშივე, რომ მოსახლეობას მარეგულირებელ კომისიაში მოსვლა და გასაჩივრება უღირს. 2016 წლის მაისამდე კომპანიებისთვის ჩამოწერილი თანხების რაოდენობა 732 ათას 587 ლარს შეადგენს, ანუ ნახევარ მილიონზე მეტს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. რა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ როცა, თელასი უცხო კომპანიის ხელშია დაროდესაც დასჭირდებათ,მაშინ გამოიყენებენ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: giorgi Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here