მთავარი საზოგადოება სად არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხან “შარლი ებდოა” და ხან _...

სად არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხან “შარლი ებდოა” და ხან _ “ფარული ჩანაწერების” გამავრცელებლის მაძებარ-მაგინებელი?

537
გააზიარეთ

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვაკურთხევით, 2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. წელს ამ დღისადმი მიძღვნილი აქციამსვლელობა რუსთაველის გამზირზე მშვიდად ჩატარდა. თუმცალგბტ აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმარამდენიმესტრატეგიულ ობიექტზემიიტანაიერიში”.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც არის. “ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფიკატეგორიულად მოითხოვდა აქციის ჩატარების უფლებას რუსთაველის გამზირზე, მაგრამ რაკი იქ უკვე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო დაგეგმილი, ვერ მოხერხდებოდა. ხელისუფლების შეთავაზებაზე, თბილისის სხვა უბნებში შეკრებილიყვნენ, მათ უარი განაცხადეს. Gგანაწყენებულმა ლგბტაქტივისტებმა 17 მაისს, გამთენიისას, საპატრიარქოს კედელზე, ერთი ვერსიით, წარწერისსიყვარული თანასწორიადა, მეორე ვერსიით, ფერადი დროშის დახატვა სცადეს. მაგრამ, როგორც ერთერთი აქტივისტი თავის ფეისბუქგვერდზეგანმარტავს”: “სტენსილი, რომლითაც ბოროტი ღორების გაპრიალებულ ღობეს ვაჭრელებდით, იყო არასიყვარული ყველაფერიადა ..; არამედ მოგი****ნთ ჰომოფობია და ტრანსფობია”.

ამავე დღეს დამოუკიდებელი და თავისუფალი არტისტების ჯგუფმა ლგბტ პირების მხარდასაჭერადსახელმწიფოს უმოქმედობაპერფორმანსით გააპროტესტა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სიმბოლურად ცისარტყელას ფერებით მორთული კუბო მიიტანა. პროცესიას წინ მიძღვოდა ანაფორაში გადაცმული არასასულიერო პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ აქტივისტებმა ლგბტთა მოძრაობის სიმბოლო _ დროშა ცისარტყელას ფერებში _ თბილისის საკრებულოსა და სასამართლოსთანაც გაშალეს.

 საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი საქართველოს მოქალაქეობას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებას ეხება. მეცხრამეტე მუხლში ვკითხულობთ, რომყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე, მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ”. აქვე ვკითხულობთ, რომდაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს”.

 ნუთუ 17 მაისს მომხდარი ეს ამბები ქართველი მართლმადიდებლების რელიგიურ გრძნობებს არ აკნინებს?! ნუთუ ეს არ არის მართლმადიდებლების უფლებების შელახვა?! სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად რომ ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, რომ გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების, ნაგებობებისა და სიმბოლოების შეურაცხყოფას, ხომ არახალია? მაგრამ რატომ დუმს საპატრიარქო (ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, დეკანოზ დავით შარაშენიძეს. მან გვიპასუხა, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს)? რატომ არაფერს ამბობს მომხდარზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი? ან სად არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხანშარლი ებდოადა ხან _ “ფარული ჩანაწერებისგამავრცელებლის მაძებარმაგინებელი?

ამ თემაზესაქართველო და მსოფლიოაკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარსა და დეკანოზს, კონსტანტინე გიორგაძესა და ადვოკატ გაგი მოსიაშვილს ესაუბრა:

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/elizbar-javelidze.jpg

არც ზნეობა, არც ერი, არც დედა, არც მამა, არც შვილები _ მათ მხოლოდ თავიანთი მუცელი, ასო და საშო აინტერესებთ

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ ეს ხელისუფლება, რომელიც ვითომ ტოლერანტულია, უნდა ვაიძულოთ და, თუ არაფერს გააკეთებს, ხალხმა უნდა ჩამოაშოროს ხელისუფლებას ყველა პედარასტი, ყველა ტვინგადაბრუნებული, ყველა სექსუალურად დაავადებული ადამიანი. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ უტევენ მართლმადიდებლობას, როგორც ჩვენი ეროვნულობის ბურჯს. მართლმადიდებლობაზე შეტევის იდეა აქ არ დაბადებულა, ის სათავეს იღებს ჩვენი “მეგობარი” ამერიკიდან და, როგორც შეუტიეს მართლმადიდებელ სერბეთს და ამბობდნენ, როგორ შეიძლება მართლმადიდებლობა არსებობდეს შუა ევროპაშიო, ასე უნდათ, საქართველოშიც მოსპონ ეს რელიგია… ზნეობრივად არ უნდა დამარცხდეს ქართველი კაცი. დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც მე, 80 წელს მიტანებულ კაცს, მეუბნებიან, ჩემს შვილიშვილს ვკითხო: ბაბუ, შენ რომელი გინდა _ ქალობა თუ კაცობა? ეს უკვე თავის მოჭრაა. ამ საკითხს ჩვენი პოლიტიკოსები პრინციპულად რომ უდგებოდნენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ არაფერი აინტერესებთ _ არც ზნეობა, არც ერი, არც დედა, არც მამა, არც შვილები. მათ მხოლოდ თავიანთი მუცელი, ასო და საშო აინტერესებთ. აი, ეს არის დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი და, თუ დროულად არ მოვლენ გონს, ეს პოლიტიკური სპექტრიც უნდა განიდევნოს აქედან.

რა შეუძლია მხოლოდ საპატრიარქოს? მისი პასუხი იყო უწმინდესის მიერ ქართული ტრადიციული ოჯახის დღის დაწესება 17 მაისს. სარწმუნოება ვერ გამოვა ხმლით, საზოგადოება კი დუმს. დუმს იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, ტვინგამორეცხილია ტელევიზიების წყალობით.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/dekanozi-konstantine-giorga.jpg

ცრუ დემოკრატიის ნიღბით ლამის სახლებში გვიცვივდებიან

დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი

_ წელს სექსუალური უმცირესობის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს არ მიეცათ რუსთაველის გამზირზე შეკრებისა და მსვლელობის გამართვის საშუალება. ამ გადაწყვეტილებით განაწყენებულები რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ და სხვადასხვა ფორმით სცადეს პროტესტის გამოხატვა. ერთმა ჯგუფმა თავისი სიმბოლოების ხატვა საპატრიარქოს კედლებზე დაიწყო. არის თუ არა ეს ჩვენი რელიგიისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა?

_ თავდადებულ მოწამეთა სისხლითაა გაჟღენთილი ჩვენი მიწა და ამ წმინდა მიწაზე სურთ, სოდომისა და გომორის მოქალაქეების მანიფესტირებული მარში გამართონ.

უფალმა გოგირდის წვიმით დაწვა სოდომისა და გომორის მოქალაქეები და უფლის მიერ ამ ცოდვისადმი ზიზღის დასამტკიცებლად იქ დღეს მკვდარი ზღვაა და ბიოლოგიური სიცოცხლე არ არსებობს. საქართველომ არ შეიძლება იზეიმოს და აღნიშნოს გარყვნილების არავითარი ფორმა, რადგან ეს უფლისთვის სათნო არ არის.

არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ქართველი სადმე შევარდნოდეს ლგბტ-თა წარმომადგენელს. მათ თავიანთ გარემოცვაში იურიდიული უფლება აქვთ, რაც სურთ, ის აკეთონ, მაგრამ არავითარი უფლება არ აქვთ, თავიანთი სიბილწეები საზოგადოებას მოახვიონ თავს და საპატრიარქო და ეკლესია შეავიწროვონ. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამგვარად რომ შეურაცხყონ სიწმინდეები, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას?! ჩვენთან კი ცრუ დემოკრატიის ნიღბით ლამის სახლებში გვიცვივდებიან.

_ როგორ უნდა რეაგირებდეს მათ ამგვარ ქცევებზე საპატრიარქო და საზოგადოება?

_ საპატრიარქომ თავისი დამოკიდებულება უკვე გამოხატა, სამოქალაქო წესრიგი კი სახელმწიფომ უნდა დაიცვას.

_ თვლით, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი აქციები მიზანმიმართული ბრძოლაა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ?

_ რა თქმა უნდა, ბრძოლაა, მაგრამ კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები არასოდეს შერჩენია. ეკლესია კლდეზეა აშენებული, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერასოდეს მოერევიან მას.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/advokati-gagi-mosiashvili.jpg

არ შეიძლება ვიღაცის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება კრიმინალურ ქმედებას დაემსგავსოს

2016 წლის თებერვალში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფადაისჯებოდა. კანონპროქტი ითვალისწინებდა პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში _ 600 ლარით, რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვისთვის კი _ 500 ლარით. კანონპროექტი არ დამტკიცებულა. დღეს ამ საკითხის სამართლებრივად რეგულირებაზე კომენტარი ვთხოვეთ ადვოკატ გაგი მოსიაშვილს:

_ ნებისმიერი პირი, თუნდაც ადამიანური ეთიკის ფარგლებში, ვალდებულია, სიტყვისა და გამოხატვის უფლებას პატივი სცეს. ამასთანავე, უნდა დაიცვას სხვა ადამიანის მრწამსი და არ შეიძლება ვიღაცის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება სამართლებრივად კრიმინალურ ქმედებას დაემსგავსოს. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ღირებულებაა ის, რომ სიტყვის, აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ყველას თანაბრად ჰქონდეს, მაგრამ უნდა გავავლოთ ხაზი ამ უფლებასა და რელიგიის დისკრიმინაციას შორის. იმიტომ არის საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცეული რელიგიის შეურაცხყოფა, აღმსარებლობისადმი ხელის შეშლა, რომ ეს იყოს სამართლებრივად შეფასებული. როცა საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ე.წ სლოგანების გავრცელებასთან, რაც შეურაცხყოფს ამა თუ იმ რელიგიას, ეს, საზოგადოდ, აზიანებს მრევლს. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ვალდებულება არის ის, რომ, ერთი მხრივ, პატივი სცეს სხვის აზრს და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული; მეორე მხრივ, ნებისმიერმა პირმა, იქნება ეს ათეისტი თუ რომელიმე რელიგიის მიმდევარი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა სცეს პატივი.

მოამზადა

ნატალი ბრეგვაძემ

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. არის ასეთი ანდაზა \\\”დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე.\\\” მაინტერესებს ლგბტ რო-გორ იტყვის ამ ანდაზას_ დედა ნახე, დედა ნახე თუ მამა ნახე, მამა ნახე თუ მშობელი-1ნახე, მშობელი-2 ნახე. რა აბსურდამდე მივდივართ?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here