Home რუბრიკები საზოგადოება ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება

ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება

ბელარუსის დედაქალაქმა დიდი სამამულო ომის ვეტერანები განსაკუთრებული პატივით მიიღო

2016 წლის 27-29 აპრილს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დიდ სამამულო ომში გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სახელწოდებითერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”. საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: პოლიტოლოგთა ცენტრისევერიუგი” (რუსეთის ფედერაცია), განვითარების ფონდიევრაზიის კვლევის ინსტიტუტიდა საზოგადოებრივი ორგანიზაციაბელარუსის ვეტერანთა გაერთიანება”; მხარდამჭერი ორგანიზაციები: ბელარუსის ინფორმაციის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროები, აგრეთვე, მინსკის საქალაქო და საოლქო კომიტეტები. სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ფორუმი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკვე მეექვსედ გაიმართაბელარუსი შემთხვევით არ შეურჩევიათ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბელორუსიის (ასე ერქვა იმხანად _ . .) ფრონტზე საბჭოთა ჯარების შეტევით ოპერაციას, რომელიც 1944 წლის 23 ივნისიდან 29 აგვისტომდე მიმდინარეობდა, დიდი მხედართმთავრის _ პეტრე ბაგრატიონის სახელი ეწოდა. ოპერაციაბაგრატიონი”, რომელშიც საბჭოთა კავშირის მხრიდან 1,2 მლნ ადამიანი მონაწილეობდა, უდიდესი იყო კაცობრიობის ისტორიაში.  1945 წლის 1 მაისს სტალინმა მინსკს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა. სტუმრებს გმირი ქალაქი შესაბამისი პატივით დაუხვდა. საზეიმოდ მორთულ მინსკში ომის ვეტერანებს ჟურნალისტები, ფორუმის ორგანიზატორები და მთავრობის წარმომადგენლები სასტუმროვიქტორიაოლიმპშიდახვდნენ. აღსანიშნავია, რომ იქ შეკრებილი ბევრი ვეტერანი ბელორუსიის გათავისუფლებისთვის იბრძოდა, მათ შორის, საქართველოდან ჩასულები, რომლებიც ომის შემდეგ პირველად ესტუმრნენ ამ ქვეყანას.

საზეიმო ღონისძიება დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აგებული ტაძრიდან დაიწყო. 11 საათისთვის კი მინსკის მთავარ მოედანზე საპატიო ყარაულისა და შინაგანი ჯარების წარმომადგენლების თანხლებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩასულმა ვეტერანებმა, ჟურნალისტებმა და ფორუმის ორგანიზატორებმა მარადიულ ცეცხლთან ყვავილები მიიტანეს.

მოგვიანებით ღონისძიების მონაწილეებმა სასტუმრო “ოლიმპის” დარბაზში გადაინაცვლეს და დაესწრნენ კონფერენციას, რომელზეც პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ისტორიკოსები და ომის ვეტერანები სიტყვით გამოვიდნენ. კონფერენციის მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის _ ალექსანდრე ლუკაშენკოს მისასალმებელი სიტყვა წაუკითხეს.

გვესაუბრებიან მინსკში გამართული ფორუმის მონაწილე დიდი სამამულო ომის ქართველი და უცხოელი ვეტერანები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/IMG_20160427_183355.jpg

“59 გერმანელი სნაიპერი მყავსმოხსნილი

ტარას იჩქიტიძე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი:

_ იმ წლების გახსენება სიხარულსა და სიამაყეს მგვრის. დიდი სამამულო ომი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ალბათ, სიამაყით მოსაგონარია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ გამარჯვების 71-ე წლისთავზე ამის აღიარება ბევრს არ სურს, უფრო მეტიც _ ისტორიის ამ მონაკვეთის, ამ წლების დამახინჯება ან, სულაც, წაშლა უნდათ.

მრავალშვილიან ღარიბ ოჯახში დავიბადე. სოფელ ღორეშიდან ვარ წარმოშობით. ოთხ ძმას შორის მე ყველაზე უმცროსი ვიყავი. როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო, უფროსი ძმები სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყვნენ, სამშობლოს წინაშე ვალს ფსკოვში იხდიდნენ და, ბუნებრივია, პირდაპირ ფრონტზე აღმოჩნდნენ. ერთი ძმა ტანკისტი იყო, ომი რომ დაიწყო, მძიმე სატანკო ბატალიონში მოხვდა. წერილებს გვწერდა. მოგვიანებით წერილები შეწყდა… იმხანად მე-9 კლასში ვიყავი…

1942 წლის 4 მაისს, სკოლის დასრულებამდე 25 დღით ადრე, ფრონტზე გავიპარე. თბილისში ნამყოფი არ ვიყავი, მაგრამ იქამდე მივაღწიე, საიდანაც შეიძლებოდა ფრონტზე წასვლა. ერთი ქალბატონი მოვიდა და მითხრა, სანამ სკოლას არ დაასრულებ, შენი ომში გაშვება არ შეიძლებაო. უკან დამაბრუნეს, მაგრამ იმავე საღამოს შინიდან კვლავ გავიპარე. ჩემი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა _ არც მშობლებმა და არც სკოლამ.

თბილისში რომ ჩამოვედი, ნავთლუღის სადგურში მივედი, იქიდან კი სამხედრო ნაწილში წაგვიყვანეს. 38 დღე და ღამე მატარებლით ვიარე და კუნძულ სახალინზე აღმოვჩნდი.

ვფიქრობდი, როცა დავბინავდები, მშობლებს წერილს მივწერ, გავაგებინებ, სად ვარ-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. ქალაქ კუიბიშევში ჩამიყვანეს და იქ სამხედრო ნაწილების დაკომპლექტება დაიწყეს. ჩამრიცხეს სამოქალაქო ომის გმირის _ შჩორსის სახელობის 45-ე დივიზიაში. ეშელონებში ჩაგვსვეს და სტალინგრადისკენ გაგვიშვეს. მატარებელში რომ ჩავსხედით, თვითონ შჩორსის ცოლ-შვილმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.

საბრძოლო ნათლობა სტალინგრადში მივიღე. 45-ე დივიზია 62-ე არმიის რიგებში იბრძოდა. 62-ე არმიამ გაათავისუფლა სტალინგრადი. არმიას სარდალი ვასილ ივანეს ძე ჩუიკოვი ხელმძღვანელობდა, ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი. სტალინგრადიდან ბერლინამდე მის არმიაში ვიყავი. სულ წინა ხაზზე ვიბრძოდი. სამჯერ დამჭრეს. პირველად 1943 წლის 14 იანვარს სტალინგრადში დავიჭერი. ჰოსპიტალში მოვხვდი. აი, სწორედ მაშინ მოვახერხე მშობლებისთვის პირველი წერილის მიწერა, თითქმის წელიწადი იყო გასული. სახლში ამ შინაარსის წერილი გავგზავნე: “ფრონზე ვარ, სტალინგრადს ვიცავ. ამჟამად ჰოსპიტალში ვმკურნალობ”. დედა ახალგაზრდა ქალი იყო, სულ რაღაც, 54 წლის. წერილი რომ წაუკითხავს, სიხარულისგან გული წასვლია. ფრონტზე წერილი მომივიდა: “შვილო, გელოდე, გელოდე და არ ვიცი, შევძლებ თუ არა შენს დახვედრას”. ფრონტიდან დაბრუნებულმა შევიტყე, რომ დედაჩემი წერილის მიღებიდან რამდენიმე დღეში გარდაცვლილა.

ჩვენს დივიზიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბელორუსიის გათავისუფლებაში.

_ 71 წლის შემდეგ იმ ქალაქში ჩამოხვედით, რომლის გათავისუფლებაშიც დიდი წვლილი შეიტანეთ. ვხედავ, როგორი პატივით გეპყრობიან და გეფერებიან

_ მსიამოვნებს, ახლა ასეთ ლამაზსა და მშვიდს რომ ვუყურებ ბელარუსის დედაქალაქს. ომის შემდეგ პირველად ჩამოვედი მინსკში, მომწონს და ვამაყობ, რომ დღეს ეს ხალხი ასე ცხოვრობს და, რაც მთავარია, ასეთი დიდი პატივით მიგვიღეს. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავიდან ჩამოვედი, გულისცემა ამიჩქარდა, ომის დღეები გამახსენდა… მინსკი გმირი ქალაქია, გმირების ქალაქი.

სასიამოვნოა, როდესაც აფასებენ იმას, რაც დღეს აქვთ, და იციან, რომ ეს ჩვენი, ომის ვეტერანების, დამსახურებაა.

ბელორუსიის შემდეგ უკრაინა გავათავისუფლეთ სრულად.

_ რას იტყვით სტალინზე? დღეს ბევრი მას არასახარბიელოდ მოიხსენიებს

_ გერმანელებს კბილებამდე შეიარაღებული უძლიერესი არმია ჰყავდა. ყველანაირად მოწესრიგებულები იყვნენ. მეომრებს თან ჰქონდათ კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფეხსაცმლის გასაპრიალებელი კრემი, გარმონი, საღამოობით რომ ემღერათ, მიწურებში ელექტროლეიბებზე იწვნენ; საბჭოთა ჯარისკაცს კი არაფერი ებადა.

ომის წინ საბჭოთა კავშირს თითქმის არაფერი ჰქონდა, მაგრამ ძალიან მოკლე დროში სტალინმა უმძლავრესი სამხედრო ტექნიკა შექმნა. ჩვენი თვითმფრინავები ყველაფერს ანადგურებდნენ. “კატიუშა” 1943 წლის იანვარში უკვე 16 ჭურვს ისროდა, გერმანელების საარტილერიო დანადგარი კი _ ერთს. უძლიერესი ტანკები გვყავდა, ჯარისკაცებიც გამოვიბრძმედეთ.

სტალინგრადში ყინვა 42 გრადუსამდე ადიოდა. დაჭრილები გვყავდა, სიარულს ძლივს ვახერხებდით, მაგრამ ბერლინამდე მაინც ჩავედით. სნაიპერი ვიყავი. 59 გერმანელი სნაიპერი მყავს “მოხსნილი”.

_ ბატონო ტარას, თქვით, რომ თქვენი ძმაც ომში იყო, მას ხომ არ შეხვედრიხართ?

_ ჩემი ძმის ბატალიონს შევხვდი, მაგრამ ძმას ვერ დაველოდე, რომ მენახა… ეს მოხდა გერმანიაში. იქ რომ შევედით, იქაურობას ფაშისტების ნარჩენებისგან ვწმენდდით, ბერლინამდე 11 კილომეტრი იყო დარჩენილი…

ტყეში ვიყავი, აპრილი იყო. დავინახე ტანკი, რომელზეც ტანკისტი რაღაცას ამაგრებდა. ტანკს ეწერა “139-ე მძიმე სატანკო ბრიგადა”. ვიცოდი, რომ ჩემი ძმა ამ ბრიგადაში იყო. ჯარისკაცს ჩემი ძმის სახელი და გვარი ვუთხარი, ვკითხე, ხომ არ იცნობ-მეთქი. მომიტრიალდა და მითხრა: “ტი კაცო?” ანუ ქართველი ხარო? ვუპასუხე, ქართველი ვარ და ამ ბრიგადაში ჩემი ძმა არის-მეთქი. მითხრა, დავითი ხომ არ ჰქვიაო. ძალიან გაუხარდა, გაიქცა ჩემი ძმის მოსაძებნად, მაგრამ ჩემი ბრიგადა მიდიოდა და ძალიან ვჩქარობდი. რუსი გაბრაზდა, თუ მისი ძმა ხარ, დამელოდე და მოვძებნიო. ჩემს ძმას ვერ დაველოდე…

ომიდან სამივე ძმა დავბრუნდით. დავითმა მიამბო, თანამებრძოლმა მითხრა, აქ შენი ძმა იყო, მაგრამ არ დავუჯერეო. ვუთხარი, მცირეწლოვანია და ომში არაფერი ესაქმება-მეთქი, არადა, თურმე მართლა ომში ყოფილხარო.

ძმები კი დავბრუნდით, მაგრამ მშობლები აღარ დაგვხვდნენ ცოცხლები… მინდოდა, მშობლებს ვენახეთ, როგორი დავბრუნდით ომიდან და როგორი ცხოვრება მოიტანა ჩვენმა თავდადებამ. დღეს ხშირად მეკითხებიან, _ ვინ გაძალებდათ, დაგეძახათ _ “სტალინისათვის! სამშობლოსათვის!”-ო. არავინ გვაძალებდა, ეს ჩვენგან მოდიოდა. იცით, გააფთრებული ბრძოლისას რამდენჯერ ჯიბეში ყუმბარები ჩამიდვია. ვფიქრობდი, თუ მოვკვდები, რამდენიმე ფაშისტს გავიყოლებ, ყუმბარებით სავსე ჯიბეებით ჩავუვარდები ტანკს-მეთქი. ამას არავინ მაძალებდა.

“როდესაც მატარებლის ბაქანზე შევდექი, ვთქვი: “მშვიდობით, სამტრედია, შეიძლება ვეღარ გნახოთ. დავიღუპებით, მაგრამ ჩვენს მიწაზე ფაშისტებს არ შემოვუშვებთ”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/IMG_20160427_190204.jpg

შოთა ბუაძე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი:

_ 1943 წლის 1 იანვარს წამიყვანეს ჯარში. წარმოშობით ხონელი ვარ, როდესაც მატარებლის ბაქანზე შევდექი, ვთქვი: “მშვიდობით, სამტრედია, შეიძლება ვეღარ გნახოთ. დავიღუპებით, მაგრამ ჩვენს მიწაზე ფაშისტებს არ შემოვუშვებთ”. ასეთი იყო იმჟამინდელი სულისკვეთება. ეს სულისკვეთება კი სტალინმა შთაგვაგონა, სწორედ მან შთაუნერგა ხალხს რწმენა, რომ, თუ ფაშისტებს გავანადგურებდით, გამარჯვება და ბედნიერი მომავალი ჩვენი იქნებოდა.

_ ბატონო შოთა, დღეს ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზას: “ქართველები სხვის ომში იბრძოდნენო”…

_ ამაზე ცრუ ისტორიკოსები და ფსევდომეცნიერები საუბრობენ, ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდებოდა იმხანად. საბჭოთა კავშირი მასში შემავალი ყველა ხალხის სამშობლო იყო, უძლიერესი ქვეყანა და ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძოდით. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც კომკავშირულ ორგანიზაციებში ვიზრდებოდით და სამშობლოს სიყვარული სისხლში გვქონდა გამჯდარი. მზად ვიყავით, გამარჯვებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, სამშობლოსთვის დავღუპულიყავით. ჩვენ არ დავუშვებდით ფაშიზმს საბჭოთა მიწა-წყალზე. ახალგაზრდები ტანკის ქვეშ წვებოდნენ, ამბრაზურას სხეულით ეფარებოდნენ და ასეთი თავდადებით მივაღწიეთ გამარჯვებას. დღეს არიან ასეთი ახალგაზრდები ან ლიდერები? ვინ გაწირავს თავს სააკაშვილისთვის, მარგველაშვილისთვის, კვირიკაშვილისთვის?..

ომის დროს ორი მთავარი სიტყვა არსებობდა _ “სამშობლო” და “სტალინი”. სტალინის სახელით სამშობლოსთვის ვიბრძოდით. მან შექმნა სრულიად ახალი სახელმწიფო, რომლის მსგავსი დედამიწაზე არ ყოფილა, და გაიმარჯვა ისეთ ომში, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს.

ვამაყობ, რომ დიდი სამამულო ომის მონაწილე ვარ და დიდი ბელადის, უძლიერესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით ბრწყინვალე გამარჯვებას მივაღწიეთ.

დანაშაულია, როდესაც საუბრობენ დიდ სამამულო ომზე და სტალინს არ ახსენებენ. გული მტკივა ახალგაზრდობაზე, რომლებმაც ეს არ იციან და არც უნდათ, ისწავლონ. სტალინი აკონტროლებდა ყველაფერს, რაც ფრონტზე ხდებოდა; უფრო მეტიც, იცოდა, რა ხდებოდა ხელოვნებაში, კულტურაში, მწერლობაში. 1941 წელს გერმანელები მოსკოვს მოადგნენ, მაგრამ მოსკოვში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა. სტალინი მოვლენა იყო.

ტარას იჩქიტიძემ უკვე ისაუბრა, როგორ პირობებში იყვნენ გერმანელი ჯარისკაცები და როგორი პირობები გვქონდა ჩვენ. 40 გრადუს ყინვაში ტყვიამფრქვევების ჩასაყენებლად ნაჯახით ვთხრიდით მიწას.

დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს არანაირი შეღავათი არ გვაქვს. დამსახურებისთვის მონიჭებული მედლების გულზე დაკიდების გვერიდება, _ სხვის ომში იბრძოდითო, გვეუბნებიან. დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ისე უპატივცემულოდ არსად ექცევიან, როგორც საქართველოში.

ხედავთ, როგორ გვექცევიან ბელარუსში, რამხელა დღესასწაული მოგვიწყეს, როგორი პატივით დაგვიხვდნენ? ბედნიერი ვარ, ვიღაცას რომ ვახსოვართ, გვეფერებიან და ჩვენს თავდადებას აფასებენ. თვალი ცრემლით მევსება. ჟურნალისტები მოწიწებით გვაჩერებენ და შეკითხვებს გვისვამენ. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები თავს გვიხრიან.

საქართველოს დიდი სამამულო ომის 170 გმირი ჰყავს, ჩვენ ამ ომში დიდი მსხვერპლი გავიღეთ.

გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მოსკოვშიც ვიყავი და კურსკშიც. საოცარი ხალხი არიან რუსები, როგორი სიხარულით გვხვდებიან და როგორი სინანულით. გული სწყდებათ, რომ ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბული ვითარებაა. გვეფერებიან, გვკოცნიან, სურათების გადაღება სურთ ჩვენთან ერთად. ეს საქართველოში არ ხდება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/zereki.jpg

ომის მძიმე დღეები ერების ერთობამ, ძმურმა დამოკიდებულებამ და ერთგულებამ გადაგვატანინა

ლილი ზერეკიძე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი:

_ ლენინგრადელი ვარ. ლენინგრადის ბლოკადაში 900 დღე ვიყავი. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი, რა გადავიტანეთ და რა დღეები გამოვიარეთ. ძალიან ცუდია, როდესაც ცხოვრობ გარემოში, სადაც ისტორიას აბუჩად იგდებენ და არ აფასებენ.

1962 წლიდან საქართველოში ვცხოვრობ. შვილები ქართველები მყავს. გული მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში სათანადო დაფასება არ გვაქვს და, საერთოდ, სათანადოდ არ აფასებენ იმას, რაც სამამულო ომში ხალხმა გადაიტანა. ისტორიის დამახინჯება ცუდია მომავალი თაობებისთვის.

დღეს აქ, ბელარუსში, ვარ და ვამაყობ იმით, რაც გამოვიარე, რაც ვნახე და გადავიტანე. ომის მძიმე დღეები ერების ერთობამ, ძმურმა დამოკიდებულებამ და ერთგულებამ გადაგვატანინა.

მადლობელი ვარ ჩვენი დაფასებისა და იმ პატივისთვის, რომლითაც მიგვიღეს და დაგვხვდნენ. მადლობელი ვარ იმ ქართველებისაც, რომლებსაც გავახსენდით და მინსკში ამ ბრწყინვალე ფორუმზე ჩამოგვიყვანეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/IMG_20160427_190236.jpg

ცხირმოუხოცავი ბავშვები ვიყავით, მაგრამ ძალიან, ძალიან დიდი გული გვქონდა, რადგან ჩვენი მთავარსარდალი სტალინი იყო

სერგო მირზოიანი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი:

_ ომში 16 წლისა წავედი. 1927 წელს ვარ დაბადებული, ჩემი წლოვანების ომში აღარ მიყავდათ. სახლიდან სტალინის სიყვარულის გამო გავიქეცი. თბილისში საავიაციო ქარხანაში მოწაფედ მოვეწყვე, ვფიქრობდი, იქიდან უფრო ადვილად მოვახერხებდი ომში წასვლას.

დიახ, სტალინის გამო წავედი. სწორედ მან შთაგვაგონა სამშობლოს სიყვარული და ფაშიზმის სიძულვილი, მისმა სიძლიერემ და გამბედაობამ გადამადგმევინა ნაბიჯი, რომ სახლიდან გავქცეულიყავი და ომში წავსულიყავი. საჭირო რომ იყოს, დღესაც ასე მოვიქცევი.

მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სხვის ომში ვიბრძოდით. თუ ეს სხვისი ომი იყო, 300 ათასი ქართველი სულელი იყო და სხვის ომში გაწირა თავი? რომ იტყვიან, ცხვირმოუხოცავი ბავშვები ვიყავით, მაგრამ ძალიან, ძალიან დიდი გული გვქონდა, რადგან ჩვენი მთავარსარდალი სტალინი იყო. საბჭოთა კავშირი სტალინის მიერ დამყარებულმა დისციპლინამ გადაარჩინა. დიდი სამამულო ომი სტალინმა მოგვაგებინა. უმნიშვნელო ოპერაციაც კი სტალინის გარეშე არ იგეგმებოდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო, ყველაფერს ასწრებდა.

უდიდესი ბრძოლები გადავიტანეთ ბელორუსიის გასათავისუფლებლად. 16 წლისა და რვა თვის ვიყავი, მეკავშირე გახლდით, ჩემი უფროსიც ახალგაზრდა იყო, გვარად ჩერნიახოვსკი, მოგვიანებით დაიღუპა. 36 წლისა ორგზის გმირი იყო, ამაყობდა, სტალინის გენერალი ვარო.

ახლა აქ ვზივარ და მსიამოვნებს. რამხელა სიხარულია, როდესაც წლების შემდეგ ჩამოდიხარ ქალაქში, რომლის გასათავისუფლებლად თავს არ ზოგავდი.

მერამდენე წელიწადია, რაც გამარჯვების დღე აღინიშნება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა პატივია ეს ჩვენთვის. ასეთ დღეებში ვგრძნობთ, რა გავაკეთეთ სამშობლოსთვის. უღრმესი მადლობა ფორუმის ორგანიზატორებსა და იმ ქართველებს, რომლებმაც აქ ჩამოგვიყვანეს!

ჩვენი ქვეყნის გარდა, ყველგან ვგრძნობთ, რომ ადამიანები ვართ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/IMG_20160427_215522.jpg

სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ღრმად მოხუცი ესტონელი, სამამულო ომის გმირი ვალენტინ ვილენსო მოგვიახლოვდა:

_ როცა მითხრეს, ამ მაგიდასთან ქართველები სხედანო, ძალიან გამიხარდა და თქვენთან მოსვლა გადავწყვიტე. ჩემს ბატალიონში ბევრი ქართველი იბრძოდა. ძალიან მიყვარს ქართველი ერი, მამაცები და გამბედავები არიან.

ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს შენთვის გამარჯვების დღეო და ყოველთვის ვუპასუხებ: გინახავთ ფილმიგარღვევა”? ეს ფილმი ჩემზეა. დიახ, ეს ფილმი ჩემზეა, ჩვენზე. ამბავი, რომელიც ფილმშია მოთხრობილი, მართლა მოხდა და ეს ჩვენს ბატალიონს შეემთხვა.

ახალგაზრდებმა არ იციან, რა გამოვიარეთ იმ წლებში და სულ ჰგონიათ, რომ ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ომისდროინდელ ფილმებში უყურებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. დიდი სამამულო ომი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ომში 18 წლისა წავედი და დავკაცდი. ჩემს თაობას ახალგაზრდობის წლები არ გაუვლია, ბავშვობიდან კაცობაში გადავედით. ბევრი გმირულად დაიღუპა, ბევრიც გმირებად დავუბრუნდით ოჯახებს.

ემოციითა და მოგონებებით დატვირთული დღე საზეიმო ვახშმით დასრულდა. გორის . სუხიშვილის სახელობის ინსტიტუტის სტუდენტების ფოლკლორულმა ანსამბლმაგორულამრამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის სტალინის საყვარელი სიმღერაგაფრინდი, შავო მერცხალო”, რომელმაც დარბაზში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ჩოხაახალუხში გამოწყობილმა ქართველმა მომღერლებმა სამამულო ომისადმი მიღვნილი გრანდიოზული ფორუმი დაამშვენეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/IMG_20160428_210451.jpg

“ამაღლებული განწყობა გვაქვს. უკვე მეორედ ვესწრების სამამულო ომის გამარჯვებისადმი მიძღვნილ მსგავს ღონისძიებას და, სიმართლე გითხრათ, თითქოს გავიზარდეთ, ბევრი რამ ვისწავლეთ. ვუყურებთ მოხუც ვეტერანებს და გვინდება, რომ მსგავსი გმირობა ჩავიდინოთ, ასეთი პატივითა და სიყვარულით ვიცხოვროთ. მათ თვალებში იმდენი სევდა და იმხელა სიამაყეა. ბედნიერია ქვეყანა, რომელმაც ასეთი დიდი ომი ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა. ვამაყობთ, თითქოს სიმაღლეშიც კი ვიზრდებით, როდესაც “გაფრინდი, შავო მერცხალო”-ს ვმღერით და ტაშს გვიკრავენ. სტალინი, ხომ ქართველი იყო,” _ განაცხადა ჩვენთან საუბარში ანსამბლ “გორულას” ხელმძღვანელმა გირშელ ბუცხრიკიძემ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. დიდება თქვენ,ქართველო მეომრებო, თქვენ ასახელეთ საქართველო! ჯანმრთელობა და სიხარული თქვენ

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here