Home რუბრიკები საზოგადოება აშშ-ის ყოფილი სენატორი 50 წლის უმცროს მამაკაცზე ქორწინდება

აშშ-ის ყოფილი სენატორი 50 წლის უმცროს მამაკაცზე ქორწინდება

519

ამერიკის ყოფილმა სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან _ ჰარის უოფორდმა განაცხადა, რომ 50 წლით უმცროს მამაკაცზე დაინიშნა. პოლიტიკოსმა თავისი ექსტრავაგანტური საქციელის მოტივზე გაზეთნიუ იორკ თაიმსშიგამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

90 წლის უოფორდი 50 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, მაგრამ 20 წლის წინათ მისი ცოლი, სამი შვილის დედა, ლეიკემიით გარდაიცვალა.

თავის სტატიაში ყოფილი სენატორი წერს, რომ იმხანად, როცა 70 წლის იყო, ვერც კი იფიქრებდა ახალ სიყვარულს თუ შეხვდებოდა და კვლავ დაქორწინდებოდა, მაგრამ 5 წლის შემდეგ მოულოდნელად შეუყვარდა 25 წლის მამაკაცი.

უოფორდი წერს, რომ უბრალოდ, ბედნიერია, ცოლის სიკვდილის შემდეგ მეორედ რომ ეწვია სიყვარული და იცოცხლა აშშ-ში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდე.

ჰარის უოფორდი დაიბადა 1926 წელს, 1960-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მრჩეველი იყო ადამიანის უფლებების საკითხებში. 1991-დან 1996 წლამდე კი პენსილვანიის შტატს წარმოადგენდა სენატში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here