(ონიაშვილის ლობიანის რიგში ჯიბიდან ამოვარდნილი სკანდალური სცენარი)
“რუსთავი 2”-ში საგანგაშო წითელი სიგნალი ჩაირთო. ურთმელიძემ გაიღვიძა, ნინია და ნინო რკინის ქალამნებს იცვამენ და ბიძინა ივანიშვილისთვის ქოშების სროლას აპირებენ. ამის შესახებ ჩვენმა ანონიმმა წყარომ იმ მომენტში შეიტყო, როდესაც ხსენებული ქალბატონები ე.წ. ონიაშვილის ლობიანის რიგში დგომისას ერთმანეთში საუბრობდნენ. გაირკვა, რომ არსებობს სცენარი, რომელიც უკრაინაში მყოფმა პირებმა საგანგებოდ დაწერეს და თითო ეგზემპლარი ყველა მხარდამჭერს გადასცეს, მაგრამ ქალბატონების საუბრისას ნინია კაკაბაძეს ეს სცენარი ჯიბიდან შემთხვევით ამოუვარდა და ყველაფერი ნათელი შეიქნა.
როგორც შევიტყვეთ, ნინია კაკაბაძე ბაბუის ნაჩუქარი სანადირო თოფით აპირებს “რუსთავი 2”-ის შენობის დაცვას, ნინო დანელიას კი უთქვამს, მე ბებიაჩემის ნაქონ აბჯარსა და ხმალს წამოვიღებო. წყაროს ინფორმაციით, დიდი შეკრების გამართვას გეგმავენ სატანისტთა და მფრინავ სპაგეტისტთა სექტის წარმომადგენლები, ასევე, გაურკვეველი სქესის ფერადი გოგო-ბიჭები.
ტელეკომპანია “ტაბულას” შენობაში ფაღარათის ბომბები მზადდება. ნაციონალური მოძრაობის ოფისში ტონობით პომიდორს ხარშავენ და სიმულაციური სისხლის კომპონენტებს ამზადებენ. დიდ ქვაბს ხათუნა გოგორიშვილი ყარაულობს, ხოლო სიმულაციური სისხლის დეგუსტაციას ამ ამბავში არაერთხელ ნაწრთობი ჩიორა თაქთაქიშვილი აპირებს. გაბერილია მილიონი ფერადი ბუშტი, რომელიც “თავისუფალი ზონის” საწყობში ინახება, დამზადებულია ბიძინას დაჯღანული ფიტულები, რომლებსაც ნიკა გვარამია დაწვავს. შალვა ნათელაშვილი მთაწმინდიდან ესვრის ხელისუფლებას თეთრ “ნასკს” და დუელში გამოიწვევს ბიძინა ივანიშვილს. რომან გოცირიძე სპეციალურად ამ დღეს ულვაშს გაიპარსავს და იტყვის, რომ მისთვის სიტყვის თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ულვაში, რომელიც ერთ დროს ნამუსთან და კაცობასთან ასოცირდებოდა.
შავებში ჩაცმულები იქნებიან ბაია გადაბაძე, ეკა მიშველაძე და ინგა გრიგოლია, რომლებიც სპეციალურად ამ დღეს, სიმბოლურად შავი “გაზ-21”-ით მივლენ აქციაზე. გულყრების სიმულაციას გეგმავს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც, სცენარის თანახმად, მათივე ნაცნობი სასწრაფო დახმარების მანქანა წაიყვანს საავადმყოფოში და ეს იქნება იმის ჩვენების მცდელობა, რომ ხელისუფლებამ ადამიანები უყურადღებოდ დატოვა. სიმულაციებში ჩერგოლეიშვილს აქტიურად ავარჯიშებს მისი მეუღლე და ტელევიზიის ერთ-ერთი სტაჟიორი. ქეთათო ჩარკვიანი “რუსთავი 2”-ის გადამცემზე იქნება ლოკალიზებული და საფრთხის შემთხვევაში წითელ კოლჰოტს გადმოფენს. “რუსთავი 2”-ის ჭერში დამონტაჟებულია მილიონობით წყლით სავსე ბურთი და უცხო პირის შესვლის შემთხვევაში მოხდება მასირებული დაშვება.
ნიკა გვარამიას კაბინეტის კარის სახელურზე 2400-ვოლტიანი დენი მიაერთეს და, თუ უცხო პირი შეეხო, მიწასთან გაასწორებს. იგეგმება სტივ რასელისა და ევროპის სახალხო პარტიის წევრთა სრული მობილიზება, ამისათვის მათ სპეციალური ტექსტები და შეშფოთების ჰაიდლაინები დაგზავნეს. გივი თარგამაძე სპეცვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, გიორგი გაბუნია ერთჯერად წებოს ასხამს “რუსთავი 2”ის შესასვლელში. მეგი გოცირიძე “კურიერის” სტუდიის კარში დადგება, როგორც ცნობილია, მას, უცხო პირის გამოჩენის შემთხვევაში, რაც შეუძლია ხმამაღლა ღრიალი ევალება.
მოკლედ, როგორც იტყვიან, მზადყოფნაშია საშხაპე აპარატურა, ბროწეულის ოყნები და აბი გლუკოზა. თვალი დაუდგეს ევროპის სახალხო პარტიას _ ჩვენც ქართველები ვართ, ბოლოს და ბოლოს!
გრიგოლ ინგაძე