Home რუბრიკები საზოგადოება სად ატარებენ გამოკვლებს “ენ-დი-აი” და “აი-რა-ი”?

სად ატარებენ გამოკვლებს “ენ-დი-აი” და “აი-რა-ი”?

კოსმოსური საიდუმლო ამოხსნილია!

უკვე არაერთი წელიწადია, საქართველოს მოქალაქეებს ლოგიკურად უჩნდებათ კითხვა _ სად ცხოვრობენ და ბინადრობენ ის ადამიანები, რომლებიც ამერიკის გინდდემოკრატიის” (ენდიაი) და გინდრესპუბლიკური” (აირა) ინსტიტუტის ქართულ წარმომადგენლობებს ასეთ წარმოუდგენელ პასუხებს აძლევენ ხოლმე სოციალური გამოკვლევების დროს?

აგერ, გასულ კვირაშიც კიდევ ერთხელ გაოცდა სრულიად ქართული საზოგადოება, როდესაც ჯერ ერთი, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მეორე ხსენებული ინსტიტუტის გამოკვლევების შედეგები შეიტყო.

როგორც აღმოჩნდა, პატივცემული ორგანიზაციებიენდიაიდააირასადღაც პოულობენ ადამიანებს, რომელთა ხან _ 13, ხან _15 და ხანაც კიდევ 20 პროცენტი ნდობას უცხადებს და ეთაყვანება იმ პოლიტიკურ ლიდერებსა და ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთა მხარდამჭერიც სინამდვილეში, სანთლით რომ ეძებო, შეიძლება ერთიც ვერ იპოვო.

მაშ, როგორ ხდება ხოლმე, რომ საზოგადოებისთვის სრულიად ოდიოზურ და არასასურველ ფიგურებსა და ორგანიზაციებს ამხელა პროცენტები აქვთ ხსენებული გამოკვლევების მიხედვით?

ამ მოვლენამ მძიმედ ჩააფიქრა ჩვენი ისედაც მძიმედ ჩაფიქრებული წყარო და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიაგნო კიდეც ამ ყოველივეს მიზეზს.

პირველ რიგში, მან კითხვა “როგორ” შეცვალა კითხვით “სად”, ხოლო სიტყვა “ადამიანი” საერთოდ ამოაგდო საძებნი ცნებებიდან. ამ მეთოდმა გაამართლა კიდეც, რადგან, დღეს ვინცთავისუფალ დემოკრატებს”, “რესპუბლიკელებსანნაციონალებსუჭერს მხარს, იმას არც შეიძლებაადამიანიეწოდოს.

საბოლოოდ, ჩვენი ძალიან ჭკვიანი წყარო გავიდა კიდეც სწორ კვალზე და მიაგნო “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” საიდუმლოს. როგორ მოახერხა მან ეს, ამას ვერ გავამჟღავნებთ, რადგან მერე სხვებიც მიაგნებენ და ექსკლუზივს დავკარგავთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მან ყურადღება მიაქცია სიტყვას “დამკვირვებელი”. აკი “ენ-დი-აიც” და “აი-რა-იც” გამუდმებით გაიძახიან,_ჩვენმა დამკვირვებლებმა ეს შედეგი დადეს, ჩვენმა დამკვირვებლებმა ის შედეგი დადესო? ჰოდა, ნეტავ, სად და რას აკვირდებიან ისინი?

როგორც აღმოჩნდა, ორივე ამ ორგანიზაციას ოფისებში უდგას გასაიდუმლოებული უზარმაზარი ტელესკოპები და ერთი მათგანი მარსს აკვირდება, ხოლო მეორე _ მთვარეს. სიმართლე გითხრათ, ჩვენმა გაკვირვებულმა წყარომ კონკრეტულად ვერ დაადგინა, რატომ უჭერს მარსელთა 13 პროცენტი მხარსთავისუფალ დემოკრატებს”, ხოლო მთვარეულთა დაახლოებით იმდენივე პროცენტი _ რესპუბლიკელებს, თუმცა ფაქტია, რომენდიაისადააირაისდამკვირვებლები ამ უზარმაზარ ტელესკოპებში ცქერის შემდეგ სწორედ ასეთ შედეგებს აქვეყნებენ.

ჰო, მართლა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მესამე “ტელესკოპი”, რომელიც ჩვენს განცვიფრებულ წყაროს თავდაპირველად ტელესკოპი ეგონა, მაგრამ მოგვიანებით დააკვირდა და მიხვდა, რომ ეს არის “რუსთავი 2”-ის ვიდეოკამერა, რომელიც მუდმივად მიმართულია ვარსკვლავ სირიუსისკენ, რომლის მოსახლეობაც, როგორც ჩანს, დავით ბაქრაძესა და ნაციონალებს ემხრობიან. სათქმელია ისიც, რომ, ვინაიდან სირიუსს მხოლოს “რუსთავი 2” აკვირდება, შემდეგ “ენ-დი-აიცა” და “აი-რა-იც” მის მონაცემებს იმეორებენ “ნაციონალების” შესახებ.

ჩვენი თავბრუდახვეული წყაროს ინფორმაციით, მათ სხვა გზა არც აქვთ, რადგან, როგორც გაირკვა, მთელ გალაქტიკაში ნაციონალებს მხოლოდ სირიუსელები უჭერენ მხარს.

კოსია მოსია

1 COMMENT

  1. ნდიაი და აირაი ძალიან გააფეტიშეთ, კოსმოსში ნუ ეძებთ, გენიტალიების ბეწვიან საფარ-
    ში ეძიეთ, ჩემის ინფორმაციით, .ე.წ. მანდაუშკებისგან ანუ ჯიბღებისგან იღებენ ინფორ-
    მაციას. თუ რ გ ჯერათ მოფხანეთ, ვისაც საჭიროა და დარწმუნდებით.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here