Home რუბრიკები საზოგადოება დეკანოზი დავითი (ისაკაძე): მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილებას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც ვატიკანიდან...

დეკანოზი დავითი (ისაკაძე): მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილებას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც ვატიკანიდან იმართება…

რა ხდება მსოფლიოს მართლმადიდებელ სამყაროში და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უახლოეს მომავალში მართლმადიდებელი ეკლესია? რატომ უწოდა რომის პაპს ეშმაკეული, ხოლო მის საქართველოში ვიზიტს _ ქვეყნისთვის სახიფათო და რატომ აპროტესტებენ სასულიერო პირები სახალხო დამცველის ქმედებებს? _ ამ აქტუალურ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსწმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) ესაუბრება.

_ მამაო, რამდენიმე დღის წინათმართლმადიდებელ მშობელთა კავშირმასახალხო დამცველის ოფისთან გამართა საპროტესტო აქცია, თქვენ თქვით, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავისი განცხადებებით მართლმადიდებლობას და ზნეობას ეწინააღმდეგება. რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?

_ ჩვენ ამ აქციაზე პროტესტი გამოვხატეთ არა მხოლოდ სახალხო დამცველის, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაც, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან და იმართებიან. ასეთია, მაგალითად, კაპიტანი გიგაურისა და თინა ხიდაშელის ორგანიზაცები, ანუ ეს არის რაღაც თავისებური წარმონაქმნი, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს ერთგვარ დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს, მართოს ქვეყანა თავისი ინტერესებისა და მიზნების სასარგებლოდ და, თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტელეარხზე სწორედ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან წარმოჩენილნი და ამა თუ იმ საკითხზე პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გინდა თუ არა, ასე გააკეთეო!

ამას გარდა, ეს აქცია არ იყო მხოლოდ სასულიერო პირების პროტესტი. ვინაიდან ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვაქვს ხალხთან, ვიცი, რომ სახალხო დამცველის ქმედებები საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთებას იწვევს. ჩვენ უფრო მასშტაბურ აქციებსაც გავმართავთ ქვეყანაში არსებული ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ, რომელსაც სჩადიან სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

_ აქციის მიმდინარეობისას სახალხო დამცველის ოფისიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე?

_ ჩვენ არავინ გამოგვხმაურებია, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ. ტელევიზიებისთვის კი მიუციათ ინტერვიუ. მათი ქმედება არის ტენდენციური და არაობიექტური. სახალხო დამცველის აპარატი, როგორ გგონიათ, მართლა ხალხის ინტერესებს იცავს?! რასაც ამბობს დასავლეთი, იმას იმეორებს ისიც. უარყოფილია ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ფასეულობები, სარწმუნოება, ქართველი ხალხისა და მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ყველას მხარს უჭერენ და ყველას ინტერესებს იცავენ.

_ შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩვენს ქვეყანას რომის პაპი ესტუმრება. მამაო, თქვენ მწვავედ შეაფასეთ ეს ვიზიტი და პაპსეშმაკზე უარესიდაკომედიანტიუწოდეთ. აგრეთვე, განაცხადეთ, რომ ეს ვიზიტი განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. რა საფრთხეს ხედავთ რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლაში?

_ რომის პაპი არც ერთ ქვეყანაში არ ჩადის, როგორც პოლიტიკური მოღვაწე. ეს სიცრუეა. ის ყველგან ჩადის, როგორც რომის პაპი, ვატიკანის წარმომადგენელი და მისი ჩასვლა ყველგან პაპიზმის ქადაგებას ნიშნავს. მოგეხსენებათ, 2000 წელს თბილისში ჩამოსულმა პაპმა იოანე პავლე მეორემ რიყეზე მესის ჩატარების უფლება მოითხოვა, ამის უფლება იქ არ მისცეს და შემდეგ სპორტის სასახლეში ჩაატარა მესა. პაპის ვიზიტი რელიგიური ვიზიტია და, როგორც ვიცი, პაპი ფრანცისიკეც ითხოვს საქართველოში მესის ჩატარებას. თუ რომის პაპი, როგორც პოლიტიკოსი ისე ჩამოდის საქართველოში, მაშინ საერო ფორმით შემოსილი ჩამოვიდეს, ასე შეხვდეს მარგველაშვილს და შემდეგ დატოვოს საქართველო.

პაპის ვიზიტი _ ეს არის უდიდესი ცოდვა, ვინაიდან პაპიზმი არის ერესებისა და ცდომილებების მშობელი. მათი სწავლება ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი ქრისტემ სულიწმინდის შესახებ გვასწავლა. მსოფლიოს საეკლესიო კრებებზე დამსწრე მამებიდან ყველა ერესად, ანუ მწვალებლობად მიიჩნევს პაპიზმს, რადგან პაპიზმმა უამრავ ისეთ ცდომილებას დაუდო სათავე როგორიცაა პაპის პრიმატი და უცდომელობა, ევქარისტია, ცოდვების პატიება, ანუ ინდულგენცია და წმინდა საიდუმლოსთან დაკავშირებული ყველა სწავლება. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ჩასადენ ცოდვაზე ფულს იღებდნენ. და, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, სწორედ მათ დააწესეს ინკვიზიცია, ადამიანებს კოცონზე წვავდნენ. აი, ეს არის პაპიზმი და როგორ შეიძლება ასეთი ე.წ. ეკლესიის წარმომადგენელი (ჩვენ მას ეკლესიადაც არ ვცნობთ) ჩამოვიდეს საქართველოში და ეს არ იყოს განსაცდელი ჩვენი ქვეყნისთვის?!

_ მაგრამ, მამაო, ინდულგენციისა თუ ინკვიზიციის შემდეგ ხომ საუკუნეები გავიდა?

_ დიახ, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ჰქონდათ და ჰქონდათ არა პიროვნულად, არამედ საეკლესიო კანონებით. და თუ ასე ცდება ეკლესია, მაშინ რა ეკლესიაა?! სხვათა შორის, ინდულგენცია დღესაც არსებობს, მაგრამ სხვა ფორმით.

_ განხეთქილებაა თვით მართლმადიდებლებს შორისაც. ივნისში უნდა ჩატარდეს მსოფლიოს დიდი საეკლესიო კრება, რომლისთვის მზადებაც მსოფლიოს საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. კონსტანტინოპოლის ეკლესიამ საქართველოს ეკლესია ფუნდამენტალიზმში დაადანაშაულა. რა ხდება მსოფლიოს საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიას შორის?

_ გააჩნია, ვინ დაადანაშაულა ჩვენი ეკლესია ფუნდამენტალიზმში. გვახსოვს, რომ ნაციონალები გვადანაშაულებდნენ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მაგრამ საინტერესო და საყურადღებო უნდა იყოს მათი ნათქვამი ჩვენთვის? ანალოგიური ვითარებაა ახლაც. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ, რას იტყვის ჩვენზე ლიბერალურად განწყობილი საზოგადოება, ვინაიდან ისინი ფუნდამენტალიზმსა და კონსერვატიულად მოაზროვნე საზოგადოებას რაღაც მონსტრად განიხილავენ. სინამდვილეში ჩვენ ფუნდამენტურად ვიცავთ იესო ქრისტეს სწავლებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიქცევით ისე, როგორც ლიბერალი და აგრესიულად მოაზროვნე პაპისტები იქცევიან.

მინდა გითხრათ მნიშვნელოვანი რამ: მსოფლიოს ე.წ. მართლმადიდებელთა კრების მოსაწყობად მსოფლიო საპატრიარქო 1923 წლიდან იღვწის და იგი განსაკუთრებით აქტიურია მსოფლიოს ამჟამინდელი პატრიარქის _ ბართლომეოსის პერიოდში, რომელსაც პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და ცნობილია მისი საოცრად თბილი ურთიერთობით რომის პაპთან, ანუ ერეტიკოსთან და, თუ გადავხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც ზემოხსენებულ კრებაზე უნდა განიხილონ, დავრწმუნდებით, რომ ყველა საკითხი შეეხება ან სარწმუნოებას (კონფესიათა და რელიგიათა შორის დიალოგი, ერთობლივი ლოცვები), ან ეკლესიის კანონებს (კალენდრის, სასულიერო პირების მეორედ ქორწინების), ანუ, ფაქტობრივად, მიზნად ისახავენ მსოფლიო კრებებზე მიღებული და დამტკიცებული კანონების გადახედვას. უკვე ამიტომ არ შეგვიძლია ვუწოდოთ მოსალოდნელ .. მართლმადიდებლურ კრებას მართლმადიდებლური. თავისი მიზნებითა და სულით მსოფლიო კრება აუცილებლად იქნება რეფორმატორული. საკრებო ფრაზა კიწმიდასა სულსა და ჩვენსამხოლოდ ყალბი საფარველი იქნება უკანონო ქმედებებისთვის. ცხადია, ასეთი კრების გადაწყვეტილებებს ეკლესია, სასულიერო პირების დიდი ნაწილი და მრევლი უარყოფს.

_ როგორც ცნობილია, უთანხმოებას იწვევს ორი საკითხი _ ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები და მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთანრატომ ვერ თანხმდებიან ამ საკითხებზე მართლმადიდებლები?

_ დიახ, ქორწინების საიდუმლო და ეკუმენისტური ურთიერთობები _ ეს ორი საკითხია მთავარი. მარხვისა და მეორედ ქორწინების შესახებ საკითხები უკვე ამოღებულია, მაგრამ რაღაც პუნქტები მაინც დატოვეს.

სრულიად მართლმადიდებელთა კრების მოწვევის იდეა არის არა მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობის განმტკიცებისკენ სწრაფვა, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის დანგრევის გზა. თუ კრება შედგა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიერ შემოთავაზებული საკითხებით, ეჭვიც არ არსებობს, რომ ყველაფერი საეკლესიო ცხოვრების სეკულარიზაციის, ლიბერალიზაციისა და, შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წყობის დანგრევის მიმართულებით წარიმართება. ეს კი, რაც ყველაზე სახიფათოა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აუცილებლად დააყენებს არჩევანის წინაშე _ იყოს ამ უკვე განდგომილ იერარქიებთან თუ ეძებოს სხვა მართლმადიდებლური იურისდიქცია. ეს არის მიზანი ამ კრების მოწყობისა. ვინაიდან ის, რაც ახლა ამ კრებაზე სურთ განიხილონ, უკვე დიდი ხანია, განხილული და გადაწყვეტილია. მოკლედ, მათ სურთ, გადახედონ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს, რაც საეკლესიო სამართლის მიხედვით დაუშვებელია.

_ კონსტანტინოპოლის პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმა ქართული ეკლესიის წარმომდგენლები პირდაპირ დაადანაშაულა ხისტ, გამაღიზიანებელ საქციელში და განაცხადა, რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესია არ არის მსოფლიოში რწმენის დამცველი

_ ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც, საქართველოს ეკლესია კი არა, მსოფლიოში მხოლოდ ერთი ადამიანი იცავდა ეკლესიის სწავლებას. მაგალითად, მაქსიმე აღმსარებელი. მას სამი ერეტიკოსი მსოფლიო პატრიარქი აწამებდა და სტანჯავდა. გავიხსენოთ წმინდა მარკოზ ეფესელი, რომელმაც ფლორენციის კრებაზე მარტომ დაიცვა მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება. ასე რომ, რა გასაკვირია, თუ დღეს მთლიანად საქართველოს ეკლესია გვევლინება ჭეშმარიტების დამცველად?!

სხვათა შორის, მსოფლიოს ბევრ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაიწყო სერიოზული მოძრაობები, სასულიერო პირები უპირისპირდებიან თავიანთ იერარქებს ჟენევაში შეთანხმებაზე ხელის მოწერის გამო.

_ გამოდის, ვიღაც შეგნებულად გეგმავს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილებას?

_ დიახ, მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილებას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც ვატიკანიდან იმართებასწორედ ამიტომ არის პაპის საქართველოში ვიზიტი ჩვენთვის დაუშვებელი და მიუღებელი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

13 COMMENTS

  1. ღმერთო დაგვიფარე.მე ვშიშობ,რომ ამ დროისთვის ჩვენს უწმინდესს არ ავნონ რამე,რომ მათვის შემაფერხებელი არ იყოს არაფერი.რომის პაპის ჩამოსვლაც ძალიან ცუდის და ბოროტის მომასწავებელია.

  2. ერთი ჩვეულებრივი ქრისტიანი ვარ – მართმადიდებელი, ჩემი მამა პაპაც ასე იყვნენ,
    დამათ მომიტანეს ეს რწმენა არა მარტო სწავლებით, არამედ სისხლითა და ხორცით, და
    კიდევ ერთიც, ჩვენს წინაპრებს რომ დღევანდელი დღე არ მოეტანა, თქვენ ვისი რა ტიკი ტომარა იქნებოდით, თქვე ვირტუალურო მტრებო. ჩემი ქართველობის რწმენა, თქვენს
    უზურში არ ჯდება, რა ტოლერანტობა, რის ტოლერანტობა, თქვე შაჰაბაზის და თურქ-
    -სელჩუკთა შთამომავლებო.

  3. პატრიარქი გვყავს ცოცხალი წმინდანი და ისე იქნება როგორც
    ბრძანებს….. აი რომის პაპი არ მაინტერესებს და
    ბართლომეოსიც დაკარგავს პატივისცემას და
    ავტორიტეტს, ესე ვხედავ მე……

  4. ვინ ეკითხებოდა პრეზიდენტს სასულიერო პირის მოწვევას, მაშინ, როცა სახელმწიფო და ეკლესია ცალცალკეა. თუ საჭირო იქნებოდა ამას ეკლესია თითონ გადაწყვეტდა.. ეს არის შეთქმულება ქვეყნისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ნამდვილად საგანგაშოა.

  5. ვინ ეკითხებოდა პრეზიდენტს სასულიერო პირის მოწვევას, მაშინ, როცა სახელმწიფო და ეკლესია ცალცალკეა. თუ საჭირო იქნებოდა ამას ეკლესია თითონ გადაწყვეტდა.. ეს არის შეთქმულება ქვეყნისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ნამდვილად საგანგაშოა.

  6. რატო იწვევს პრეზიდენტი თუ იგი შეთანხმებული არარის ჩვენს ეკლესიასთან , კარგი იქნება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია 2 არ შეხვდება

  7. patriarqis locva-kurtxeva unda agvasrulot sveticxovlobis dgesascaulze rom dagvloca mteli eri:24 saatian locvaze unda davdget da ufali yvelafers mshvidobit daalagebs.sxva gza ar arsebobs,garda ertobloivi locvisa..!chveni dzala ertobashia!!!ertobas ki moaqvs gamarjveba!!!

  8. საქართველოში უნდა აიკრძალოს ყველა იმ არასამთავრობოების არსებობა რომლებიც ფინანსდება ქვეყნის გარედან, თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა ქვეყანა უნდა ინმართებოდეს ქართველი ხალხის ნებიტ და არა იმით თუ რა დირექტივებს დაგვისახავს ვიღაცა უცხო დიდი სახელმწიფო, ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო ასე ბრძანებდა დიდი ილია.

  9. რა არის იმაში ცუდი და ვაი ვუის მიზეზი–თუკი ვინმე ჩამოვა ჩვენთან სტუმრად? რა მოხდა თუ პრეზიდენტმა დაპატიჟა?..რაღაც ხომ უნდა აკეთოს ამ კაცმა-ხოდა ეს გააკეთა..ალბად ჯობდა საქმის ყურში ჩაეყენებინა პატრიარქი..მაგრამ ესაც არაა საშინელება. –სასინელებაა ერთმანეთის ლანძღვა ამის გამო, ან სხვა რამის გამო..ეს ღმერთის პროექტში არ შედის მგონია-ლანძღვა..სიყვარულიო–სულ გვეუბნება, ხვადსხვა ენაზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად და ესენი..ოღონდ მიზეზი ნახონ((((./.

  10. რადგან ღმერთი სიყვარულია, უფლება არ გვაქვს ერთმანეთის ლანძღვის, თუნდაც არასასურველი პირის მოწვევისას და რომის პაპს მსოფლიო პატივს სცემს..–.უხერხულია მისი ჩამოსვლის გამო ასე გადარევა. ჯობდა პატრირაქთან შეთანხმების მერე მომხდარიყო ეს, მაგრამ. რახან არ გააკეთა ეს პრეზიდენტმა..ცუდათ კი გამოუვიდა..მაინც არ შეიძლება ჩხუბი ამის გამო…ვუყურებ აქ როგორ დაერევიან ხოლმე ერთმანეთს არაფრის გამო და ავიწყდებათ–3 მილიონი რომ ვართ მხოლოდ დედამიწაზე, რომელიც თავის მხრივ, ერთი წინწკალია სამყაროში

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here