Home რუბრიკები პოლიტიკა ყველაზე მეტი შემოსავალი 2015 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო

ყველაზე მეტი შემოსავალი 2015 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო

463

პოლიტიკურმა პარტიებმა 2015 წლის განმავლობაში ჯამურად 12 407 707 ლარის შემოსავალი მიიღეს. ამ თანხიდან ყველაზე მეტი _ 3 251 781 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მოდის, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“, რომლის მიერ 2015 წელს მიღებულმა დაფინანსებამ 1 426 227 ლარი შეადგინა.

მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი ირიცხება „გაერთიანებული დემოკრატრიული მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ანგარიშებზე, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში, შესაბამისად, 1 470 484 ლარი და 1 014 739 ლარი მიიღეს. რაც შეეხება სხვა პარტიების შემოსავლებს, მათი მაჩვენებელი ასე გამოიყურება: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ _ 863 086 ლარი, რესპუბლიკური პარტია – 757 437 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 741 352 ლარი, კონსერვატიული პარტია – 722 672 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 721 672 721 352 ლარი, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – 660 722 ლარი, ლეიბორისტული პარტია – 610 020 ლარი, „ევროპელი დემოკრატები“ _ 19 000 ლარი, დევნილთა პარტია – 56 771 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 35 032 ლარი, „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“ – 30 000 ლარი, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია – 14, 120 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 2 255 ლარი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია – 2 936 ლარი, „განახლებული საქართველოსთვის“ – 2 875 ლარი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 1 300 ლარი, ხალხის პარტია – 1 135 ლარი, „რეფორმატორები“ – 1 119 ლარი, „ქართული დასი“ – 861 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 350 ლარი და „უფალია ჩვენი სიმართლე“ – 80 ლარი.

2015 წელს შემოსავალი არ მიუღია „საქართველოს გზას“, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, საქართველოს მწვანეთა პარტიას, „ახალ მემარჯვენეებსა“ და მშრომელთა სოციალისტურ პარტიას.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ 2015 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული 12 407 707 ლარის ოდენობის შემოსავლიდან 10 678 948 ლარი ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here