მთავარი საზოგადოება ერთნაირსქესიანთა ქორწინება შეზღუდვებით დაკანონდება

ერთნაირსქესიანთა ქორწინება შეზღუდვებით დაკანონდება

539
გააზიარეთ

ერთნაირსქესიანთა ქორწინება, შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული პირებისთვის დაკანონდეს და ამით სამუდამოდ დაესვას წერტილი სპეკულაციებს ამ თემაზე. ამის შესახებ ჩვენმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, რომელიც კანონპროექტის ინიციატორის გვერდით შემთხვევით აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, თავისივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინების უფლება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მათ ნათესავებს, ასევე, “ტაბულას” თანამშრომლებს,  რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელსა და მათ გარშემო მყოფ პირებს ექნებათ. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის ლიბერალ-ინტიმური კომიტეტის თავმჯდომარე ანანია მარჯვენაძე.

სპეციალურად მათთვის გათვალისწინებული იქნება ქორწინების საგზური კოჯრის აგარაკებზე, დამარბილებელი და ჰიგიენური საშუალებები, გაფილტრული წყალი, საოჯახო ქიმია, საფენები მომავალი ბავშვისთვის და ერთი ტომარა ფქვილი. თუ ქორწინება ორგიულ ხასიათს ატარებს, სახელმწიფო გაცილებით მეტ დახმარებას გაიღებს.  კანონპროექტში გაწერილია ადგილმდებარეობაც, სადაც სპეციალურად აშენდება მინი ქალაქი-სახელმწიფო, ექნებათ საკუთარი ვალუტა და ეყოლებათ მეთაური. აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლა  მხოლოდ ნაციონალებისთვის, რესპუბლიკელთა გარკვეული ნაწილისა და “ტაბულას” თანამშრომლებისთვის იქნება შესაძლებელი.

ქალაქი-სახელმწიფოს ასაშენებლად შეირჩა დიდი ლილოს ტერიტორია, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 0.2 პროცენტი ცხოვრობს. მათ გაასახლებენ და ქალაქის ცენტრალურ უბანში გადაიყვანენ. კანონპროექტის ინიციატორთა აზრით, ამ მიდგომით შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, აგრესიული დამოკიდებულების შემცირება და, მეორე მხრივ, მოსახლეობის იმ ნაწილის დაინტერესება მატერიალური ფასეულობებით, რომელიც ფიქრობს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია.

პროექტი, მიუხედავად მისი ლიბერალურობისა, გარკვეულ შეზღუდვებს მაინც მოიცავს. კერძოდ: ერთნაირსქესიანთა ქორწილში აკრძალული იქნება ღვინის დალევა, თამადის არჩევა, დოლგარმონი, შალახო, ქართული ცეკვების 97 პროცენტი და ქუთაისური ჰანგების გაჟღერება. ასევე იკრძალება ქორწილის აღნიშვნა სიგნალებითა და ხმაურით. როგორც ინიციატორები ამბობენ, ამ რეგულაციებით არც საზოგადოების გაღიზიანება მოხდება და ის ერთი მუჭა ხალხი, რომელთათვისაც დაკანონდება ქორწინება, თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობს.

ამჟამად მიმდინარეობს ქალაქი-სახელმწიფოს ლიდერის კანდიდატების შერჩევა, კულუარული ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე “ცნობადი სახე”, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა არ კონკრეტდება.

ამბობენ, რომ კანონპროექტის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს ტრადიციულ ღირებულებებზე აღზრდილმა ლომგულმა მამაკაცებმა და მისი ამოქმედების შემთხვევაში ქალაქი-სახელმწიფოს გადაბუგვით იმუქრებიან. ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს მესამე სექტორი. ორგანიზაციაგამჭვირვალე ურთიერთობებისლიდერის _ კაცია ქალიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ერთნაირსქესიანებს რაიმე ტიპის პრობლემა შეექმნებათ, “შარდენ ბარშიშიშველ პერფორმანსს გამართავენ და მსოფლიოს თავიანთ პროტესტს ამ ფორმით დაანახვებენ.

ამის მოსმენის შემდეგ მაღალჩინოსნებს უთქვამთ: ოღონდ ეგენი შიშვლები არ დაგვანახვოთ და თავში ქვა უხლიათო. მოკლედ, წყარო ამბობს, რომ კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიღებულია და მას რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

ესრა სქესია

გააზიარეთ

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here