Home რუბრიკები პოლიტიკა ნიაზ ბოლქვაძე: აჭარის დაკარგვის საფრთხე რეალურია და ამის ნიშნები უკვე აშკარაა…

ნიაზ ბოლქვაძე: აჭარის დაკარგვის საფრთხე რეალურია და ამის ნიშნები უკვე აშკარაა…

10420

აჭარაში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, არსებული ვითარების შესახებ დროდადრო საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება. მწერალი, ფილოსოფოსი, “აჭარის მამულიშვილთა კავშირის” ხელმძღვანელი ნიაზ ბოლქვაძე ერთ-ერთია, ვინც რეგიონში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხმაურება და პრობლემებს აქტიურად აპროტესტებს.

_ აჭარაში, სამწუხაროდ, იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ფიზიკურად ძლივს ვასწრებთ, ყველაფერს გამოვეხმაუროთ. არადა, ზოგიერთს სურს, წარმოაჩინოს, თითქოს მხოლოდ ძეგლების საკითხი გვაინტერესებს და სხვა პრობლემები არ გვადარდებს.

 როგორც ცნობილია, აჭარა 300 წელი ოსმალეთის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა და, სამწუხაროა, როდესაც დღეს უცხოელები, განსაკუთრებით _ თურქები, აჭარაში მიწებს იოლად ყიდულობენ და ყველაფერი მათ მფლობელობაში გადადის. ეს ხდება თურქეთში ანტიქართული პროპაგანდის ფონზე, თითქოს აჭარა ოსმალეთის ისტორიული ნაწილი იყო და მალე კვლავ მას დაუბრუნდება. არ ვამბობ, რომ ყველა თურქი ასე იქცევა, მაგრამ თურქეთშიც არიან რეაქციული ძალები, რომლებიც ამ პროპაგანდას ეწევიან. ისიც უნდა ითქვას, რომ თურქეთს ვერ დავძრახავთ. როგორც ყველა ქვეყანა, თურქეთიც თავის ინტერესებს იცავს. ერთადერთი ჩვენ გავიძახით თავსმოხვეულ აზრებს, თურქეთი მეგობარი ქვეყანააო. პოლიტიკოსი, უპირველესად, თავისი სახელმწიფოს ინტერესებზე უნდა ფიქრობდეს და შემდეგ მეგობრობაზე…

_ რატომ ყიდის ხელისუფლება ამ მიწებს?

_ დეკემბრის აქცია “ქუდზე კაცი” სწორედ იმიტომ გავმართეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ იცავს მოსახლეობის ინტერესებს. არადა, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, გვეგონა, გავიმარჯვეთ. 2013 წლის 19 დეკემბერს დიდი ყრილობა გავმართეთ და ვთქვით, მოდი, ქვეყნის აღმშენებლობა სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში კი, ზნეობრივი მდგომარეობის გაუმჯობესებით დავიწყოთ-თქო. ყველას ვუთხარით, რომ ბათუმი არ არის გარყვნილების ცენტრი, ის ღირსების ქალაქია, საქართველო კი _ ღირსეული ხალხის ქვეყანა. მოვითხოვეთ, საროსკიპოების დახურვა და ხელისუფლების ყურადღების გამახვილება ამ პრობლემაზე. იმ ღამეს 13 საროსკიპო დაიხურა, მაგრამ ბათუმსა და გონიოში კვლავ მუშაობს 200-ზე მეტი საროსკიპო. პროსტიტუცია ბიზნესად გადაიქცა, ჩვენდა სამარცხვინოდ.

2013-2014 წლებში ამერიკის ერთერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ ბათუმი და გონიო მსოფლიოში გარყვნილებისა და ტრეფიკინგის ცენტრად გამოაცხადა. სხვათა შორის, მეზობელი თურქეთისგან ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება. მაგალითად, სარფის საზღვარზე, თურქეთის მხარეს, მეჩეთი _ ისლამური სამყაროს სიმბოლო _ გაბწყინებულია, მასთან მისასვლელი გზაც მოწესრიგებულია. ვერანაირ რეკლამას იქ ვერ ნახავთ. თურქეთის შესასვლელთან ერთადერთი რეკლამაა _ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი თურქი გოგო-ბიჭები მღერიან, ვაჟკაცები ჭიდაობენ. მაგრამ, როდესაც საქართველოს მხარეს შემოხვალთ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კაზინოების, სასტუმროებისა და საროსკიპოების რეკლამებითაა დაფარული. ქვეყანაში შემოსულ უცხოელს პირველი ნაბიჯიდანვე რჩება შთაბეჭდილება, რომ კაზინოებისა და გარყვნილების ქვეყანაში შემოვიდა. როდესაც ხელისუფლებას მივმართეთ, მოგვწერეს, _ ვერ ჩამოვხსნით ამ რეკლამებს, ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებულიო. პირიქით _ უფრო გამრავლდა ეს რეკლამები.

_ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში რა სიტუაცია იყო აჭარაში?

_ მართალია, იმხანად საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ბაშკირეთის რესპუბლიკაში სასწავლებლად გახლდით, მაგრამ, როგორც ვიცი, ასლან აბაშიძის პერიოდში უცხოელებზე მიწა არ იყიდებოდა. მიწის გაყიდვა ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის მოსვლის შემდეგ დაიწყო. უცხოელებს მოქალაქეობასაც ანიჭებენ, ჩვენი მოქალაქეები კი თურქეთში გადადიან და დეპორტაციის შიშის ქვეშ “შავ სამუშაოს” ასრულებენ. 30 ათასზე მეტ თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ეს მომავალში კარგ შედეგს ნამდვილად არ მოგვიტანს. ნამდვილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე შორს უნდა იხედებოდეს. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში აჭარა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

_ ფიქრობთ, რომ აჭარას დაკარგვის საფრთხე ემუქრება?

_ რა თქმა უნდა! აჭარის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს და ამის ნიშნები უკვე აშკარაა

ოსმალეთისგან აჭარის გათავისუფლების მემორიალის დადგმა წერტილს დაუსვამს იმ პროპაგანდას, რომელსაც დღეს ზოგიერთი თურქეთში ეწევა _ თითქოს აჭარა ოსმალეთის ისტორიული ნაწილი იყო. ეს მემორიალი მტერსაც და მოყვარესაც, ყველა მნახველს, თავისი არსებობით დიპლომატიურად ეტყვის, რომ აჭარა მიტაცებული იყო და დაუბრუნდა საქართველოს. საქმე ის არის, რომ მემორიალის დადგმაზე უარს არავინ გვეუბნება, პირიქით _ ქალაქის საკრებულოს, კულტურის, სპორტისა და განათლების კომიტეტის გადაწყვეტილებით მემორიალი უნდა აღმართულიყო, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა და დღეს პასუხსაც არავინ გვცემს, რა ხდება. 1300 ხმა იყო საჭირო პეტიციის განსახილველად და 3 500 ხელმოწერა შევიტანეთ. 25 აგვისტოს, ტრადიციულად, ოსმალთა ბატონობისგან აჭარის გათავისუფლების დღე აღინიშნება და ამ დიდ დღესასწაულზე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი ხალხს მემორიალის დადგმას დაჰპირდა. მეუფე დიმიტრიმ აკურთხა მემორიალის ადგილი და აჭარის გათავისუფლებისთვის დაღუპული გმირთა სულების საოხად პანაშვიდიც ჩატარდა. ეს პროექტი აკურთხეს თბილისში, სამების ტაძარშიც, მაგრამ შარშანდელი ივნისის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და პეტიცია არც განუხილავთ.

_ ამბობთ, რომ ამ მემორიალს თურქული პროპაგანდის საწინააღმდეგო დატვირთვა ექნება. ეს ხომ არ არის მიზეზი, რომ ხელისუფლება თურქეთის განაწყენებას ერიდება?

_ გასაგებია, რომ ასეა, მაგრამ, როდესაც სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ შენი სახელმწიფოს ინტერესებს არ იცავ, ამას ღალატი ჰქვია და სხვა არაფერი. დასამალი აღარაფერი მაქვს, პირდაპირ გეტყვით: პირად საუბრებში ქალაქის ხელმძღვანელობას ხშირად უთქვამს, თუ შეიძლება სიტყვა ოსმალეთი ამოიღეთ, რადგან მეზობელ თურქეთს არ მოეწონებაო. ამაზე, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდით. ამას გარდა, თვითონ თურქეთი ზეიმობს 29 ოქტომბერს ოსმალეთის რეჟიმისგან გათავისუფლებას და ჩვენ რატომ ვერიდებით? როგორც ერთი რიგითი მწერალი, სპეციალურად წავედი თურქეთში და დავესწარი ამ დღესასწაულს, მივულოცე ოსმალთაგან გათავისუფლება.

სხვათა შორის, როდესაც თურქეთის კონსულმა განაცხადა, არ არის საჭირო ისტორიაში ქექვა, მართალია, თურქეთს არ ახსენებთ, მაგრამ თურქეთი ოსმალეთის მემკვიდრეაო, მე ვუპასუხე, თუ ისტორიაში ქექვა არ არის საჭირო და თუ წინაპართა ღვაწლის დაფასებასა და უკვდავყოფას ისტორიაში ქექვა ჰქვია, მაშინ თქვენ რატომ აღნიშნავთ თურქეთში საუკუნის წინათ მომხდარ რევოლუციას-მეთქი?!

როგორც ჩანს, ქალაქის მერია და საკრებულო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა ასე.

_ საკუთარ ინტერესებში თურქულ ინვესტიციებს გულისხმობთ?

_ დიახ, თურქულ ინვესტიციებს ვგულისხმობ. ამიტომ გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობა, ვფიქრობ, ასე მეტი ბერკეტი გვექნება საქმის კეთების, ახლა კი ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებასაც არ გვაძლევენ. პირველ რიგში, მოვითხოვთ, აიკრძალოს ერთ ლარად მიწის გასხვისება, რადგან, ვითომ ერთ ლარად გასხვისდა მიწა, სინამდვილეში კი ვიღაცებს მილიონები აქვთ აღებული და ვვარაუდობ, რომ შესაბამისად, უცხოელი ინვესტორის წინაშე პასუხისმგებლობაც აქვთ დაკისრებული. უცხოელი ინვესტორის განაწყენება თუ არ უნდათ, საკუთარი ხალხის განაწყენებას რატომ არ ერიდებიან? გამოდის, რომ საქართველოს საკუთარი პრინციპები და ეროვნული იდეოლოგია არ აქვს და ყველაფერს უცხო ქვეყნის ელჩები და კონსულები გვკარნახობენ

მაგრამ პრობლემა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაში არ არის. ვეჭვობ, ეს უფრო ზემოდან _ საქართველოს ხელისუფლებისგან მოდის. ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ სურდა ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. ჩაერია არამხოლოდ თურქეთის კონსული, არამედ საქართველოს ხელისუფლებაც. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ _ სახალხო შემოწირულობით შევაგროვეთ თანხა და მემორიალი უკვე შესრულებულია, მაგრამ კვარცხლბეკისთვის ვითხოვეთ მხოლოდ 25 ათასი ლარი და ამ თანხაზეც უარი გვითხრეს, გეების სკულპტურაში კი ქალაქის საკრებულომ 50 ათასი ლარი გადაიხადა.

_ ბატონო ნიაზ, როგორ ასაბუთებთ, რომ ორი გეია გამოსახული ამ სკულპტურაზე. ავტორი ამბობს, რომ მსგავსი ჩანაფიქრი არ ჰქონია.

_ როგორ არ ჰქონია, გელა წულაძემ 50 ათასი ლარი აიღო და ახლა აღარ ადარდებს ეს საკითხი. ვფიქრობ, მას ბათუმში ჩასვლის მორალური უფლებაც კი არ აქვს. ჯერ ერთი, მან თითქოს ხუმრობით, ილიკო და ილარიონი, ყველასთვის საყვარელი ნაწარმოების გმირები შეურაცხყო. სხვათა შორის, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მაგრამ უნდათ, ეს საკითხი გააუბრალოონ. თავდაპირველად ჩვენ წყნარად მივმართეთ საკრებულოს, რომ ეს სკულპტურა, როგორც გარყვნილების პროპაგანდა, აეღოთ. სახალხო შემოწირულობებით დამზადებული აჭარის გათავისუფლებისთვის თავდადებული გმირების მემორიალის დადგმის უფლებას არ გვაძლევენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმავე ხალხის ფულს ჰომოსექსუალების პროპაგანდაში ხარჯავენ?!

ეს ჩვენი ორგანიზაციის ახირება არ არის, სპეციალისტები მოვიწვიეთ _ მხატვართა კავშირის წარმომადგენლები, მოქანდაკეები, მხატვრები, არქიტექტორები, რომლებმაც დაწერეს დასკვნა, რომ ორივე ფიგურა მამაკაცისაა და ეს სკულპტურა სწორედ ლგბტ პროპაგანდას ემსახურება. შემიძლია ეს დასკვნაც წარმოგიდგინოთ.

კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს სკულპტურა ნამდვილად ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ემსახურება უცხოეთში დაბეჭდილი სტატიაა. როდესაც ეს სკულპტურა დადგეს, ერთმა უცხოელმა ტურისტმა სურათი გადაუღო ამ რკინის კონსტრუქციას, თავის სამშობლოში დაბრუნებულმა კი გამოაქვეყნა და განაცხადა, საქართველოში დემოკრატია უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ბათუმში მამათმავლების ძეგლი დგასო. ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს ძეგლი მომავალში გეების უფლებების დაცვის სიმბოლოდ იქცევა.

გეების ძეგლს დგამენ, მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძის ძეგლი თეატრის უკან გადააქვთ, აკაკი წერეთლის ბიუსტს კი ნაგავში აგდებენ.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთო და პროვოკაციებს არ ავყვეთ. თუნდაც ახლახან მომხდარი ინციდენტი, როდესაც თურქმა ბიზნესმენმა ქრისტიანული ტაძრის გალავანი დაანგრია, პროვიკაციული ქმედება იყო. ხომ შეიძლებოდა, ვიღაცას არ მოეთმინა და ცუდი რამ მომხდარიყო? ამიტომ ძალიან ფრთხილად, გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტით მოვაგვაროთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

15 COMMENTS

  1. დააბრუნეთ ასლან აბაშიძე რომელიც აჭარას კბილებით იცავდა როგორც ქართველი ყაჩაღებისგან ასევე თურქებიაგან. დააბრუნეთ და დარწმუნებული იყავით იმაზე მეტს გააკეთებს ვიდრე დღევანდელი აჭარის და საქართველოს გამყიდველი ხელისუფლება

  2. sruli simartlea.es tema sajaro unda gaxdes.pirvel rigshi namdvilma mamulishvilebma unda aimaglos xma.chven mezobel turkets ar vadzagebt da arts vebrdzvit.magram istoria istoriaaa.sakmarisi 300 tseli adjareli xalxis tsvaleba,aba dalxinebuli mag pewriodshi aravin kofila.vajkatsi adjareli xalxis sisxlit sheigeba mdinareebi,mgoni sakmarisia.saqme sul sxva rameshia .amerikis xeshturebs akva saakashvili,gaxsna karebi da rom dastsloda 3000000 milion turketis moqalaqes chatserda adjarashi.am komentarshi kvelafers ver davatev.shevikribot mteli adjara da gavtskvitot gvinda tu ara azizies mechetis ageba,mitsebis gasxviseba rotsa adjarel xalxs tviton ar kofnis da kidev bevri sxva mravali.

  3. დღევანდელი უსუსური ხელისუფლება ქვეყანას ანადგურებს. ქვეყანას მოჭირნახულე,ეროვნული ლიდერი სჭირდება.

  4. ნათქვამია: მტერი მოყვარე არ გახდებაო…. თურქეთის მოქალაქეებს არ უნდა აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეობას ! ეს ძალიან დიდი შეცდომაა!

  5. მემორიალი ქალაქის მოსახლეობამ უნდა დადგას სხვა გამოსავალი ხომ ხედავთ რომ არ არის.ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ

  6. არადა თურქეთში ქართველი მხოლოდ მონად აღიქმება .
    საქართველოში თურქებს თავზე ევლებიან და ქართველს აუბედურებენ

  7. ბუნებაში ერთ თურქსაც ვერ ნახავთ ვისაც სიბოროტე არ აქვს ქართველის და საქართველოს მიმართ!

  8. Turketshi clebia kartwelebi mushaoben da mat arawin ar adzlews mokalakeobas da es chweni rohor wtkwa mshishara boroti mogalate kartwelebi kide xom xedawt daanacewres gaachukes sakartwelo .pirdapir gwitxran nu gwimalawen rom ukwe gakidulia didi xania sakartwelo da nugar idzaxian witom axla gwartmewen
    Imitom aris es xelisuplebac nacebic mshwidad es oriwe erti gundia da chwen gwachweneben witom ocneba tkuis. Sinamdwileshi oriwes agebuli akwt miliardebi. Magat sazgwargaret im pulit nakidi akwt wilebi. Chwen wikitxot winc dawrchebit shemosuli mtrebis xelshi da mogexsenebat rasac gwizamen

  9. ეს პედარასტების ჯოგი რატომ არ რთავენ უფლებას ჯერ ერთი აბაშიძე ნამდვილი პატრიოტია საქართველისი და კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებს! მეორეც, ამ ზნის კაცია უკვე რა რევოლუციას მიგიწყობთ გეშინიათ?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Dusseldorf Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here