Home რუბრიკები ბლოგი აშშ აბანდებს თანხებს უკრაინა-საქართველოში, რათა იქ ლიდერებად მარიონეტები აირჩიონ

აშშ აბანდებს თანხებს უკრაინა-საქართველოში, რათა იქ ლიდერებად მარიონეტები აირჩიონ

718

ნაწილი 1

პოლ კრეიგ რობერტსი (Paul Craig Roberts) აშშ-ის კონგრესში მუშაობის პერიოდში  გადასახადებით დაბეგვრის ოპტიმიზაციის მიღწევას ცდილობდა. მან, 1981 წელს,  რონალდ რეიგანის მთავრობაში  ფინანსთა მინისტრის თანაშემწის პოსტი მიიღო და საგადასახო კანონის შემუშავებისას როგორც საქმის კარგმა მცოდნემ თავიც გამოიჩინა.

დღეს, რობერტსი თანაბრად აკრიტიკებს, როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს და მისივე თქმით, როგორც ჭეშმარიტი პატრიოტი, სამოქალაქო უფლებების გათელვის წინააღმდეგ გამოდის. მისი მიზანია- საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაკარგოს პატივისცემა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ  და შესაბამისად, თვითგანადგურებისაკენ მიმავალ ტენდენციებს, რომლებსაც ამჩნევს აშშ-ის პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ცდილობს შეძლებისდაგვარად წინ აღუდგეს. გთავაზობთ ამონარიდებს პოლ კრეიგ რობერტსის ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც იმედია, რომ აქტუალურობიდან გამომდინარე, ქართველი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

თავისუფლება ამერიკულად

-როგორ მოხდა თქვენი გარდაქმნა „რეიგანომიკის მამადან“ – „ნიღბების ამხდელად“  ?

მე მარადჟამ საკუთარ  პოზიციებზე ვდგავარ და ვიდგები მუდამ. მეცნიერად მუშაობის პერიოდში,  ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი სხვადასხვა დამყაყებულ პოსტულატებს, იგივეს გაკეთებას ვცდილობდი მთავრობაში ყოფნის დროსაც. შესაძლოა, სწორედ ამიტომ შევძელი აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა.

შრომითი საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორად დავიწყე, სადაც  კეინსიანური მაკროეკონომიკური თეორიის  წინააღმდეგ გამოვდიოდი, ამავე დროს, მუდამ ვეწინააღმდეგებოდი სოვეტოლოგების შეხედულებებს საბჭოთა ეკონომიკაზე. ჩემი პოზიცია ნათლად განვმარტე რამდენიმე წიგნში,  შედეგად ჩემს ხედვებს უკვე ითვალისწინებდნენ. კონგრესში მუშაობის დროს, ვცდილობდი იმის გარკვევას როგორ ინერგება რეალურ ცხოვრებაში ეკონომიკური პოლიტიკის  დებულებები. ვაქვეყნებდი სტატიებს  პოპულარულ ჟურნალებში, შემდეგ Wall Street Journalის რედაქტორადაც მიმიწვიეს, სადაც ჩემიც სვეტიც მქონდა.

შემდეგ დამაბრუნეს ვაშინგტონში და რონალდ რეიგანის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მრჩეველი გავხდი, რომელმაც ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ჩემი მიდგომა   პრაქტიკაში გამოიყენა. ამის შემდეგ, დავუბრუნდი უნივერისიტეტს და საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენების მიმართ მიდგომები და მათი ახსნა, რომელიც ამერიკაში  საზოგადოებას მიეწოდება, ძირითადათ, სიზუსტით არ გამოირჩევა, თუ არ ვიტყვით რომ მთლიანად არაზუსტია. მე დავინტერესდი აღნიშნული საკითხებით  და 16 წლის მანძილზე ცნობილ BusinessWeekში კოლუმნისტი ვიყავი, მქონდა სვეტები ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ გაზეთებსა და ჟურნალებში, თანდათან გამიჩნდა ჩვევა გამოვთქვა საკუთარი აზრი ამა თუ იმ მოვლენებთან მიმართებაში, აზრი, რომელიც ხშირ შემთხვევაში საყოველთაოდ მიღებულ აზრს ეწინააღმდეგება და დღემდე ამით ვარ დაკავებული. ახლაც, როდესაც ვწერ, მე მამოძრავებს იგივე სურვილი- გამოვთქვა განსხვავებული აზრი იმისგან, რასაც „New York Times“,  თუThe Washington Post“  წერენ,  ანაც იმის საპირწონე, რაც გვესმის ტელევიზორიდან.

–  როგორც ვიცით,  ეს გამოცემები, ისევე როგორც სხვა მსხვილი მედიაკონცერნები თქვენ აღარ გწყალობენ?

– დიახ. დღესდღეობით, ჩემი სამოქმედო არეალი არის ინტერნეტი და არამხოლოდ ამერიკული, არამედ ინდოეთის საიტები, საიტი Al Jazeera, ირანული Press TV, რუსული Russia Today , მოკლედ გამოვდივარ ყველგან, სადაც ჩემი აზრები და შეხედულებები აინტერესებთ.

ამერიკაშიც აინტერესებთ ჩემი აზრი, თუმცა ეს არ ეხება დიდ მედია-ორგანიზაციებს, რომლებიც ოდესღაც დამოუკიდებელნი იყვნენ, მაგრამ კლინტონის ადმინისტრაციის პირობებში „მეგამფლობელებმა“ ისინი ყველანი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციეს და შეიძლება ითქვას რომ „ჩაიჯიბეს“. თანაც ისე, რომ  საქმეში წამყვანი ძალა  ჟურნალისტები კი არა, არამედ ამ კონგლომერატების სარეკლამო განყოფილებები გახდნენ, რომელთა ერთადერთი მიზანი რეკლამისგან მაქსიმალური შემოსავლის მიღება გახდა. უფლებაწართმეული მენეჯერები კი თავის მხრივ ცდილობენ როგორმე არ აწყენინონ ამა თუ იმ გავლენიან დაჯგუფებას.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ კორპორაციების საკუთრებაში არსებული, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დიდი კონცენტრაციის გამო, ამ კორპორაციების აქტივების ღირებულება განისაზღვრება ფედერალური ლიცენზიების არსებობით, რომლებიც  მაუწყებლობისა და ბეჭდვის ნებას რთავენ. ლიცენზიებს ვადა პერიოდულად გასდით და შემდგომ ისინი ახლდება მთავრობის მიერ- უფასოდ. ბუნებრივია, რომ აქედან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველანაირად ცდილობენ  არ განაწყონ მთავრობა თავის წინააღმდეგ, არ გაანაწყენონ, რათა ლიცენზიის გარეშე არ დარჩნენ.

ამრიგად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადაიქცნენ პროპაგანდის სამინისტროდ და მრავალ საჭირბოროტო საკითხს სათანადოთ არ აშუქებენ.

– ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ არაანგაჟირებული ჟურნალისტიკის დაისის მომსწრეები გავხვდით?

დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა აშშ-ში პრაქტიკულად აღარაა. იშვიათად გაიელვებს ხოლმე რაღაც საინტერესო, და მაშინაც მიკვირს, რანაირად მოხდა ეს.

ოპოზიციის როლი, რომელიც ამერიკულ ჟურნალისტიკას ვიეტნამის ომის დროს ჰქონდა მორგებული, ააშკარავებდა რა ამ ომის უაზრობასა და ტყუილს, წარსულს მიბარდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ისევე როგორც მკითხველთა მასამ, „მიიღო“ ერაყის ომი…..

-მაშინაც კი, როდესაც გამოაშკარავდა ის ფაქტი, რომ რეალურად ერაყიდან ბირთვული საფრთხე არ მოდიოდა?!

-დიახ, იმის შემდეგაც რაც ცნობილი გახდა, რომ  მასობრივი განადგურების იარაღს ერაყი არ ფლობდა,  ამერიკულ მედიასივრცეში ამასთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. კონგრესში ჩატარდა მხოლოდ ის მოსმენები, რომლებსაც მისგან ელოდნენ კიდეც. სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებული  საკითხები არ განხილულა, არც წამების ფაქტების შესახებ  თქმულა რამე, ტყვეებს, რომელთა წინააღმდეგ არანაირი სამხილები არ გააჩნდათ, დღესაც კი არ ათავისუფლებენ.

არავინ უწყის ირგვლივ, რას ვაკეთებთ, ჩვენ ამერიკელები ავღანეთში. ამასობაში კი ამერიკის მთავრობა პრაქტიკულად ბანკროტია, მას აღარა აქვს თანხა  ომის გასაგრძელებლად: ავღანეთში, საწვავის გალონი,  პენტაგონს 400$ უჯდება, ხოლო საზღვაო ქვეითები ყოველდღიურად 320 მილიონ დოლარს ხარჯავენ.

ჩვენ სახელმწიფო-ბანკროტი ვხდებით. უარყოფითი სალდო უცხოური კრედიტებიდან იფარება. საუდის არაბეთი, ჩინეთი, იაპონია, რუსეთიც კი, გაუგებარია რისთვის ყიდულობენ ჩვენს ობლიგაციებს, რომლებიც მალევე გაუფასურდება. ვალს ბერავენ იმისთვის, რომ მომავალში ჩამოწერონ, შემდეგ კი დაიწყებენ ფულის ნიშნების ბეჭდვას, როგორც ეს ბანანის რესპუბლიკებში ხდება ხოლმე. საერთაშორისო საგადახდო სისტემა, რომელიც დოლარზეა აწყობილი დაინგრევა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ის ფაქტი, რომ მასმედიაში ამ საკითხებიდან არაფერი შუქდება. იშვიათად სადმე თუ წააწყდებით, რომელიმე დამოუკიდებელ გამოცემებში, ან ინტერნეტში, კერძოდ ჩემს სტატიებში.

-მანამდე მედიასაშუალებები სხვანაირად მუშაობდნენ?

– გუშინდელ დღესთან სხვაობა იმაში გამოიხატება, რომ ამჟამად, მთავრობის სინდისზე  ბევრად უფრო საშინელი დანაშაულებია, ვიდრე ეს იყო ვიეტნამის ომის დროს და 70-იან წლებში, როდესაც მთავრობა იძულებული იყო პასუხი გაეცა საზოგადოების წინაშე მის მიერ  ჩადენილ დანაშაულებზე.

მაგალითად მოვიყვან პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტს. ის აიძულეს გადამდგარიყო უკანონო ქმედებისთვის, რომელიც ბუშის, ჩეინის თუ ობამას მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და ტყუილებთან ახლოსაც კი ვერ მივა. ისინი ხომ სამხედრო დამნაშავეები არიან და პერმანენტულად  არღვევენ კანონს – უთვალთვალებენ და უსმენენ რა საკუთარ მოქალაქეებს. ისინი, საკუთარი ქმედებებით, არღვევენ როგორც ამერიკის, ისე საერთაშორისო კანონებს, მაგალითად ჟენევის კონვენციას წამებასთან დაკავშირებით, თუმცა დაკავებული თანამდებობიდან არავის ათავისუფლებენ,  გამოძიებასაც არ ატარებენ, არავინ არაფერს ინანიებს, ხოლო მედიარუპორი კი- სდუმს!

გაგრძელება იქნება 

მასალა თარგმნა და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

1 COMMENT

  1. ხოდა, ზუსტად ასეა საქართველოშიც. 100 %-ით
    ამრიგად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადაიქცნენ პროპაგანდის სამინისტროდ და მრავალ საჭირბოროტო საკითხს სათანადოთ არ აშუქებენ.

    – ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩვენ არაანგაჟირებული ჟურნალისტიკის დაისის მომსწრეები გავხვდით?

    – დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა აშშ-ში პრაქტიკულად აღარაა. იშვიათად გაიელვებს ხოლმე რაღაც საინტერესო, და მაშინაც მიკვირს, რანაირად მოხდა ეს.

    ზუსტად ასეა ჩვენთან!

  2. გმერტმა ქნას; ეს ერტადერტი გონიერი კაცი არ იყოს დასაქცევ ამერიკაში\\\’

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ელო Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here