ოთხშაბათს, 6 აპრილს ნიდერლანდების სამეფოში გაიმართა საკონსულტაციო რეფერენდუმი უკრაინის ევროროკავშირთან ასოციაციის რატიფიკაციის შესახებ.
რეფერენდუმის მოახლოებასთან ერთად იცვლებოდა პროევროპულად განწყობილ უკრაინელთა განწყობა , როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე საჯარო რიტორიკაში. თუ დასაწყისში ჭარბობდა გამოთქმები ისეთ სტილში როგორიც იყო „ძვირფასო ჰოლანდიელებო, ჩვენ ისეთები ვართ როგორც თქვენ“. რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე გამონათქვამების უმეტესობა „ამ ჰოლანდიელებს თავიანთი თავი კიტრი ხომ არ გონიათ?“ ანდაც „და საერთოს ვის რაში ჭირდება ეს ევროპა?“ ხასიათით გამოირჩეოდა.
აშკარა იყო , რომ ასეთი თვითკმაყოფილი აგრესიის უკან ობიექტური შიში იმალებოდა. რადგანაც პრაქტიკულად ყველა სოციალური გამოკითხვა ჰოლანდიაში რეპერენდუმის თემაზე აჩვენებდა, რომ უკრაინის ევროპაში ასოცირების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა როგორც მინიმუმ 10-15 % ით ჭარბობდა მომხრეთა რაოდენობას . ეს ფაქტობრივად ავტომატურად ნიშნავდა „ევრომაიდანელთა“ ევროილუზიის სრულ კრახს.
ამიტომ რეფერენდუმის დღეს უკრაინის აბსოლუტურად ყველა სახელისუფლებო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (სხვა მაინც არ არის) და ევროინტეგრაციის მომხრე უკრაინელები სოციალურ ქსელებში, ღიად უჭერდნენ მხარს, რათა რეფერენდუმი ჩაშლილიყო დაბალი აქტიურობოს გამო. რადგან თუ 30% ზე ნაკლები იქნებოდა რეფერენდუმზე ხმის მიმცემთა რაოდენობა რეფერენდუმი არშემდგრად გამოცხადდებოდა . ამიტომ ყველა „ევროუკრაინელი“ (ეს განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში იგრძნობოდა )მთელი დღის განმავლობაში სუნთქვაშეკრული უყურებდნენ მომსვლელთა რაოდენობის განმსაზღვრელ ციფრებს . დილიდან აბსოლუტურად ყველა უკრაინული საიტი თუ სახელმწიფო ტელევიზია სიხარულით გაჰკიჟინებდა ხმის მიმცემთა ძალიან დაბალ რაოდენობას, დაავიწყდა რა ის, რომ ოთხშაბათი სამუშაო დღე იყო და ძირითადი მასა ხმის მიცემის პროცედურას საღამოსთვის დაგეგმავდა.
ამას წინათ კი ძალიან ბევრ უკრაინულ საიტზე და აბსოლუტურად ყველა ტელეგადაცემაში გაჩნდა ისეთი ტიპის ხაზის გატარების ტენდენცია, რომ ჰოლანდიის მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის არ ქონა არაფერს შეცვლიდა. რომელიც რა თქმა უნდა მრავალრიცხოვანი „ ექსპერტთა დასკვნებით“ იყო გამყარებული (ქართველებისთვის ნაცნობი სურთია). მაგრამ ამ ვაი ექსპერტებს ჯობდა წაეკითხათ ამ ხელკშეკრულების პირველი გვერდი სადაც შავი თეთრზე წერია რომ ერთ ერთ მხარეს წარმოადგენს ევროკავშირი, ყველა შიგნით შემავალი ქვეყნით. აქედან გამომდინარე ერთი რომელიმე ქვეყნის ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის იმპლემენტაცია შეუძლებელია . ეს ფაქტი თავისთავად ანგრევს მეორე ვერსიასაც რომელიიც გაჩნდა ასევე ამ რამდენიმე დღის წინ, რომლის მიხედვითაც ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია შესაძლებელია ნაწილ ნაწილ- ეკონომიური ცალკე პოლიტიკურისგან ან პირიით .
თუმცა, ორი საშინელი წლის მერე რაც პოსტმაიდანურმა უკრაინამ გამოიარა, ყველა ვისაც უნდოდა რომ განთავისუფლებულიყო ევროინტეგრაციის ვარგისიანობის ილუზიიდან უკვე განთავისუფლდა . დარჩნენ მხოლოდ: ყველაზე ზომბირებული ფანატიკოსები რომელთათვის „ყოველისშემძლე ევროპული ღირებულებების“ მრწამს ვერაფერი შეუცვლით, ოლიგარქები რომლებიც დიდი ხანია ყვლიფავენ უკრაინას და რა თქმა უნდა ვაშინგტონიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი. ძირითადად ეს ტვინგადაბრუნებული ფანატიკოსები არიან დღევანდელი უკრაინის ოლიგარქიულ- ფაშისტური რეჟიმის დასაყრდენი.
ზუსტად ეს ხალხი იყო რომლებიც რეფერენდუმის დროს „კი“-ს კი არ გულშემატკივრობდნენ და მოუწოდებდნენ არამედ ძირითად გამოთვლას მომსვლელთა დაბალ პროცენტზე აკეტებდნენ. მაგრამ არ გამოუვიდათ . რადგანაც როგორც მე მაქვს ინფორმაცია (ჩემი შვილი ჰოლანდიაში იმყოფება, საკმაოდ აქტიურად ადევნებდა თვალს იქაურ მასმედიას რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებში და მაწოდებს მასალებს) ჰოლანდიელები საკმაოდ ინფორმირებულები არიან უკრაინაში ფაშისტურ განწყობილებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და რა თქმა უნდა იმ ომზე რომელსაც უკრაინის მარიონეტულ-ოლიგარქიული ხელისუფლება საკუთარ ხალხთან ეწევა.
ყველაზე საინტერესო პუბლიკაციბი გამომცემლობა ”GeenStijl“ გაავრცელა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვე აქვეყნებდა მასალებს , რომელიც ამტკიცებდა რომ:
– ხელისუფლებაში უკრაინაში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები და შესაძლებელია ნაცისტებიც იყვნენ;
-უკრაინა გაყოფილია სამოქალაქო ომის შედეგად პრო-რუსულ და პრო ევროპულ რეგიონებად, ხოლო ასოცირება მხოლოდ უფრო გააღვივებს ისედაც ცეცხლით მოცულ ქვეყანას;
-უკრაინა ტოტალურად კორუმპირებული ქვეყანაა სადაც მთელი სახელისუფლებო შტოები მხოლოდ ქურდობით არიან დაკავებული, რაც ევროპულ ღირებულებებიდან ძალიან შორსაა;
-საჭირო იქნება დიდძალი თანხა რომელიც ჰოლანდიელმა გადასახადის გადამხდელებმა უნდა გადაიხადონ (95 მილიარდი ევრო) რათა დააკმაყოფილოს უკრაინელი ოლიგარქების და ნაცისტების გაზრდილი მოთხოვნები;
– სავიზო რეიმის გაუქმებასთან ერთად ჰოლანდიაში ტურისტების სტატუსს ამოფარებული უკრაინელ უმუშევართა მთელი არმია მოაწყდება, რომლებიც სირიელ,ერაყელ, ავღანელ და ა.შ.ლტოლვილთა მსგავსად დაიწყებენ თავშესაფრის მოთხოვნას;
ასევე იყო პუბლიკაციები როლებშიც გაშუქებული იყო უკრაინელი ულტრამემარჯვენე ბოევიკების მიერ ჰოლანდიური ხელოვნების ნიმუშების ქურდობის მასალები . ხოლო ბოლო პუბლიკაციამ რომელშიც უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ოპშერულ ზონებში არსებულ ქონებას შეეხებოდა, ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი გამოიწვია. ამიტომ ამ სიტუაციაში და ამ მონაცემებით პოზიტიურ რეზზულტატზე ევროინტეგრაციის მომხრე უკრაინელებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ.
ის კი არა მსოფლიოს ერთ ერთმა ყველაზე ინტრიგანმა, ბევრი ქვეყნის დამქცევმა (მათ შორიც საქართველოსიც) ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნომეკლატურულმა მილიონერმა ჯორჯ სოროსმა ერთ ერთ ბოლო ინტერვიუში აღიარა რომ ჰოლანდიაში 200 ათასი ევროს დახარჯვის მიუხედავად ევროსკეპტიკოსებს ვერაფერი მოუხერხა.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა რომ ჰოლანდიელებმა განვლილი რეფერენდუმი აღითქვეს უმეტესად, არა როგორც უკრაინის საკითხი, არამედ როგორც დამოკიდებულება თავიანთ ხელისუფლების მიმართ (რომელმაც მათი აზრით საერთოდ დაივიწყა შიდა ჰოლანდიური და ჰოლანდიელთა ინტერესები) და დამოკიდებულება საერთოდ ევროკავშირის მიმართ. BBC -ს ეთერში ერთ ერთმა ინგლისელმა ანალიტიკოსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების საკითხზე რეფერენდუმის შემდეგ, შემდეგი პლებისციტის საკითხი ჰოლანდიის ევროკავშირიდან გამოსვლის თემა იქნება. (რაც სხვათა შორის თვით ინგლისშიც გაიმართება)
რეფერენდუმის წინასწარი მონაცემებით ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე ჰოლანდიის მოქალაქეების 32%, რაც საკმარისი იყო რომ რეფერენდუმი ლეგიტიმყურად ჩათვლილიყო. აქედან მოსახლეობის 63 პროცენტმა უარი თქვა უკრაინას ხელშეკრულების რატიფიკაციაზე რაც ძალიან მაღალი შედეგია . ხოლო თუ ჰოლანდიის ხელისუფლება იგნორირებას გაუკეთებს რეფერენდუმის შედეგებს ჩემი აზრით ჰოლანდიური საზოგადოებას აქვს იმის ძალა რომ დააყენოს მთავრობის გადაყენების საკითხი რომელიც ყურად არ იღებს თავის მოქალაქეთა ნებას.
ასე რომ განვლილი რეფერენდუმი – ეს არა მხოლოდ განაჩენია უკრაინელი ევროინტეგრეციის მომხრეთათვის, არამედ კარგი გაკვეთილია ჩვენთვის ქართველებისთვის რათა სწორი, ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი პოლიტ-ეკონომიური განვითარების მიმართულება ავირჩიოთ და არ ვიყოთ „ ევროელდორადოს“ ილუზიებში, ხოლო რაც ასევე მთავარია ეს ევროპისთვისაც ერთგვარი მორიგი ტესტია დემოკრატიაზე.
ვიქტორ ცაავა
ესეც თევენი დემოკრატია. ევროკავშირის ბიუროკრატიულმა ელიტამ კიდევ ერთხელ გაუკეთა იგნორირება ნიდერლანდებში ჩატარებულ რეფერენდუმს და კარი გაუღო უკრაინას. მანამდე ნიდერლანდებმა უარყვეს ევროკონსტიტუცია ასევე რეფერენდუმში საფრანგეთის მსგავსად მაგრამ მაინც მოახვიეს თავს.
https://www.express.co.uk/news/politics/659825/Dutch-referendum-EU-Brussels-Ukraine-deal-visa-free-travel-Rutte-Brexit