მთავარი ყველაზე ყველაზე 8 საუკეთესო უპილოტო საფრენი აპარატი

8 საუკეთესო უპილოტო საფრენი აპარატი

136
გააზიარეთ

სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატის (უსა) მთავარი ამოცანა ჰაერიდან დაკვირვება და დაზვერვაა. ეს აპარატები პატრულირებენ ტერიტორიაზე, იცავენ მარშრუტებს, შეუძლიათ ცეცხლის კორექცია. ყველაზე მინიატურული მზვერავი უსა, ამერიკული Waspის სიგრძე 33 სმია, წონა _ 200 გრ. მას ამერიკის შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან იყენებენ. გაცილებით ძვირი ღირს (სულ ცოტა, 100-ჯერ) მძლავრი აპარატები, რომლებსაც შეუძლია, იომონ. ასეთ აპარატებს გადააქვს ბომბები (ჩინურ ჰიპერბგერით WU-14- შეუძლია ბირთვული იარაღის გადატანა რამდენიმე ათას კმზე), ისვრის რაკეტებს და შეუძლია შეასრულოს კამიკაძის როლი _ დაეცეს სამიზნეს და თავი აიფეთქოს.

უპილოტო საფრენი აპარატები თუ გამანადგურებელი თვითმფრინავები?

უპილოტო საფრენ აპარატს სახმელეთო ცენტრიდან მართავს ოპერატორი, რომელიც შეიძლება ათობით, ასობით ან სულაც ათასობით კმ-ის დაშორებით იმყოფება. აი ეს არის უპა-ს ძირითადი უპირატესობა თვითმფრინავის წინაშე, რომელსაც პილოტი მართავს.

უპილოტო საფრენი აპარატების ძირითადი უპირატესობები

* აპარატის ოპერატორი არ რისკავს სიცოცხლით. ის არ დაიღუპება და არ ჩავარდება ტყვედ;

* უპილოტო საფრენი აპარატის დაკარგვა ისე დასანანი არ არის, როგორც გამანადგურებლის. უსა დაახლოებით 20-ჯერ იაფია გამანადგურებელ თვითმფრინავზე: 5-6 მლნ დოლარი 100 მლნ დოლართან შედარებით. მას უნდა დაემატოს პილოტის მომზადების ხარჯები (3,4-7,8 მლნ), თანაც მის მომზადებას 7 წელი სჭირდება, უსა-ს აპარატის ოპერატორს კი სახელმწიფო 200 ათას დოლარს უხდის და მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ასწავლის;

* ძალებისა და საწვავის ეკონომია. საშუალო სიმაღლეებზე მოძრავ უსა-ს შეუძლია, დიდხანს იყოს ჰაერში _ 24 სთ-ზე მეტი. უპილოტო საფრენი აპარატები ტურბორეაქტიული ძრავებითა და 200 კმ/სთ სიჩქარით შედარებით ცოტა საწვავს ხარჯავს.

უპილოტო საფრენი აპარატის ძირითადი ნაკლოვანებები

* უსა-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ის მთლიანად არის დამოკიდებული ადამიანზე, რომელმაც შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს ხიფათი. აპარატი სურათს იღებს ცხვირზე ან ფიუზელაჟის ქვეშ დამაგრებული კამერიდან, რაც მისი ხედვის არეალს ზღუდავს. თვითმფრინავში მჯდომი პილოტი კი პირადად ხედავს ხიფათს და მყისვე რეაგირებს;

* უსა ისეთი მტკიცე და მანევრული არ არის, როგორც გამანადგურებელი;

* ყველა უპილოტო საფრენ აპარატს არ შეუძლია დიდი სიმძიმის აწევა. უსა-ს მინუსია, აგრეთვე, დაბალი სიჩქარე.

უძლიერესი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები მსოფლიოში

GAAS Avenger

ეს არის ავიამზიდებისთვის განკუთვნილი ამერიკული უსა _ 2020 წელს შეიარაღებიდან მოხსნილი Predator-ის მოდიფიკაცია. GAAS Avenger-ის სატვირთო ნაკვეთურით შეუძლია გადაიტანოს 2 ბომბი ლაზერული სამიზნით, საერთო წონით 440 კგ.; შეუძლია აფრინდეს 18 კმ-ს სიმაღლეზე. მისი სიჩქარე 740 კმ/სთ-ია.

Yabhon United 40

გაერთიანებულ არაბულ საემიროებში საშუალო სიმაღლეზე მოძრავი სადაზვერვო-დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია 120 საათის განმავლობაში იფრინოს. შეუძლია 1030 კგ საბრძოლო მასალის გადატანა. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე _ 7კმ.

MQ-9 Reaper

მსოფლიოში ცნობილი და მძლავრი უსა აშშ-ის არმიის ძირითადი სადაზვერვო-დამრტყმელი აპარატია. შეუძლია აფრინდეს 14 კმ-ის სიმაღლეზე. ფრენის ხანგრძლივობა _ 30 სთ., მაქსიმალური სიჩქარე _ 480 კმ/სთ. შეუძლია ჰაერში აიტანოს 4,7 ტ ტვირთი; შეუძლია მიზნის ამოცნობა. ტელეკამერას შეუძლია 3 კმ-ზე დაშორებული ავტომობილის ნომრის წაკითხვა. Reaper-ი აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა AGM-114 Hellfire-თ, აგრეთვე, მართვადი ბომბებით. Reaper-ის საშუალებით სიცოცხლეს გამოასალმეს “ალ-ქაიდას” ხელმძღვანელი ორი პირი და გენერალი ყასემ სულეიმანი _ ირანის სამობილიზაციო ძალების მეთაურის მოადგილე.

Bayraktar TB2

თურქული საფრენი აპარატი საშუალო სიმაღლეზე მოძრავ ტაქტიკური კლასის უპილოტო საფრენ აპარატებს განეკუთვნება, მისი პროგრამული უზრუნველყოფა რამდენიმე მონაცემით აღემატება კონკურენტების მონაცემებს. კრეისერული სიჩქარე საათში 130 კმ-ია. მაქსიმალური _ 250 კმ/სთ. ფრენის სიმაღლე _ 7კმ. იწონის 630 კგ-ს, შეუძლია აწიოს 55 კგ საბრძოლო მასალა. ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა _ 24 სთ. შეუძლია, აგრეთვე, გადაიტანოს ორი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და ლაზერული სამიზნით აღჭურვილი 2 ბომბი მსუბუქი ჯავშნიანი ტექნიკის გასანადგურებლად.

CH-5 (Rainbow-5)

ჩინეთის ახალი სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატია. შეუძლია წაიღოს “ჰაერი-მიწის” კლასის 16 რაკეტა და სხვა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა საერთო მასით 900 კგ. ფრთების განშლა 21 მ-ია, მაქსიმალური სიჩქარე _ 400 კმ/სთ. შეუძლია, საწვავის დაუმატებლად იფრინოს 60 საათის განმავლობაში.

HERON TP

ისრაელის HERON-ზე მსოფლიოში ყველაზე მეტი მოთხოვნაა. ეს არის საშუალო სიმაღლეზე მოძრავი მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია დიდხანს იფრინოს. ფრთების განშლა _ 26 მ-ია, აფრენის მაქსიმალური სიმაღლე _ 13,7კმ, ფრენის ხანგრძლივობა _ 36 სთ. შეუძლია გადაიტანოს ცეცხლის მართვის საშუალებები და დამრტყმელი კომპლექსები. HERON TP-ს აქვს ოპტიკური და ინფრაწითელი ხედვის საშუალებები. კრეისერული სიჩქარე საათში 296 კმ-ია, მაქსიმალური სიჩქარე _ 460 კმ/სთ.

Taranis

ეს არის მეხუთე თაობის ბრიტანული მზვერავი-მოიერიშე, რომელსაც კელტუბის მეხის ღმერთის სახელი დაარქვეს, წონა _ 3 ტ. სიგრძე _ 11 მ. ფრთების განშლა _ 10 მ. უსა დამზადებულია “სტელსის” ტექნოლოგიით, ამიტომ ის, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის. მაქსიმალური სიჩქარე ზებგერითია. გათვლილია საკონტინენტთაშორისო ფრენებისთვის.

C-70 “ოხოტნიკ

რუსული “ოხოტნიკის” ყველა მახასიათებელი გასაჯაროებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ მისი წონა 22 კგ-ია. ზოგიერთი “ოხოტნიკი” დაკომპლექტებულია რამდენიმე რაკეტითა და ბომბებით. აპარატის მაქსიმალური სიჩქარე 920 კმ/სთ-ია. ტვირთამწეობა _ 6 ტ. ფრენის მაქსიმალური სიმაღლე _ 18 კმ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here