მთავარი პოლიტიკა უკრაინის ექსპრემიერი: უკრაინელები უნდა გამოფხიზლდნენ და დაფიქრდნენ, _ ვინ არის მათი მტერი...

უკრაინის ექსპრემიერი: უკრაინელები უნდა გამოფხიზლდნენ და დაფიქრდნენ, _ ვინ არის მათი მტერი და ვინ _ მეგობარი

590
გააზიარეთ

 “უკრაინელები კრიზისს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმკლავდებიან, თუ ფხიზელი თვალით შეხედავენ თავიანთი მთავრობის მოქმედებას”, _ მიიჩნევს ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკოლაი აზაროვი

უკრაინის ექსპრემიერი განცვიფრებულია გამოკითხვის შედეგებით, რომლის თანახმადაც უკრაინელთა 65% მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანასა და რუსეთს შორის ომია გაჩაღებული. პოლიტიკოსის აზრით, საზოგადოებრივი აზრის ეს სურათი მიუთითებს, რომ უკრაინის მოსახლეობა ოფიციალური კიევის პროპაგანდის გავლენას განიცდის, და უკრაინელებს საღად აზროვნებისკენ მოუწოდა საკითხებში, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობას ეხება.

“განიცდიან რა პროპაგანდისტული მანქანის გავლენას, უკრაინელები, ნებსით თუ უნებლიეთ, განამტკიცებენ პოროშენკოს, იაცენიუკის, ტიმოშენკოს, ლიაშკოს, სადოვოის ხელისუფლებას _ ყველას ხელისუფლებას, ვინც კი ისინი სიღატაკის ზღვარზე მიიყვანა, ვინც მარტოხელა დედებს დახმარება წაართვა, საარსებო წყაროს გარეშე დატოვა ობლები, გააუქმა ბევრი სოციალური შეღავათი, უწამლოდ დატოვა მოხუცები, მაღლა ასწია ტარიფები.

ის, რაც ამჟამად ხდება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში, ჩვენი ხალხების ტრაგედიაა. ასრულდა ჩვენი არაკეთილმოსურნეთა, ჩვენი მოწინააღმდეგეების საუკუნოვანი ოცნება _ გაღვივებულია უთანხმოება. ყველა უნდა იყოს დაინტერესებული ამ უთანხმოების ჩაქრობით. და ამას შეძლებს მხოლოდ უკრაინელი ხალხი კიევის რეჟიმის ჩამოშორებით. სწორედ უკრაინის ხელისუფლებაშია ჩვენი ტრაგედიის მიზეზი. ქვეყნის მოქალაქეები უნდა გამოფხიზლდნენ და დაფიქრდნენ _ ვინ არის მათი მტერი და ვინ _ მეგობარი”, _ დაწერა ნიკოლაი აზაროვმა სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. საქართველო ამ დიდ ნგრევას ღმერთმა გადაარჩინა. 55 მილიონიანი სახელმწიფო დაშალა ამერიკამ. გააპიდარასტეს მთელი ევროპა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here