Home რუბრიკები პოლიტიკა სარკოზი: ევროკავშირში არ არის თურქეთის ადგილი!

სარკოზი: ევროკავშირში არ არის თურქეთის ადგილი!

490

 “ევროკავშირში თურქეთის გაწევრება საღ აზრს ეწინააღმდეგება”, _ განაცხადა საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ტელეარხაიტელისთვისმიცემულ ინტერვიუში. ნიკოლა სარკოზის აზრით, რუსეთი უფრო  ევროპული სახელმწიფოა, ვიდრე თურქეთი.

 “ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის და მე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიდექი, რომელიც ეფუძნება საღ აზრს. ეს არ ნიშნავს, რომ თურქების საწინააღმდეგო რამე მაქვს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან, ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან ნატოში, მაგრამ თურქეთი არა მხოლოდ არ შეესაბამება რიგ ევროპულ სტანდარტებს, არამედ გეოგრაფიულადაც შორს არის ევროპისგან. ჩნდება კითხვა:  ისტორიული, კულტურული, ეკონომიკური თვალსაზრისით შეიძლება კი თურქეთი ჩაითვალოს ევროპულ ქვეყნად? თუ ამის დამტკიცებას ვაპირებთ, მაშინ ჩვენ ევროკავშირის სიკვდილი მოგვსურვებია”, _ განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც აღშფოთებული ლაპარაკობდა ევროპაში 80 მილიონი თურქის დაუბრკოლებლად შეშვებაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here