რადგან ინგა გრიგოლიას და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის „CNN-ზე გაშუქების“ ამბით გამოწვეულმა ეიფორიამ ჩაიარა, ვაკეთებ განმარტებას.
ამ სურათით არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არც, მოდური სიტყვა რომ ვიხმაროთ, „ფეიკის“ გაკეთება მიფიქრია – ოდნავ დაკვირვებული ადამიანი ადვილად შეამჩნევდა სურათზე გამოსახულ იმ რამდენიმე დეტალს, რაც ფოტოს სინამდვილეს ეჭვქვეშ დააყენებდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ შეიძლება სურათი „ფეიკად“ ჩაითვალოს, როცა მისი შემქმნელი ზედ თავისივე ინიციალებს ადებს ლოგოდ (მარჯვენა ზედა კუთხეში – „LZ“).
მიზანი და შედეგი, რის გამოც ეს მონტაჟი გავაკეთე, სახეზეა – მან აშკარად გაამძაფრა და ნათლად დაგვანახა ის სიბრიყვე, რაც პოპულარულმა ტელეწამყვანმა და ქვეყნის პრეზიდენტმა გამოიჩინეს. ფოტომონტაჟმა წარმოაჩინა, თუ როგორ სასირცხვილო მდგომარეობაში იმყოფება უცხოელის თვალით დანახული ჩვენი ქვეყანა.
მაშინ, როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ლუკმა-პურის ნაკლებობას განიცდის, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს, ქვეყნის პრეზიდენტი ტელეეთერით გამოდის და ამ მშიერ ხალხს აცნობს თავისი სექსუალური ცხოვრების „სიმდიდრეს“! (რა სიტყვასაც სულ სხვა დატვირთვა აქვს, „აქტიურისგან“ განსხვავებით).
მარგველაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, არავინ თხოვდა პოლიტიკოსის მიმართ თანადგომის გამოხატვას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტი არაა. ვის დააინტერესებდა მისი „მდიდარი“ სექსუალური ცხოვრება? და როცა იგი პრეზიდენტია, რას გვაძლევს ჩვენ ამის ცოდნა?
თუკი პრეზიდენტმა თანადგომა წმინდა ადამიანური გრძნობების კარნახით გამოხატა, საამისოდ სხვა სიტყვების მოძებნაც შეიძლებოდა, – ისევე, როგორც პოპულარული ტელეწამყვანის შემთხვევაში, რომელსაც პროფესიონალიზმზე აქვს პრეტენზია.
* * *
ახლა კი, სრულიად სერიოზულად, სხვა საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება…
ფოტომონტაჟმა კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი რამ შეგვახსენა – ჩვენ, ქართველები, უფრო მეტ ყურადღებას ვანიჭებთ უცხოელების აზრს, უცხოელების მოსაზრებებს, თუ რას იტყვიან ისინი ჩვენზე.
სულ ახლახან, საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“, ჩვენდა სასირცხვილოდ, ქართველებს, ქართულ ენაზე დაწერილი ჩვენივე კონსტიტუცია წაგვიკითხა და განგვიმარტა ის, რასაც, თავზე ნაცრის წაყრით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს სხვანაირად წარმოაჩინოს. კერძოდ, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადებაში ნათქვამია: „საკონსტიტუციო შესწორება დისკრიმინაციულია ლგბტ თემის მიმართ, რადგან მათ ოჯახური ცხოვრებისა და ქორწინებასთან ასოცირებული სოციალური უფლებების გამოყენების შესაძლებლობას ართმევს. საქართველოს კონსტიტუციის და ამჟამად მოქმედი 36-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ნებაყოფლობითი ერთობა, რომელიც მეუღლეებს შორის თანასწორობას ეფუძნება. ამ ცნების (!) უფრო ვიწრო ჩარჩოებში მოქცევა ერთსქესიანთა წყვილების კავშირის მიმართ დისკრიმინაციულია“.
დიახ, მეგობრებო, „ნებაყოფლობითი ერთობა მეუღლეებს შორის“, ხოლო „მეუღლეებში“ არ იგულისხმება მხოლოდ ქალი და მამაკაცი, – ის, რაც ბუნებრივია და ვერ წარმოიდგენდნენ ჯანსაღად მოაზროვნე ჩვენი წინაპრები, თუ ოდესმე დადგებოდა ამ ცნების განმარტების საჭიროება.
სწორედ ამიტომაა აუცილებელი, კონსტიტუციაში ჩაიწეროს და განისაზღვროს, როგორი გვინდა იყოს ჩვენი საზოგადოება – ჩაიწეროს, რომ საქართველოში ქორწინება შეიძლება იყოს მხოლოდ მამაკაცის და ქალის ერთობა, და გამოირიცხოს ყოველგვარი სხვა „ერთობა“.
დღეს, როცა 2011 წლიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, აშშ-ის საგარეო (!) პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვა გამოცხადდა, გამოიცა მემორანდუმი, რის თანახმადაც აშშ-ის საელჩოებს დაევალათ ლგბტ პირთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება ფინანსურად (!), როცა მთელ დასავლეთ ევროპაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, ლეგალიზებულია ერთსქესიან პირთა ქორწინება, – როგორც არასდროს, საჭიროა კონსტიტუციაში იყოს განსაზღვრული ჩვენი ერის მომავლის ხედვა.
რაც შეეხება განსაკუთრებით „რესპუბლიკური პარტიის“, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ კონსტიტუციაში ამის განსაზღვრა, თითქოსდა, „ზედმეტია“ და ისინი სწორედ ამიტომ არ დაუჭერენ მხარს, – სხვა არაფერია, თუ არა ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა! თუ საჭიროება მოითხოვს, კონსტიტუციაში კი არა, ამის დაწერა პარლამენტის კედლებზეც ვერ იქნება „ზედმეტი“, – ამით კანონი არ დაირღვევა!
ნუ გავაბრიყვებინებთ თავს გაიძვერა პოლიტიკოსებს!
ნუ დავუჯერებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა სიცრუეს, რომელი ორგანიზაციებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათი განცხადებები პირდაპირპროპორციულია მათ მიერ ასაღები თანხების ოდენობასთან, რამეთუ ეს ორგანიზაციები მხოლოდ ერთადერთს – თავიანთ ფინანსურ ინტერესს იცავენ და ლობირებენ იმ საკითხებს, რომელსაც „პატრონები“ კარნახობენ.
დავფიქრდეთ, – შეიძლება უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობდნენ?! მათ მიერ გამართული ყოველი ღონისძიება სხვა არაფერია, თუ არა მიღებული თანხების „გაპრავება“ მათი უცხოელი დამფინანსებლების თვალში, რის შედეგად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ინტერესები ილახება. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, როგორც კი მათთვის საწინააღმდეგო განცხადებას მოისმენენ, მაშინვე ისვრიან იარლიყებს – „პრორუსული“!
გულისყურით მოვუსმინოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთ სათქმელს (თუნდაც ჩვენთვის მიუღებელს) დაუფარავად გვეუბნებიან და პირნათელნი არიან თავიანთ ბოროტებაში.
თუკი საქართველოს 22 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გვეკუთვნის კი დანარჩენი საქართველო ჩვენ, ქართველებს?!
დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ!
ლევან ზანგურაშვილი
არ მესმის 1% რატომ გვკარნახობს ცხოვრების წესს დანარჩენ 99–ს, და როგორ ფიქრობთ ჩვენ შეგაზღუდინებთ კი ჩვენს უფლებებს? ვერ ეღირსებით
ვაი სირცხვილო
ბატონო ლევან აბსოლუტურად გეთანხმებით. უზნეობა არავის არ სჭირდება და არავითარი აუცილებლობა არ არის საზოგადოება ისმენდეს სექსის ქონება- არ ქონების შესახებ ბრიყვულ და უსირცხვილო განცხადებებს. ამიოთ ისენი საქართველოს 22% ოკუპაციას კი არ ებრძვიან, არამედ დანარჩენი საქართველოს უზნეობის წუმპეში ჩათრევაც სურთ.
Mosmenistanave aq evropashi ganvumarte aqaur megobrebs thu raze iko laparaki da vin laparakobda da piri gia darchath….Eg xvale iqneba kidev prezidentis adgilas-o? Me \\\’\\\’davamshvide\\\’\\\’ Saqarthveloshi kvelaferi mosula da xvalac iqneba da zegac prezidentad methqi. Gaecinath da araferi mipasuxes ise damshordnen….
Prezidenti qveknis saxea, droa pasuxi agos thavisi sazizgari sitkvebis gamo da chveni shercxvenis gamoc. Magisthanas Amerikis prezidenti ver bedavs rom thqvas! Ra dagemarthath Qarthvelebo,nuthu ase dagamones,rom \\\’\\\’demokratiulad\\\’\\\’ ver gadaakenoth Prezidenti,imedia \\\’\\\’demokratiuli\\\’\\\’ msoflio verafers itkvis magaze!
Jer erti is rom, arc prezitenti gkvavs da arc propesionali jurnalistebi, zogiertis gamoklebit. televiziit gamosvla ra aris jurnalistoba da cnobadi saxeoba, rogorc damkvidrebulia chventan da es uzneobaa, rasac schadian. es era rom damtavrdes egeni ucbad chaiketebian. Da ertic. Im evropashi sxva ragaceebic aris kargi, da ratomgac imas ar gadmoigeben es sacodavebi.
samarcxxvinoebi gavxdit raa…
ცუდადაა საქმე წესიერი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და მართვის სადავეები უნდა აიღონ რათა გადავარჩინოთ საქართველო სხვაგვარად შეუძლებელია კომენტარის გაკეთებაც კი გაცხოველებულ ადამიანებზე
სანამ ანტირუსული ისტერია იქნება ქვეყანაში, უარესს დამართებს ერს უზნეო დასავლეთიდან დაფინანსებული პრასტიტუტკები და მამათმავლები. მათ იციან რომ მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შერიგების პროცესი წარმოადგენს მათთვის უდიდეს საფრთხეს, იციან რომ მოკითხავენ ამ მავნებლებს, დივერსანტებს, ტერორისტებს და პასუხსაც აგებინებენ მთელი სიმკაცრით!