Home რუბრიკები ბლოგი გამოქვეყნებული უზნეობის ქრონიკა ანუ არის თუ არა სექსი სირცხვილი და დანაშაული?

გამოქვეყნებული უზნეობის ქრონიკა ანუ არის თუ არა სექსი სირცხვილი და დანაშაული?

რას ისახავდა მიზნად? ვის ინტერესებში შედიოდა? ვინ ატვირთა? _ ეს სამი კითხვა, რა თქმა უნდა, პასუხგაუცემელი დარჩა და, სავარაუდოდ, ვერც ვერავინ გასცემს პასუხს მომავალშიც. მთავარი პათოსი კი .. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნების დაუშვებლობა და მისი გამომქვეყნებლის უზნეობა, ამორალურობა და დამნაშავეობაა.

ყველაფერი რიგზეა. სრული თანხმობა იმ კითხვებსაც, რომლებზეც, მგონია, ვერავინ გასცემს პასუხს, და სრული თანხმობა ამ პათოსსაც, რომ ნებისმიერი სახის ინტიმური კადრების ფარულად გადაღება და საჯაროდ გამოქვეყნება არის საშინელი დანაშაული და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს და არც არსებობს, მაგრამ აუცილებლად მიმაჩნია კიდევ ერთი კითხვის დასმა: რატომ იჩქმალება ამ ამბის არანაკლებ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი კომპონენტი და რატომ არავინ აკეთებს ამაზე თუნდაცმეორად აქცენტს”?

საუბარი მაქვს სწორედ იმაზე, რის გამოც შესავალში გამოთქმა “პირადი ცხოვრების” მომართ სიტყვა “ეგრეთ წოდებული” გამოვიყენე.

დიახ, აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ “პირად ცხოვრებასთან”, არამედ უზნეო პირად ცხოვრებასთან და ეს სულაც არ არის უმნიშვნელო, როგორიც “ჰუმანურ პოზაში” დადგომის მოყვარულ ზოგიერთ სულელს შეიძლება მოეჩვენოს.

სხვათა შორის, ეს ჰუმანისტიპოზიორები, რომლებიც ნორმალურ ადამიანებს რატომღაც “ციციკორეებად” მოიხსენიებენ, ცალკე ფენომენია ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილში და მათზე მოგვიანებით ცალკე შევჩერდები.

ახლა კი მივყვეთ და თანმიმდევრობით ჩამოვაყალიბოთ: რატომ არ შეიძლება ავყვეთ საზოგადოების იმ მეტიჩარა ნაწილს, რომელსაც თავი “წინწასულად”, “თანამედროვედ”, “გამოსულად” მოაქვს და ჩვენ _ “ბნელებს”, “ჩამორჩენილებს” და “გოიმებს” გვიკიჟინებს, _ რა მოხდა?! ოცდამეერთე საუკუნეა, რა იყო მერე, თუ ადამიანს სექსი აქვსო?!

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გავრცელებული ვიდეოს “მსხვერპლთ” ოფიციალური სოლიდარობაც გამოუცხადეს და ხელში ამაყად დაიჭირეს “ოცდამეერთესაუკუნეობრივი აზროვნების” მანიშნებელი პლაკატები: “სექსი არ არის სირცხვილი!”, “სექსი არ არის დანაშაული!”.

სამწუხრაოდ, საზოგადოების მეტნაკლებად გულუბრყვილო ნაწილი შეიძლება ამ დემაგოგიას აჰყვეს კიდეც და შიშით _ აქაოდა, ვინმემგოიმადარ ჩამთვალოსო, შეიძლება დაუჭიროს კიდეც მხარი ამ ყოვლად მიუღებელ აზროვნებას, რომელიც რატომღაცგამოსულობადიფუთება.

სინამდვილეში კი დიდი იურისტობა არ ჭირდება იმის გააზრებას, რომ “სირცხვილიც” და “დანაშაულიც” არ განისაზღვრება მხოლოდ კონკრეტული პიროვნების კონკრეტული ქმედების მიხედვით. ერთი და იგივე ქმედება, შესაძლოა, კიდეც იყოს და კიდეც არ იყოს სირცხვილი და დანაშაული მისი ჩადენის გარემოებების მიხედვით.

ვისაც ვერ ესმის, რას ვამბობთ, იძულებულნი ვართ, მაგალითებით ავუხსნათ:

1. გაზების გაშვება ორგანიზმიდან _ ეს არ არის სირცხვილი. ეს არის ჩვეულებრივი და აუცილებელი პროცესი ორგანიზმისთვის. მაგრამ, თუკი დიდ წვეულებაზე ჩამოვარდნილ სიჩუმეში დიდი ხმაურით გაუშვებთ გაზებს, ეს უკვე დიდი სირცხვილია;

2. კუჭის მოქმედება, დეფეკაცია სულაც არ არის დანაშაული და სირცხვილი. ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. მაგრამ, თუკი შენ შუა ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას ჩაიხდი და “მოკუკავ”, ეს უკვე სირცხვილიცაა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულიც;

3. ქურდობა არის დანაშაული, მაგრამ, თუ მეზობლად სახლს ხანძარი გაუჩნდა და შენ იქვე მდებარე მაღაზიიდან “ვედრო” მოიპარე წყლის მოტანისა და ცეცხლის ჩაქრობის მიზნით, ეს უკვე აღარ არის დანაშაული;

4. მკვლელობა უპირობოდ საშინელი დანაშაულია! მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანობის დროს და მშვიდობიანი ადამიანების. თუკი ომია და შენ შეიარაღებულ მტერს მოკლავ ბრძოლაში, ამ შემთხვევაში მკვლელობა აღარ არის დანაშაული.

და ასე შემდეგ.

სამწუხაროდ, ფაქტია, ჩვენი საზოგადოების გარკვეულ აქტიურ ნაწილს სჭირდება ასეთი ელემენტარული რაღაცების ახსნა. კერძოდ, ახსნა იმისა, რომ სექსი არც სირცხვილია და არც დანაშაული, თუკი არ ხარ არავისი მეუღლე და ცხოვრობ თავისუფალი ცხოვრებით; ხოლო, თუკი ვინმეს ცოლი ან ქმარი გქვია და სექსით დაკავებული ხარ სხვა ადამიანთან, მაშინ სექსი სირცხვილიც არის, დანაშაულიც, უზნეობაც და სასტიკი ნაძირლობაც!

საკითხავია ისიც, საზოგადოების ამ “პრადვინუტ” ნაწილს მართლა სჭირდება ვითომ ასეთი ელემენტარული რაღაცის ახსნა? აკი მათი უმეტესობა თავს ასაღებს ძალიან ნიჭიერ და მცოდნე იურისტად, რომლებსაც უცხოეთში აქვთ გავლილი “ტრენინგები” და მიღებული უამრავი სერტიფიკატი? მაშ, რატომ უნდა სჭირდებოდეთ მათ ასეთი აქსიომების ახსნა? სწორედ ამიტომ ლეგიტიმურია ვარაუდიც, რომ ამ ადამიანებს საკუთარი უზნეო პირადი ცხოვრების გამოაშკარავება უფრო აღელვებთ, ვიდრე იმის ბედი, ვისაც უკვეგაუბაზრდაუზნეობა

აკი, ამ უზნეობისადმისოლიდარულიადამიანების ძირითადი ბირთვი სწორედაც სამთავრობო მოხელეები ან არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც სამომავლოდ აშკარად სხვადასხვა სახელისუფლო რგოლისთვის, მთავრობისთვის ან პარლამენტისთვის ამზადებენ და რომლებიც ლამის ყოველდღიურად გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ვაშენოთტოლერანტულისახელმწიფო

აჰა, სიტყვამაც მოიტანა და ბარემ გადავიდეთ მომდევნო თემაზე _ რატომ არ შეიძლება, რომ სახელმწიფოს სადავეები, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორები, საზოგადოებრივად აქტიური სფეროები და ის რგოლები, რომლებიდანაც ვინმეს საზოგადეობაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია, ასეთ უზნეო ადამიანებზე იყოს მინდობილი?

პასუხი ისევ უმარტივესია: ასეთი ადამიანები არიან პოტენციურ დასაშანტაჟებელთა რისკჯგუფში, ანუ ადამიანები, რომლებიც ეწევიან უზნეო ცხოვრებას, იოლი დასაშანტაჟებელნი არიან. როდესაც ასეთ რამეს ვამბობ, მავანი მიპასუხებს: ადამიანს “კახპობის” უფლებაც აქვს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც უზნეოდ ცხოვრობს, მათი საქციელის გადაღებისა და გამოქვეყნების უფლება უნდა ჰქონდეს ვინმესო…

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და კარგად გაიაზროთ, რასაც ვამბობ: აქ საუბარი არ არის უფლებებზე. რა თქმა უნდა, არავის აქვს და არც უნდა ჰქონდეს უფლება, თუნდაცგაქანებული ბოზისპირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაიღოს და გამოაქვეყნოს, მაგრამ არა მგონია, თუნდაც რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა იმას გაუწიოს ანგარიში, რისი უფლება აქვს და რისი _ არა!

ჰოდა, წარმოიდგინეთ რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა ან შიდა საბოტაჟის მოწყობის მსურველმა ხელთ იგდო იმ ადამიანების უზნეო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, ფოტო, აუდიომასალა ან თუნდაც ინტერნეტმიმოწერა, რომლებზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული ამ ქვეყანაში. აბა, გამეცით პასუხი: ატარებენ თუ არა ისინი თავის ჭკუაზე ასეთ ადამიანებს და მიადგება თუ არა ზიანი ამით ჩვენს ქვეყანას?

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამ ელემენტარული, უმარტივესი აქსიომების ასე დაღეჭვა, დახურდავება, დაქუცმაცება და მიწოდება სჭირდება! ქვეყნებში, სადაც საზოგადოება კარგად არის განვითარებული, ასეთ უმარტივეს პოსტულატებზე არც კი დავობენ!

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც ოჯახის მქონე დაგვერდზეგახედულ სახელმწიფო მოხელეებს ზნეობის სასამართლო ჩაუტარეს და მათი კარიერა შეიწირა კიდეც ასეთმა უზნეოპირადმა ცხოვრებამ”!

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ბილ კლინტონის მაგალითიც საკმარისია. მით უმეტეს, მასზე კადრებიც არავის ჰქონდა, უბრალოდ, ვინმე მონიკა ლევინსკიმ განაცხადა პრეზიდენტთან ინტიმური კავშირის შესახებ და, თუ გახსოვთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირდაპირ ეთერშიც კი დაჰკითხა სასამართლომ!

ჩვენთან კი რა ხდება? _ გამოდიან ამაყი სახეებით არასამთავრობოს თუ სამთავრობოს წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე, თვით ქვეყნის პრეზიდენტიც კი და “ამაყად” აცხადებენ _ “მდიდარი” სექსი მაქვს და მომავალშიც მექნებაო!

შენ გაიხარე! მიდი-მოვდივარ! არ დაინდო, დაიპყარი!

აი, ასეთია საქართველოშიგამოქვეყნებული უზნეობის ქრონიკადა არავის აზრად არ მოსდის, იურიდიული თუ სხვა სახის ნიუანსების გვერდით, აუცილებლად თქვას, რომ ეს ქვეყნის დიდი სირცხვილიცაა.

უდავოდ ამ ქვეყნის პრობლემაა ის, რომ ვიღაცას ხელეწიფება, გადაიღოს და გამოაქვეყნოს ასეთი კადრები!

მაგრამ ქვეყნის საშინელი სირცხვილი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ასეთი კადრების გადაღების ობიექტური გარემოებები არსებობს, ანუ ამ ქვეყანაში უზნეო ადამიანებს უჭირავს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და თუნდაც მედიასექ()ტორები

და იმის ნაცვლად, რომ ვიღაცას შერცხვეს, იმის ნაცვლად, ვიღაცამ თქვას, რომ ასეთი უზნეო ადამიანები ქვეყანაში არ უნდა ბოგინობდნენ, რადგან ეს, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის დიდი პრობლემა, ტუტუცი პოზიორებიჰუმანისტისპოზაში ჩამდგარან და ნორმალურ ადამიანებს, რომლებიც უზნეობას გვერდით არ უდგანან, ქმარშვილიან კახპებს სოლიდარობას არ უცხადებენ და ქვეყნის ხელმძღვანელებისგან მინიმალურ ზნეობას მაინც მოითხოვენ, რატომღაცციციკორეებსუწოდებენ!

ეს კიდევ ერთი ნაცადი პოზაა!

თუკი აღარ გაქვს არაფერი სათქმელი, ადექი და დააბრეხვე ასე უაზროდ _ “ციციკორეებო! მიდი, კიდევ ერთი მარიტა შესვით ვირზე უკუღმა!”  _ და ასე შემდეგ.

ვერაფერს იტყვი! სხვასაც აშინებ, _ ემანდ ვინმემ “ციციკორე” არ მიწოდოსო და შენც “ჰუმანური ადამიანის” სახელი გარანტირებული გაქვს.

არადა, ციციკორეს ტიპაჟი იმიტომ იყო ამაზრზრენი და უარყოფითი, რომ მან მარიტას ბედი განსაზღვრა _ ტყუილითა და ძალადობით მიათხოვა იგი შეთეს, ადამიანს, რომელიც მარიტას არ უყვარდა და, როდესაც მისი შეყვარებული გედია ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა, რაღა თქმა უნდა, მარიტას ემოციის შეკავება გაუჭირდა…

და ახლა შეიძლება ვინმე ჭკუათმყოფელმა ეს შეადაროს იმას, რომ საზოგადოება მინიმალური მორალის დაცვას ითხოვს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ხელფასს უხდის?

პატივცემულო “ძაანჰუმანურო” პოზიორო ტუტუცებო!

ჩვენი მინისტრები, სამთავრობო თუ არასამათავრობო სექტორის უზნეო და სამარცხვინო ადამიანები ჩვენ ძალით არ დაგვიქორწინებია. მათ მეუღლეები თავად აირჩიეს!

და კეთილი ინებონ დამდიდარი”, “მრავალფეროვანითუცეცხლოვანისექსიც მათთან იქონიონ. მაგრამ, თუ არჰყოფნით”, მაშინ ან გაშორდნენ მეუღლეებს და თავში ქვა უხლიათ, ან თავი შეიკავონ ისეთი საზოგადოებრივი აქტივობებისგან, როგორი აქტივობების შემთხვევაშიც ვინმე ბოროტმა, ცუდმა, ნაძირალამ და ნაგავმა ისინი შეიძლება დააჟანტაჟოს და ამით ქვეყანა დიდად დააზარალოს!

პლუს ამას, მარიტა არ ყოფილა არავითარი საზოგადოებრივი აქტივობით დაკავებული და არც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან იღებდა ხელფასს! ასე რომ, ყველამ დაიოკეთ ეს ამაზრეზნი და დანაშაულებრივი “ჰუმანური” პოზა და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ!

მართლაც სავალალოა, რომ ჩვენს ქვეყანაში საჭირო ხდება ამ უმარტივესი ჭეშმარიტების ახსნა _ სახელმწიფოს, მაღალი თუ არა, მინიმალური ზნეობის ადამიანები მაინც უნდა მართავდნენ. ხოლო ის, რომ მეუღლემ მეუღლეს არ უნდა უღალატოს, მინიმალურზე კიდევ უფრო მინიმალური ზნეობაა!

ზუსტად გეუბნებით _ კანონის გამკაცრება ვერ უშველის ამ საქმეს და, სანამ ქვეყნის სათავეებთან უზნეო და ნაძირალა ადამიანები დგანან, “გამოქვეყნებული უზნეობის ქრონიკებსვერანაირისექსი მეც მაქვსტიპის სულელური და დემაგოგიური ლოზუნგები ვერ შეაჩერებს.

სტერეოტიპებს ვანგრევთო. “არა იმრუშო” სტერეოტიპია, დავანგრიოთ?

“არა კაც ჰკლა” სტერეოტიპია და დავანგრიოთ?

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ყოჩაღ! საუკეთესო შეფასებაა. ვინც ამას ვერ ხვდება იდიოტია, ვინც ხვდება და არ იმჩნევს ბინძური ღორი.

  2. რასაც ვფიქრობდი ყველაფერი თქვა ამ ოჯახ–აშენებულმა. ყოჩაღ! გამგები გაიგებს და ტუტუცები მაინც ტუტუცებად დარჩებიან. იმედია ეს სტატია ხელს შეუშლის, საზოგადოების რაღაც ნაწილის მაინც გატუტუცებას.

  3. mgonia rom es didi socialuri (s)eqsperimenti iko kvela sxva gaucxadebel mizantan ertad. roca qveknis pirveli gamodis da ase ragaceebs laparakobs, da mere media tutikushivit imeorebs, ara mgonia shemtxveviti ikos. taviseburi \\\’17 maisi\\\’ moackves anu…ainteresebt qartuli saogadoeba amas gadaklapavs tu ara, an rogor gadaklapavs. gveshveleba rame?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here